04:09:48

ფირნიშები

ინდოეთში გოგონა-მაუგლი აღმოაჩინეს [Videos]

ჩრდილოეთ ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში პოლიციამ მცირეწლოვანი გოგონა იპოვა, რომელიც წლების განმავლობაში ტყეში მაიმუნებთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვი ნეპალის საზღვართან ახლოს, კატარნიაგჰატის ნაკრძალში მაიმუნების გარემოცვაში შემთხვევით აღმოაჩინეს.

ვრცლად

 

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ ფოცხვერი დააფიქსირა [Video]

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე ფოტომახემ ფოცხვერი გადაიღო. შესაბამის ვიდეოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ავრცელებს. ფოცხვერი კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR) სახეობის სტატუსით წითელ წიგნშია შეტანილი.

ვრცლად

 

ოთხ წელიწადში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანიდან 53 ქურციკი შემოიყვანეს

ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროგრამის ფარგლებში, ოთხ წელიწადში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანიდან 53 ქურციკი შემოიყვანეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

ვრცლად

 

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სრული მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა

სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სრული მზადყოფნის რეჟიმზე გადავა. „დელტას“ მიერ სეტყვის სეზონისთვის კახეთის მთელ რეგიონში განლაგებული 83 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი დატენილია.

ვრცლად

 

საგარეჯოსა და ლაგოდეხში რცხილას, წიფლისა და ჭალის მუხის უკანონო ჭრის 16 ფაქტი გამოვლინეს [Photos]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის და შემდგომ მისი ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

 

ლაგოდეხს 3 ახალი ნაგავმზიდი და 130 ნარჩენების კონტეინერი გადაეცა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი „მერსედესის“ მარკის 3 ახალი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება. ქალაქის გარდა, მანქანები ყველა სოფელში კვირაში ერთხელ ივლიან. სპეციალური დანიშნულების ავტომობილებთან ერთად, მუნიციპალიტეტში 130 ახალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი განთავსდა.

ვრცლად

 

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, შეუერთდეს აქციას – „გაახარე შენი ბზა!“

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თხოვნით მიმართა საქართველოს მოსახლეობას, თავი შეიკავონ „წითელი ნუსხით“ დაცული კოლხური ბზის მოჭრისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოიყენონ მის გასამრავლებლად.

ვრცლად

 

„ართანა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს თელავის რაიონის სოფელ ართანას მცხოვრებლები და გარემოსდამცველები მდინარე დიდხევზე „ართანა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია თელავის გამგეობის წინ, 12:00 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ჰესი სოფლის მეურნეობის განვითარებას საფრთხეს შეუქმნის.

ვრცლად

 

ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილის რაიონში, ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბზის ტოტებით დატვირთული მიკროავტობუსი შეაჩერეს, რომელსაც მოქალაქე ჯიმშერ შულაია მართავდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 49 124 ლარი შეადგინა.

ვრცლად

 

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, ჯარიმა 200-დან 500 ლარამდე მერყეობს

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკანონოდ მოჭრილი ბზის გამოვლენის შემთხვევაში პირი 200-დან 500–მდე ლარით თანხით დაჯარიმდება, იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ვრცლად

 

თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის 50-დან 1 000 ლარამდე დაჯარიმდებიან

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, 3 აპრილიდან ქვეითი ინსპექტორები მოქალაქეებს მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ. ორი კვირის შემდეგ კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები 50-დან 1 000 ლარამდე დააჯარიმებენ.

ვრცლად

 

თბილისის ზოოპარკს საჩუქრად 14 ცხოველი გადაეცემა

ევროპის ზოოპარკები თბილისის ზოოლოგიურ პარკს საჩუქრად 14 ცხოველს გადასცემენ. ერთ უსურიის ვეფხვს, 7 კენგურუს და 6 ფაფრიან ცხვარს ლონდონის, ბენჰემისა და რიგის ზოოპარკებიდან ჩამოიყვანენ. ცხოველები 3 აპრილს, გამთენიისას თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან.

