20:22:47

ორმხრივი სროლის დროს ბრაკონიერი დაიჭრა

თბილისის ეროვნული პარკის საგურამოს უბანზე ორმხრივი სროლის შედეგად ბრაკონიერი დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამჟამად სტაბილურია. გარემოს დაცვის მინისტრის ინფორაციით, რეინჯერებმა უკანონო ნადირობის დროს 3 პირის შეჩერება სცადეს, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, მათ ცეცხლი გახსნეს, რასაც რეინჯერების მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოყვა. ორმა მიმალვა შეძლო ერთი კი დაიჭრა. ის უკვე დაკითხეს, თუმცა არ დაუკავებიათ.

ვრცლად

 

საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

ვრცლად

 

ლაგოდეხში მაჩვი მოკლეს და გაატყავეს

Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში მაჩვზე ნადირობის პირდაპირი ტრანსლაციის საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვიდეოში ასახული პირების იდენტიფიცირება მოახდინეს, რის შემდეგაც ადგილზე გავიდნენ. ლაგოდეხის რაიონში მისულებს მაჩვი მოკლული და გატყავებული დახვდათ.

ვრცლად

 

მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობაა შეზღუდული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ვრცლად

 

შავ ზღვაში იშვიათი ჯიშის თევზი ატლანტიკური ზუთხი დაიჭირეს [Video]

შავ ზღვაში იშვიათი ჯიშის თევზი, ატლანტიკური ზუთხი (Acipenser sturio) დაიჭირეს. შესაბამის ვიდეოს იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს. მისი თქმით, ატლანტიკური ზუთხი 25 წელია მსოფლიოში არავის დაუჭერია.

ვრცლად

 

ლაგოდეხში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს [Photos]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდამცველებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ვრცლად

 

გარემოსდამცველ ჟურნალისტთა ასოციაცია შეიქმნა

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“-ს და „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობა“-ს (WWF-Caucasus) ინიციატივით, გარემოსდამცველ ჟურნალისტთა ასოციაცია შეიქმნა. ასოციაციის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი დაესწრო.

ვრცლად

 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ვრცლად

 

ველური სამყაროს კვირის საუკეთესო ფოტოები - The Guardian [Photos]

გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 10 საუკეთესო ფოტოს.

ვრცლად

 

ლაგოდეხში ტყიდან გამოქცეული შვლის ნუკრი გადაარჩინეს [Photos]

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტყიდან გამოსული შველი ადგილობრივი მცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩნდა. მათ შველი შეიფარეს და სიკვდილს გადაარჩინეს.

ვრცლად

 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ვრცლად

 

აზერებაიჯანის დაცულ ტერიტორიებზე წელს 5 ლეოპარდი დაიბადა

2016 წელს აზერბაიჯანის ეროვნულ პარკებში ლეოპარდის ხუთი ბოკვერი დაიბადა. ქვეყნის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, ამ ფაქტმა გააჩინა იმედი, რომ ქვეყნის მასშტაბით ლეოპარდის პოპულაცია გაიზრდება.

ვრცლად

 

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა.

ვრცლად

 

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით კამპანია - „ნუ მოჭრი - მორთე“ იწყება

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალ კამპანიას - „ნუ მოჭრი - მორთე“ იწყებს, რაც ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.

ვრცლად

 

ფოტომახემ ლაგოდეხის ნაკრძალში კეთილშობილი ირმების ჯგუფი გადაიღო [Video]

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ კავკასიური კეთილშობილი ირმები გადაიღო. შესაბამისი ვიდეო ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა.

ვრცლად

 

კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 19 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდამცველებმა ყვარლის, ლაგოდეხისა, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რცხილას, ვერხვის, წიფლის, ნეკერჩხლისა და მუხის ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების 19 ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

 

გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები არ მოქმედებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის საგზაო სამმართველოში განუცხადეს, უღელტეხილზე არ თოვს და გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია. მოძრაობა შესაძლებელია ზაფხულის საბურავებითაც.

ვრცლად

 

25 ნოემბრიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა -1, +4 გრადუსი იქნება. ღამის საათებში ბარში ყინვებია მოსალოდნელი  -2, -7 გრადუსის ფარგლებში, ხოლო თბილისში -2, -4 გრადუსია პროგნოზირებული.

ვრცლად

 

გარემოსდამცველებმა კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოავლინეს [Photos]

გარემოსდამცველებმა თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში რცხილას, წიფლის, ნეკერჩხლის და მუხის უკანონო ჭრის და სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

 

21 – 22 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში თოვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება, 21 – 22 ნოემბერს კი თოვაა მოსალოდნელი.

ვრცლად

 

გვერდი 9 / 48

ფირნიშები

სხვა ამბები

ძალიან ვწუხვარ რომ ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის წილხვედრ საქართველოში ხდება - ილია მეორე

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა, - ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. დაწვრილებით  

152 შეკვრა კანაფის ფისის შეძენის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

უკრაინის მოქალაქე, 24 წლის პ.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებულისგან 152 შეკვრად დაფასოებული კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და 0,05314 გრამი ამფეტამინი ამოიღეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31