17:56:40

დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებში ვენახები ხმება

დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებში, სამთაწყაროსა და ფიროსმანში მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა აქვს, რის გამო ვენახები ხმება. ამ ინფორმაციას „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა“ ავრცელებს.

ვრცლად

 

„ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა“ რუისპირში მდგომარეობის შესწავლას მოითხოვს

„ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოუწოდებს, სპეციალისტებმა სასწრაფოდ შეისწავლონ თელავის რაიონის სოფელ რუისპირში არსებული მდგომარეობა და გარემოს დაბინძურების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდინონ.

ვრცლად

 

რუისპირის მოსახლეობა ასფალტის ქარხნის ადმინისტრაციას გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს

თელავის რაიონის სოფელ რუისპირის მოსახლეობა სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ასფალტის ქარხნის ადმინისტრაციას გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს. როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, დახმარებისთვის გარემოს დაცვის ინსპექციას, სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყურადღება არავინ მიაქციათ.

ვრცლად

 

დედოფლისწყაროში დიდი გვალვებია მოსალოდნელი

გლობალური დათბობის პროცესი კახეთში ყველაზე მეტად დედოფლისწყაროს რაიონს დააზარალებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილების მოდელირების ჯგუფის უფროსის ნატო კუტალაძის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საშუალო ტემპერატურა 2,5-3 გრადუსით გაიზრდება, რის შედეგადაც დედოფლისწყაროში დიდი გვალვებია მოსალოდნელი.

ვრცლად

 

ასოციაცია CENN: მდინარე სალესავის წყალი სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

მდინარე სალესავის წყალი ლაგოდეხის რაიონის სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს. ასოციაცის ინფორმაციით, რაჭისუბანში აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, რომელთა მდგომარეობა კახეთში გადასახლების შემდეგ უფრო გართულდა და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

ვრცლად

 

გარემოს დაცვის სამინისტროს საერთაშორისო გრანტის არაეფექტურ ხარჯვაში ადანაშაულებენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო გრანტის არაეფექტურ ხარჯვაში ადანაშაულებენ. კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შემცირების პროექტი ჰოლანდიის მთავრობამ დააფინანსა, ქართულმა მხარემ კი პროექტი ფაქტობრივად ჩააგდო.

ვრცლად

 

გარემოს დაცვის მინისტრმა ენისელში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდინარე ინწობზე დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.

ვრცლად

 

ასოციაცია CENN- მა რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის მხარდასაჭერად გაზეთი გამოსცა

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის მხარდასაჭერად „მწვანე გაზეთი“ გამოსცა. გაზეთში კახეთში ჩასახლებული ეკომიგრანტების პრობლემებზე, სტიქიის შედეგად რეგიონისთვის მიყენებულ ზარალზე და სოფელ ჭანდარში არსებულ საფრთხეზეა საუბარი.

ვრცლად

 

ბაწარა - ბაბანეურის დაცულ ტერიტორიაზე ქართველი და ოსი ბავშვები დაისვენებენ

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბაწარა - ბაბანეურის ნაკრძალში ეკო-ბანაკი მოეწყო, რომელშიც 20 ქართველი და ოსი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის განმავლობაში აღსაზრდელები ბანაკში დაისვენებენ, გაერთობიან და მოისმენენ სემინარებს.

ვრცლად

 

კახეთში გამოვლენილ კანონდარღვევებზე გარემოს დაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა

გარემოს დაცვის ინსპექციისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსებმა გარემოს დაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რაზედაც კახეთის რეგიონში მიმდინარე კანონდარღვევებზე ისაუბრეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის ტერიტორიაზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი დანაკარგი, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 700 000 - მდე ლარი შეადგინა.

ვრცლად

 

კახეთში უკანონოდ მოჭრილი 1611 ძირი ხე - ტყე გამოავლინეს

სატყეო დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურმა თელავის სატყეო უბნის მე-9 სარეინჯეროს შემოწმების შედეგად 2009-2010 წლის თბობის სეზონზე უკანონოდ მოჭრილი 1611 ძირი ხე-ტყე გამოავლინა, საერთო მოცულობით - 1793.43 მ3.

