11:23:16

ფირნიშები
Share |

ჩინეთში ვიდეოთამაშ „კონტრაზე“ დაფუძნებულ ფილმს გადაიღებენ [Video]

ჩინური კინოკომპანიები, Beijing Starlit Movie და TV Culture, სათამაშოების იაპონური კომპანია „კონამის“ მიერ 1988 წელს გამოსულ კლასიკად ქცეულ ვიდეოთამაშ „კონტრას“ მიხედვით მხატვრულ ფილმს გადაიღებენ.

ფილმისთვის მომზადებული სცენარი და სიუჟეტი ორიგინალი ვიდეოთამაშის მსგავსია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მოქმედება ახალი ზელანდიის არქიპელაგის ნაცვლად, ჩინეთის სანაპიროზე ხდება: 1988 წელს ჩინელი სამხედროები სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილ მეტეორიტს იკვლევენ, თუმცა კატასტროფის დეტალები საიდუმლოდ რჩება. 30 წლის შემდეგ კი ჩინელი სამხედრო ორ სპეცრაზმელს, ბილ რაიზერსა და ლანს ბინს აგზავნის კატასტროფის ადგილას არსებულ ტერორისტული ორგანიზაციის გასანადგურებლად. საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ ამ ყველაფერში არამიწიერი ბოროტი ძალები არიან ჩარეული.

„ნინტენდოს“ კონსოლზე (NES) რამდენიმე ათეული წლის წინ შექმნილი 8-ბიტიანი ვიდეოთამაში მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. შემდგომ წლებში „კონტრას“ რამდენიმე სერიული გაგრძელება გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ „კონტრა“ და მისი ორი მთავარი ვიდეოგმირი თავის მხრივ არნოლდ შვარცენეგერისა და სილვესტერ სტალონეს შთაგონებით, კერძოდ კი მათი ცნობილი ფილმების: „მტაცებელის“, „კომანდოსისა“ და „რემბოს“ მიხედვით შეიქმნა.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.



მსგავსი სტატიები:

ვაშინგტონში მარიოს თემატური ბარი გაიხსნა [Video – Photos]

კომპანია „ნინტენდო“ ლეგენდარულ „დენდის“ კომპიუტერს თავიდან გამოუშვებს [Video]

Pokémon Go-ს მიხედვით შესაძლოა ჰოლივუდში ფილმი გადაიღონ [Video]

კომპანია „ნინტენდო“ მარიოს პარკის აშენებას გეგმავს

სხვა ამბები

სოფელ საქობოში 81 წლის ქალის დამწვარი ცხედარი იპოვეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში 81 წლის ქალის ნახევრადდამწვარი ცხედარი მის კუთვნილ ვენახთან ახლოს ნახეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოხუცი აწამეს, მასზე სავარაუდოდ იძალადეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. მათივე თქმით, ცხედართან ცივი იარაღიც იქნა ნაპოვნი.

დაწვრილებით  

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 16.01.18
16:00-18:00
Partly cloudyfrom northeast-2°C0.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-2°C0.3m/s
0mm
ოთხშაბათი 17.01.18 12:00-18:00
Partly cloudy-1°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast2°C1.1m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 23
24 25 26 27 28 29 30