05:15:10

Share |

83 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი კლინიკა „მედი ქლაბში“ რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს. ის რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი. 1976 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.

2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი და გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი - გივი ბერიკაშვილი“. იგი თბილისის საპატიო მოქალაქე იყო.

გივი ბერიკაშვილი გადაღებულია 40-ზე მეტ ფილმში. მისი საუკეთესო როლებია ფილმებში: „ლონდრე“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ღვინის ქურდები“, „პეპელა“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“ და მრავალი სხვა.


ფირნიშები

სხვა ამბები

წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ენდობა

საქართველოს საპატრიარქო 9 მარტს გამართული სინოდის სხდომის განჩინებას აქვეყნებს. როგორც განჩინებაშია აღნიშნული, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სინოდი გამოძიებას ენდობა. დაწვრილებით  

თელავის ყოფილი გამგებლის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ვასილ დავითაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თელავში მცხოვრები ზეზვა ბაქრაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
10:00-12:00
Partly cloudyfrom north-northeast13°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast14°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
FairNNW16°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east20°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Partly cloudy13°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30