18:37:12

კახეთში თოვა 15 თებერვლამდე გაგრძელდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ამინდის პროგნოზირებისა და მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, კახეთში თოვა 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

ვრცლად

 

ლაგოდეხში ნაკრძალიდან გამოქცეული შვლის ნუკრი ვერ გადაარჩინეს

ლაგოდეხში დაცული ტერიტორიებიდან გამოქცეული შვლის ნუკრი იპოვეს. შველი, რომელსაც სავარაუდოდ მტაცებელი მისდევდა, ადგილობრივებმა დაიჭირეს და დაცული ტერიტორიების თანამშრომლებს გადასცეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ განუცხადა, შველს დაღლილობის გამო გული გაუჩერდა.

ვრცლად

 

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 12 თებერვლის მდგომარეობით

თოვის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვრცლად

 

მოქალაქეებს ელექტროაპარატით მოპოვებული 43 კილო თევზი ჩამოართვეს [Photos]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეები მდინარე მტკვარზე ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით თევზაობდნენ. მათ მოპოვებული ჰქონდათ 43 კილო ხრამულის სახეობის თევზი.

ვრცლად

 

ახალ ზელანდიაში ზღვამ 400-ზე მეტი ვეშაპი გამორიყა [Photos]

ახალ ზელანდიაში ზღვამ 400-ზე მეტი ვეშაპი სანაპიროზე გამორიყა. მოხალისეებმა და მაშველებმა მათი ნაწილის წყალში დაბრუნება შეძლეს. დაახლოებით 250 ვეშაპი კი მანამდე მოკვდა, სანამ მათ დახმარებას შეძლებდნენ.

ვრცლად

 

რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება:

ვრცლად

 

საფრანგეთში ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე ატომური ელექტროსადგურის სამანქანო განყოფილებაში აფეთქება მოხდა, მაგრამ რადიაციას არ გაუჟონავს და რისკი არ არსებობს.

ვრცლად

 

ხვალიდან აღმოსავლეთ საქართველოში თოვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო, ხვალიდან აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი.

ვრცლად

 

იაპონიაში არსებული მელიების სოფელი ტურისტების საყვარელი ადგილია [Photos]

იაპონიაში, მიიაგის მთებთან ახლოს არსებული სოფელი მელიებითაა დასახლებული. იაპონიაში ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველ ადგილს ზაო კიცუნე მურა ანუ მელიების სოფელი ზაო ეწოდება და იქ მელიის ექვსზე მეტი სახეობის ასზე მეტი ინდივიდი ცხოვრობს.

ვრცლად

 

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა [Video]

გარემოს დაცვის სამინისტრომ ფშავში შვლის მოკვლაში მხილებული ბრაკონიერის, 32 წლის ალექსანდრე ოგანოვის  ვიდეოჩვენება გაავრცელა. ბრაკონიერი ამბობს, რომ ტყეში ყოფნისას ხმა გაიგო, მგელი ეგონა, ესროლა და შველი აღმოჩნდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერი იმ დროს დააკავეს, როცა დანაწევრებული შველი გადაჰქონდა.

ვრცლად

 

ბრაკონიერებს ფშავში დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ [Photos]

ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ.

ვრცლად

 

ქვემო ქართლში მელია მოკლეს და გაატყავეს [Photos]

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველი ფოტოს საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ფოტოზე ასახული პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. ადგილზე მისულებს მელია მოკლული და გატყავებული დახვდათ.

ვრცლად

 

ველური სამყაროს კვირის საუკეთესო ფოტოები - The Guardian [Photos]

გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 10 საუკეთესო ფოტოს.

ვრცლად

 

საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე 2263 შველი ბინადრობს

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შვლების რაოდენობამ იმატა. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების „აი, ფაქტის“ ინფორმაციით, 2016 წელს ჩატარებული აღრიცხვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2 263 ბინადრობს.

ვრცლად

 

შირაქში მგლებმა 150 ცხვარი დაგლიჯეს

დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ველზე მგლის ხროვამ ბექა გონაშვილის კუთვნილი 150 სული ცხვარი დაგლიჯა. როგორც ფერმერმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მტაცებლები ცხვრის ფარას თავს თითქმის ყოველდღიურად ესხმიან.

ვრცლად

 

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 6 თებერვლის მდგომარეობით

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:

ვრცლად

 

ბორჯომ-ხარაგაულის პარკში შველი დაჭრეს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაკრძალში, ჩითახევის ტერიტორიაზე დაჭრილი შველი იპოვეს. დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შველი ფეხის არეში, სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ დაჭრა და მიიმალა.

ვრცლად

 

თოვლისა და ლიპყინულის გამო საუღელტეხილო მონაკვეთებზე სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია, თოვლისა და ლიპყინულის გამო კი რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:

ვრცლად

 

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 3 თებერვლის მდგომარეობით

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

ვრცლად

 

კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდამცველებმა გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტისა და ლაგოდეხის რაიონებში რცხილას, მუხისა და წიფლის ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

 

გვერდი 4 / 48

ფირნიშები

სხვა ამბები

წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხების განხილვა იგეგმება სინოდის სხდომაზე. თუმცა, სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი თემა ე.წ. ციანიდის საქმე იქნება. დაწვრილებით  

თუშეთში მამაკაცმა, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა თავის მოკვლა სცადა [Video]

თუშეთში, სოფელ ომალოში მცხოვრები გელა სისაური, რომელსაც 12 დღეა მუხლების ღრმა დაჟეჟილობა და ნაფლეთოვანი ჭრილობები აქვს, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თუშეთის ექიმმა ირაკლი ხვედაგურიძემ უთხრა, 66 წლის მამაკაცი სტაციონარში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ვენები გადაიჭრა და თვითმკვლელობა სცადა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28 29 30 31