23:32:20

ფირნიშები
Share |

ყვარელში დოლოჭოპის სამნავიან ბაზილიკას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა [Photos]

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ყვარელში, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს − დოლოჭოპის სამნავიან ბაზილიკას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. აღნიშნული ბაზილიკა ქართული ქრისტიანული არქეოლოგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ერთ-ერთი უძველესი ნატაძრალია.

ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია შეიძლება განესაზღვროს, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპსა თუ გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან.

2006 წელს აღმოჩენილი ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრების ძეგლის არქეოლოგიურ შესწავლას 2012 წლიდან დღემდე ეროვნული მუზეუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ახორციელებს. ძეგლზე არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით ტარდება. ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ბაზილიკის გარე ზომებმა 41 X 29 მ-ს მიაღწია, რაც გულისხმობს, რომ ის ბევრად აღემატება კავკასიასა და მეზობელ რეგიონებში დღემდე მიკვლეულ ყველა ქრისტიანულ ბაზილიკურ ტაძარს.

ტაძარი აგებულია კახეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ტრადიციული სამშენებლო მასალით.

ბაზილიკა ხუთი წყვილი ჯვრისებრი გეგმის სვეტით სამ ნავად არის გაყოფილი. გეგმის დონეზე იკითხება სხვადასხვა პერიოდის ჩაშენებები. ტაძრის ინტერიერში უსისტემოდ განთავსებულია ქვა-ყუთი სამარხები.



სხვა ამბები

გურჯაანში 24 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა გურჯაანში 24 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 წლის გ. ცანკაშვილი, რომელმაც გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, დანაშაულს აღიარებს.

დაწვრილებით  

გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო გურჯაანში „კამაზის“ მარკის ავტომობილი 4 წლის ბიჭს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა. ის „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაშვი გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
04:00-06:00
CloudyNNW20°C0.4m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom south-southeast19°C1.1m/s
3.5mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30