ვრცლად

 

ყვარელში ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგო დამონტაჟდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე კახეთის რეგიონს სტუმრობდა სადაც, ყვარელში ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგოს დამონტაჟების პროცესს დაესწრო. საგუშაგო მეტეოროლოგიური პარამეტრების მზომი ხელსაწყოებით და სათანადო პროგრამული და სატელეკომუნიკაციო საშუალებებით აღიჭურვა.

ვრცლად

 

5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 ივნისს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანიზებით, გარემოს დაცვითი აქცია „მრავალი სახეობა, ერთი პლანეტა, ერთი მომავალი“ გაიმართება.

ვრცლად

 

სოფელ ჰერეთისკარში სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომელიც სოფელში წყლის რესურსებთან დაკავშირებული პრობლემების გამოკვეთას, ამ პრობლემების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლასა და ანალიზს ითვალისწინებდა.

ვრცლად

 

ბადიაურის საწყობიდან ვადაგასულ პესტიციდებს იაღლუჯას სპეციალურ სამარხში განათავსებენ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე კახეთში, სოფელ ბადიაურში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრი მათ პრობლემებს გაეცნო და სოფელში არსებული ვადაგასული პესტიციდების საწყობი დაათვალიერა.

ვრცლად

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მიწის დეგრადაციამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გიორგეთსა და რაჭისუბანში მიწის დეგრადაციამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ავრცელებს.

ვრცლად

 

ყვარლის მოსახლეობა დურუჯის ხეობაში მთავრობის წევრების ჩასვლას ითხოვს

ყვარლის მოსახლეობა დურუჯის ხეობაში მთავრობის წევრების ჩასვლას ითხოვს. „ღამე აღარ გვძინავს. წვიმს და მდინარე ადიდებულია. ყოველ წუთს შეიძლება მიწა გამოანგრიოს და გამოვარდეს. შეიძლება გაქცევაც ვერ მოვასწროთ. ველისციხეში რომ დარბოდნენ მინისტრები, აქ მოვიდნენ და ნახონ რა დღეში ვართ“, - ამბობს ყვარლის მკვიდრი ნიკო ბეჟანიშვილი.

ვრცლად

 

„საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მართვა ძალიან სუსტია“

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის „ღია გარემოდაცვითი სამოქალაქო ინიციატივას“ კოორდინატორის რეზო გეთიაშვილის განცხადებით, ერთი შეხედვით, შსს-მ ველისციხეში არსებულ საგანგებო სიტუაციაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა და მზადყოფნა აჩვენა, თუმცა საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მართვა ძალიან სუსტია.

ვრცლად

 

ყვარელში დურუჯი, ახმეტაში კი ორვილი ადიდდა

წვიმების შედეგად ახმეტაში მდინარე ორვილი ადიდდა. მდინარის ნაპირების გამაგრებას ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი ძალებით ცდილობს, თუმცა წყალი ქუჩებში უკვე გადმოვიდა. წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა დურუჯის ხეობაშიც.

ვრცლად

 

ახალსოფლის მოსახლეობა ტყის მასობრივ ჩეხვას აპროტესტებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა ტყის მასობრივ ჩეხვას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, მათთვის უცნობია, ტყე რომელმა კომპანიამ იყიდა თუ გრძელვადიანი იჯარით აიღო, მაგრამ ხე-ტყე სოფლიდან მასობრივად გააქვთ.

ვრცლად

 

გვერდი 47 / 49

ფირნიშები

სხვა ამბები

ახმეტაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის იმპიჩმენტი მესამედ ჩავარდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე თამაზ წითელაური თანამდებობებიდან ვერ გადააყენეს. საკრებულოს 6 ოპოზიციონერი წევრის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტი კიდევ ერთხელ ჩავარდა. „ქართული ოცნებისა“ და ყოფილი კოალიციის წევრმა დეპუტატებმა ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

დაწვრილებით  

იერუსალიმში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იერუსალიმის ძველ ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.04.17
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-northwest9°C1.0m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.4m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast16°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast19°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30