03:44:53

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ყვარელში პრეს - ტურს აწყობს

9 მარტს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ყვარელში პრეს - ტურს აწყობს. ჟურნალისტები სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, 2009 წლის შემოდგომაზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებს მოინახულებენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

ვრცლად

 

გარემოს დაცვის სამინისტრომ სოფელი საცხენე წითელ ზონაში შეიტანა

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივას“ ფარგლებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი საცხენე შესაძლოა ალაზანში ჩაიტანოს, გარემოს დაცვის სამინისტროს ნაპირდაცვითი დეპარტამენტი გამოეხმაურა.

ვრცლად

 

ყვარელში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა ყვარლის რაიონში მდინარე ბურსისა და მდინარე ალაზნის შესართავთან, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

 

კახეთში დასრულდა პროექტი „ახალგაზრდები ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ირჩევენ“

კახეთში დასრულდა პროექტი „ახალგაზრდები ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ირჩევენ“. პროექტს რეგიონული გაზეთი „სპექტრი“ ახორციელებდა.

ვრცლად

 

ახმეტაში უკანონოდ მოპოვებული წიფლის ჯიშის სამასალე მერქანი აღმოაჩინეს

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა ახმეტაში ხის სახერხი საამქროს ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 7,8 კუბ. მ. წიფლის ჯიშის სამასალე მერქანი აღმოაჩინეს..

ვრცლად

 

ემილ წერეთელი: ილტოს ხეობაში ძალინ რთულ მეწყერთან გვაქვს საქმე

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსის ემილ წერეთელის განცხადებით, კახეთში, ილტოს ხეობაში, სოფელ ჭართალაში ჩამოწოლილი მეწყერი ამ დროისთვის საშიში არ არის, თუმცა ძალიან რთული მეწყერია.

ვრცლად

 

მდინარეებმა სოფელი საცხენე შესაძლოა, ალაზანში ჩაიტანოს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეს მოსახლეობა შველას ითხოვს. სოფელს ორივე მხრიდან მდინარე უტევს და იმ შემთხვევაში, თუ ნაპირსამაგრი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩატარდა, გაზაფხულზე ადიდებულმა მდინარეებმა სოფელი, შესაძლოა, ალაზანში ჩაიტანოს.

ვრცლად

 

ყვარელსა და თელავში წაბლის ხეები იჩეხება

ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტებში წაბლის ხეები იჩეხება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს. სამასალე მორების უკანონო მოპოვების ფაქტები განსაკუთრებით სოფლებში ლაფანყურსა და ახალსოფელში გახშირდა.

ვრცლად

 

კახეთში ხე - ტყის უკანონო მოპოვების ცხრა ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნის მეოთხე სარეინჯეროს ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის საშეშე ხე - ტყის უკანონო მოპოვების ცხრა ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

 

ახმეტაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა ახმეტაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

 

დასუფთავების აქციები კახეთის ყველა რაიონში ჩატარდება

გარემოს დაცვისა და ბინებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, დასუფთავების აქციები კახეთის ყველა რაიონში ჩატარდება.

ვრცლად

 

ინსპექციამ ლაგოდეხის რაიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

 

ახმეტის რაიონში ხე - ტყე მასობრივად იჩეხება

ახმეტის რაიონში ხე – ტყე მასობრივად იჩეხება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიურო ეფექტურად ვერ მუშაობს.

ვრცლად

 

გარემოს დაცვის ინსპექციამ თელავის რაიონში ხის სახერხი საამქროები შეამოწმა

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა თელავის რაიონში ხის სახერხი საამქროები შეამოწმეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გდი-ს კახეთის ბიუროდან აცნობეს, შემოწმების შედეგად, დასუფთავების წესების დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინა.

ვრცლად

 

ხე - ტყის მასობრივი ჩეხვის გამო ახმეტის რაიონში კატასტროფას ვარაუდობენ

ექსპერტები ხე - ტყის მასობრივად ჩეხვის გამო ახმეტის რაიონში კატასტროფას ვარაუდობენ. როგორც სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, ბოლო 3 წლის განმავლობაში ახმეტის რაიონში გრძელვადიანი სარგებლობით ათიათასობით ჰექტარი ტყე გაიცა და ამ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას არავინ აკონტროლებს.

ვრცლად

 

კახეთში მიწების დიდი ნაწილი დეგრადირებულია

არასამთავრობო ორგანიზაცია REC Caucasus და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ კახეთის რეგიონში ჩატარებულმა კვლევამ საგანგაშო შედეგები აჩვენა. კახეთში მიწების დიდი ნაწილი დეგრადირებულია. სპეციალისტების შეფასებით, პრობლემის სიმწვავე სასწრაფო ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

ვრცლად

 

2010 წელს საქართველოს ყველა რეგიონში დასუფთავების აქცია მასშტაბურ ხასიათს მიღებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს საქართველოს ყველა რეგიონში დასუფთავების აქცია მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, დასუფთავების აქციები რეგიონებში ეტაპობრივად განხორციელდება.

ვრცლად

 

გვერდი 49 / 49

ფირნიშები

სხვა ამბები

მეუფე პეტრე: პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს

„საჯარო განცხადება რაც გავაკეთე, რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ და მზად ვარ ნებისმიერ წინააღმდეგობას, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, შევხვდე ღირსეულად“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა. ის მთავარ პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშრებით იკითხება.

დაწვრილებით  

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 51 წლის მამაკაცი დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 29.04.17
08:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest11°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north14°C2.9m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 10:00-16:00
Heavy rainfrom northeast18°C2.1m/s
5.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30