13:23:44

Share |

გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება

საქართველოს სახალხო არტისტს გივი ბერიკაშვილს ხვალ, 15:00 საათზე, საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. მსახიობის პანაშვიდი დღეს, 17:00 საათიდან გაიმართება მისამართზე - თამარაშვილის ქ. N19/ა, პირველი სადარბაზო, მეხუთე სართული. გარდაცვლილს ხვალ, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 12:00 საათზე სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება.

გივი ბერიკაშვილი 4 აპრილს, ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 12 მაისს, 84 წელი შეუსრულდებოდა.

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი. 1976 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.

2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი და გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი - გივი ბერიკაშვილი“. იგი თბილისის საპატიო მოქალაქე იყო.

გივი ბერიკაშვილი გადაღებულია 40-ზე მეტ ფილმში. მისი საუკეთესო როლებია ფილმებში: „ლონდრე“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ღვინის ქურდები“, „პეპელა“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“ და მრავალი სხვა.



ფირნიშები

სხვა ამბები

პატრიარქს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შემადგენლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. დაწვრილებით  

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის - ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დეკანოზ მიქაელ (მიხეილ) ფოფხაძის რეგისტრაცია შეაჩერა. ფოფხაძემ ტელეკომპანიის დირექტორად დასარეგისტრირებლად რეესტრს თავად მიმართა და თანამდებობაზე დასანიშნად პატრიარქის გადაწყვეტილება წარადგინა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 24.04.17
18:00-00:00
Fairfrom northwest13°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 25.04.17 12:00-18:00
Partly cloudyNNW10°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 26.04.17 12:00-18:00
Fairfrom east10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-southeast10°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30