ვრცლად

 

კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარების რაკეტებით დატენვა მიმდინარეობს [Video-Photos]

სსსტც „დელტას“ სეტყვისსაწინააღმდეგო სამსახურის მიერ სეტყვის სეზონისათვის კახეთის მთელ რეგიონში განლაგებული 83 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარის რაკეტებით დატენვა მიმდინარეობს. „დელტას“ ინფორმაციით, 1-ლი აპრილიდან სეტყვისსაწინააღმდეგო სისტემა სრული მზადყოფნის რეჟიმზე გადავა.

ვრცლად

 

გიგლა აგულაშვილმა შირაქის ველზე საცდელი ქარსაფარი ზოლი დაათვალიერა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დედოფლისწყაროში იმყოფებოდა, სადაც შირაქის ველზე საცდელი ქარსაფარი ზოლი დაათვალიერა. საცდელი ქარსაფარი ზოლი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით გაშენდა.

ვრცლად

 

ეროვნულ საშენ მეურნეობაში კოლხური ბზის 2 000-მდე ჩითილი ქოთნებში ჩარგეს [Video]

ეროვნულ საშენ მეურნეობაში სპეციალისტებმა კოლხური ბზის 2 000-მდე ჩითილი ქოთნებში ჩარგეს. კოლხური ბზა გადაშენების პირასაა. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნსა“და „წითელ ნუსხაში“.

ვრცლად

 

იაპონიაში მცხოვრები კატა გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს [Video - Photos]

იაპონიაში მცხოვრები შოტლანდიური ფოლდის ჯიშის 9 წლის შინაური კატა სახელად მარუ გინესის რეკორდსმენია, როგორც ინტერნეტში ყველაზე ნახვადი ცხოველი. ვიდეოპორტალ YouTube-ში მომხმარებელ mugumogu-ს ვიდეოებს, რომლებიც კატა მარუს ეკუთვნის, 330 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ვრცლად

 

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების რაოდენობა 40-მდე გაიზარდა [Photos]

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ველურ ბუნებაში, 40-მდე ქურციკი ბინადრობს. შესაბამის ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტიოს ცნობით, ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

ვრცლად

 

გარემოსდამცველებმა წითელ ნუსხაში შეტანილ არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარში, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობაზე -არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ  არჩვი მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა.

ვრცლად

 

ჰაერში ტყვიის რაოდენობა 2015 წელთან შედარებით ხუთჯერ შემცირდა

ჰაერში ტყვიის კონცენტრაცია 2015 წელთან შედარებით, ხუთჯერ არის შემცირებული. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ჰაერში ტყვიის შემცველობა 2008 წლიდან ისაზღვრება.

ვრცლად

 

„დედამიწის საათთან“ დაკავშირებით თელავში ღონისძიებები გაიმართება

25 მარტს „დედამიწის საათი“ აღინიშნება სლოგანით - „ჩააქრე სინათლე ერთი საათით, გამორთე ყველა ელექტრომოწყობილობა, აჩუქე ერთი საათი დედამიწას“. აქციას თელავიც შეუერთდება. ღონისძიებები თელავის თეატრის წინ, 20:00 საათიდან დაიწყება.

ვრცლად

 

გვერდი 2 / 49

სხვა ამბები

მცირე ოდენობით კანაფისა და მარიხუანის შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისთვის პატიმრობა გაუქმდება

ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციის მიზნით, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მოწონებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცეს. საკანონმდებლო ცვლილებები კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს. 

დაწვრილებით  

ეგვიპტის კოპტურ ეკლესიებში მომხდარ აფეთქებებს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა [Photos]

ეგვიპტეში, ორ კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია. კვირას ქალაქ ტანტაში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი დაშავდა. მოგვიანებით, ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარში აფეთქებისას 17 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
08:00-12:00
Cloudyfrom west-northwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31