13:23:27

Share |

ილტოს ხეობაში შუასაუკუნეების მონასტერი აღმოაჩინეს [Photos]

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს ხეობაში (ე.წ. საღორის ხევის სათავეში) შუასაუკუნეების მონასტერი აღმოაჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კახა მამულაშვილმა უთხრა, ეკლესია სავარაუდოდ მე-11 საუკუნეშია აშენებული. მისი დიდი ნაწილი დაზიანებულია.

მამულაშვილის თქმით, ეკლესია ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის.

„უცნობი მონასტერი ილტოს ხეობაში, ე.წ. საღორის ხევის სათავეში მდებარეობს. ადგილზე მისვლის შემდეგ ბაზილიკური ტიპის მონასტერი აღმოჩნდა. ისევე როგორც სხვა შემთხვევაში, აღნიშნული ძეგლის სტატუსის და აშენების ზუსტი თარიღის დასადგენად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მივმართავთ“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კახა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ბერიოდში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ტაძრებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეცალისტები ხვალ დაათვალიერებენ.



ფირნიშები

სხვა ამბები

სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ხალხს დაეჯახა, დაღუპულია სამი ადამიანი

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში, ფეხით სასიარულო ცნობილ ქუჩაზე „დრუტნინგატანი“, სატვირთო მანქანა ხალხს დაეჯახა. დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი, რამდენიმე მათგანი კი დაშავდა. დაწვრილებით  

ქართველი ოფიცერი დიდ ბრიტანეთში სამეფო სამხედრო აკადემიის საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებამ საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა კადეტმა სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის „ოცეულის მეთაურთა საბრძოლო კურსები“ წარმატებით დაასრულა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 24.04.17
18:00-00:00
Fairfrom northwest13°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 25.04.17 12:00-18:00
Partly cloudyNNW10°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 26.04.17 12:00-18:00
Fairfrom east10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-southeast10°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30