17:22:18

ფირნიშები
Share |

„ფორსაჟის“ მე-8 სერიამ მსოფლიო კინოგაქირავების რეკორდი მოხსნა [Photos]

პოპულარული ექშენ-ფრანშიზა „ფორსაჟის“ ახალმა, რიგით მე-8 ფილმმა მსოფლიო პრემიერიდან პირველივე კვირაში (ე.წ. Opening Weekend) 539 მილიონი დოლარი შემოსავლის მოგება შეძლო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

აღნიშნული ფინანსური მოგებით, რეჟისორ ფრენსის გარი გრეის მძაფრსიუჟეტიანმა ფილმმა, რომლის ბიუჯეტი 250 მილიონი დოლარია, „ვარსკვლავური ომების“ მე-7 ეპიზოდის მიერ გასულ წელს დამყარებული რეკორდი (529 მილიონი $) გააუმჯობესა.

მე-8 სერიაში, სათაურით - The Fate of the Furious, ძველ ნაცნობ გმირებს ახალი პერსონაჟები შეემატნენ, რომელთა როლებს სკოტ ისტვუდი და ორი ოსკაროსანი ქალი ვარსკვლავი, შარლიზ ტერონი და ჰელენ მირენი ასრულებენ.

კინოკომპანიამ Universal Pictures, უკვე დააანონსა, რომ „ფორსაჟის“ სერიულობა მე-9 და მე-10 ფილმებით გაგრძელდება, რომლებიც შესაბამისად, 2019 და 2021 წელს გამოვა. ამის გარდა ფრანშიზას ახალი, ე.წ. სპინ-ოფი ფილმიც შეემატება, რომლის სიუჟეტიც მხოლოდ ორი კონკრეტული პერსონაჟის ირგვლივ განვითარდება, რომელთა როლებს კინოსერიებში დუეინ ჯონსონი და ჯეისონ სტეტჰემი ასრულებენ.



სხვა ამბები

სიღნაღის სასამართლოში პროცესზე მისაყვანი პატიმარი აერიათ

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის პროცესი ჩაიშალა. აღმოჩნდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი ერთი და იმავე სახელით ირიცხებოდა, რის გამოც პროცესზე სხვა პირი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გაავრცელა.

დაწვრილებით  

დედოფლისწყაროში ფერმიდან დაკარგულ მწყემს ცოლ-ქმარს მეთვრამეტე დღეა ეძებენ

დედოფლისწყაროში მეთვრამეტე დღეა ფერმიდან დაკარგულ მწყემსებს უშედეგოდ ეძებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმის მეპატრონემ, ზურა მასურაშვილმა განუცხადა, ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, მისთვის უცნობმა პირებმა ძალდატანებით და მუქარით წაიყვანეს. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ფერმის თანამშრომლები მომხდარიდან მხოლოდ მეთხუთმეტე დღეს დაკითხეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 18.11.17
22:00-00:00
Fairfrom west-southwest5°C1.5m/s
0mm
კვირა 19.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east13°C0.2m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest12°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30