17:51:31

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ ირმების შერკინება დააფიქსირა [Video]

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე ფოტომახემ ირმების შერკინება გადაიღო. შესაბამისი ვიდეო დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ვრცლად

 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გორში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა.

ვრცლად

 

გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილიდან ჩატარებული ინეტნსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ვრცლად

 

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 15 დეკემბრის მდგომარეობით

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვრცლად

 

გომბორის გაზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული

მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა გომბორის ხეობაში, რის გამოც ვაზიანი–გომბორი–თელავის გზის (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ვრცლად

 

ბიძინა ივანიშვილის კომპანიის დაკვეთით ციხისძირიდან გურიის პარკში კიდევ 6 ხეს გადარგავენ

გურიის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვის სამუშაოები განახლდა. დღეს დილიდან ციხისძირში სპეცტექნიკა მუშაობს ევკალიპტისა და მაგონოლიას ჯიში ხეებს გადასარგველად ამზადებენ. სულ ციხისძირიდან და ბობოყვათიდან, ურეკში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ 6 გიგანტურ ხეს გადარგავენ.

ვრცლად

 

იაპონიაში ბურთის ფორმის მქონე უცნაური ღრუბელი დააფიქსირეს [Photos]

იაპონიის ქალაქ ფუძისავაში მოყვარულმა ფოტოგრაფებმა უცნაური ფორმის მქონე ღრუბელს ფოტოები გადაუღეს და სოციალურ ქსელში განათავსეს.

ვრცლად

 

საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვრცლად

 

სიღნაღში მიწის ზედა ფენის უკანონო მოჭრის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდამცველებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიწის ზედა ჰუმუსოვანი ფენის უკანონო მოჭრის ფაქტი გამოავლინეს. 

ვრცლად

 

ველური სამყაროს კვირის საუკეთესო ფოტოები - The Guardian [Photos]

გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 10 საუკეთესო ფოტოს.

ვრცლად

 

საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონკვეთზე, ლიპყინულის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვრცლად

 

დედოფლისწყაროში წითელ წიგნში შეტანილი 16 სარსარაკი მოკლეს

დედოფლისწყაროს რაიონში წითელ წიგნში შეტანილ სარსარაკზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა. კანონდარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააფიქსირეს. სამართალდამრღვევებს ე.წ. პროჟექტორის გამოყენებით უკანონოდ მოპოვებული ჰყავდათ 1 კურდღელი და 16 სარსარაკი, რომელზე ნადირობაც აკრძალულია.

ვრცლად

 

სიღნაღში კურდღელზე ნადირობის შემთხვევა გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდამცველებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ნადირობის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

 

ძველ თბილისში „დაკიდული ბაღები“ გაშენდება

ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში 6 000 2 მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, იჯარის წესით, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს“ გადაეცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპანიას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონსტრუქციის გამოყენებით ე.წ. დაკიდული ბაღების მოწყობის ვალდებულება აქვს.

ვრცლად

 

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 9 დეკემბრის მდგომარეობით

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონკვეთზე, ლიპყინულის გამო, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვრცლად

 

ორმხრივი სროლის დროს ბრაკონიერი დაიჭრა

თბილისის ეროვნული პარკის საგურამოს უბანზე ორმხრივი სროლის შედეგად ბრაკონიერი დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამჟამად სტაბილურია. გარემოს დაცვის მინისტრის ინფორაციით, რეინჯერებმა უკანონო ნადირობის დროს 3 პირის შეჩერება სცადეს, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, მათ ცეცხლი გახსნეს, რასაც რეინჯერების მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოყვა. ორმა მიმალვა შეძლო ერთი კი დაიჭრა. ის უკვე დაკითხეს, თუმცა არ დაუკავებიათ.

ვრცლად

 

საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

ვრცლად

 

ლაგოდეხში მაჩვი მოკლეს და გაატყავეს

Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში მაჩვზე ნადირობის პირდაპირი ტრანსლაციის საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვიდეოში ასახული პირების იდენტიფიცირება მოახდინეს, რის შემდეგაც ადგილზე გავიდნენ. ლაგოდეხის რაიონში მისულებს მაჩვი მოკლული და გატყავებული დახვდათ.

ვრცლად

 

მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობაა შეზღუდული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ვრცლად

 

შავ ზღვაში იშვიათი ჯიშის თევზი ატლანტიკური ზუთხი დაიჭირეს [Video]

შავ ზღვაში იშვიათი ჯიშის თევზი, ატლანტიკური ზუთხი (Acipenser sturio) დაიჭირეს. შესაბამის ვიდეოს იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს. მისი თქმით, ატლანტიკური ზუთხი 25 წელია მსოფლიოში არავის დაუჭერია.

ვრცლად

 

გვერდი 10 / 49

ფირნიშები

სხვა ამბები

რუსეთში საცხოვრებელი სახლი 3D პრინტერით 24 საათში ააშენეს [Video - Photos]

სან-ფრანცისკოში მდებარე ამერიკულმა ფირმამ Apis Cor, რომელიც სამგანზომილებიანი პრინტერით ბეჭდვით კონსტრუქციების მშენებელი პირველი კომპანიაა, 38 მფართობის საცხოვრებელი სახლი რუსეთში სულ რაღაც 24 საათში ააშენა. დაწვრილებით  

ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.04.17
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-northwest9°C1.0m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.4m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast16°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast19°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30