17:19:54

ფირნიშები
Share |

რეიფ ფაინსი რუდოლფ ნურეევზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

თეატრისა და კინოს ბრიტანელი ვარსკვლავი, ოსკარის ორგზის ნომინანტი მსახიობი და რეჟისორი რეიფ ფაინსი გამოჩენილ საბჭოელ მოცეკვავე რუდოლფ ნურეევზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს, რომელიც მისთვის რიგით მესამე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება.

ჯერ-ჯერობით უსათაურო ბიოგრაფიული დრამა ბალეტის უდიდესი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლებზე, ლინინგრადის ქორეოგრაფიის სკოლაში სწავლის პერიოდსა და მსოფლიო მასშტაბის ტალანტის დაბადების შესახებ იქნება, რის შემდეგაც 1961 წელსს პარიზში სკანდალური გასტროლის შემდეგ იგი საბჭოთა კავშირში ვეღარ დაბრუნდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოელი ემიგრანტი გახდა.

ფილმისთვის მთავარ როლებზე რეიფ ფაინსმა უცნობი მსახიობები შეარჩია - რუდოლფ ნურეევის როლს მოცეკვავე ოლეგ ივენკო შეასრულებს, მას პარტნიორობას უკრაინელი თანამედროვე ბალერონი სერგეი პოლუნინი გაუწევს. ფილმში ასევე მიიღებს მონაწილეობას ცნობილი რუსი მსახიობი ჩულპან ხამატოვა.

ფილმის სცენარის ავტორი ასევე ოსკარის ორგზის ნომინანტი (ფილმებით: The Hours, The Reader) ინგლისელი კინოდრამატურგი დევიდ ჰეირია, რომელმაც პირველწყაროდ ავტორ ჯული კავანას წიგნი „რუდოლფ ნურეევის ცხოვრება“ გამოიყენა.

ფილმის პრემიერის თარიღი უცნობია, გადაღებები კი ზაფხულში სანკტ-პეტერბურგში დაიწყება.


მსგავსი სტატიები:

ბრედ პიტი სკანდალურად ცნობილი გენერლის როლს შეასრულებს

გარი ოლდმანი უინსტონ ჩერჩილის როლს შეასრულებს

რუსეთში ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მეკარის შესახებ ფილმის გადაღებები დაიწყეს

ენდი უორჰოლის როლს ოსკაროსანი ჯარედ ლეტო შეასრულებს

ლეონარდო დიკაპრიო ელვის პრესლისა და ჯონი ქეშის პროდიუსერს განასახიერებს [Photos]

ბიოგრაფიულ ფილმში ფრედი მერკურის როლს რამი მალექი შეასრულებს

ასტრონავტ ნილ არმსტრონგის როლს რაიან გოსლინგი შეასრულებს

მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში ითამაშებენ

 

სხვა ამბები

სტივენ ჰოკინგი კოსმოსში იმოგზაურებს

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი, ბრიტანელი ასტროფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი მალე ოცნებას აიხდენს და კოსმოსში გაფრინდება, რისი შესაძლებლობაც მას აქამდე შეზღუდული შესაძლებლობების გამო არ ჰქონია. დაწვრილებით  

12 აპრილს თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 12 აპრილს, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას, ასევე ქალაქ თელავის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 18.11.17
22:00-00:00
Fairfrom west-southwest5°C1.5m/s
0mm
კვირა 19.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east13°C0.2m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest12°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30