17:23:12

ფირნიშები
Share |

სტივენ კინგის თქმით, ტრამპი მის ორ პერსონაჟს ჰგავს, რომლებიც კეთილები არ არიან

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის ორ პერსონაჟს ჰგავს, რომელთაგან არცერთიც კეთილი გმირი არაა.

მწერალმა დონალდ ტრამპი 1979 წლის რომან „მკვდარი ზონის“ (The Dead Zone) პერსონაჟ გრეგ სტილსონს შეადარა. იგი სიუჟეტის მიხედვით ამერიკელი სენატორია, რომელსაც პრეზიდენტობა სურს. მასთან შეხვედრისას ნაწარმოების მთავარი გმირი, ნათელმხილველი ჯონი სმითი წარმოიდგენს, როგორ ხდება გრეგ სტილსონი პრეზიდენტი და იწყებს ატომურ ომს რუსეთთან, რასაც დედამიწაზე ბირთვული ჰოლოკოსტი მოაქვს.

„სტილსონს დასცინოდნენ, როდესაც მას ნიუ ინგლენდში პატარა ქალაქის მერობა სურდა, მას დასცინოდნენ მაშინაც, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში მოხვედრა სურდა, თუმცა ყველაფერში გაიმარჯვა. გეცნობათ რამე?!“ - აღნიშნა საშინელებათა ჟანრისა და თრილერების გამოჩენილმა ავტორმა.

მეორე პერსონაჟი, რომელსაც სტივენ კინგმა ტრამპი შეადარა, 2009 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის „გუმბათის ქვეშ“ (Under the Dome) ანტიგმირი ჯიმ რენია, რომელიც სოციოპათი, თაღლითი და თვითმარქვია პერსონაჟია.

„ჯიმ რენი კრიზისის დროს ყველაზე ცუდი ვარიანტია ასარჩევად, თუმცა იგი ქვეშქვეშა პოპულისტია და ხალხისთვის საჭირო მიმწოდებელია. იმას კი აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ საუკეთესო შემთხვევაში არაკომპეტენტურია და უარეს შემთხვევაში - ძალიან ბოროტი,“ - დასძინა სტივენ კინგმა.

შეგახსენებთ, რომ სტივენ კინგის უამრავი ნაწარმოები ფილმებად და სერიალებადაა სხვადასხვა დროს გადაღებული. ზემოთხსენებული ორი რომანის გარდა, საუკეთესო ეკრანიზაციებად მიჩნეულია: „ნათება“ (The Shining), „კერი“ (Carrie), „ის“ (It), „მიზერი“ (Misery), „შინაური ცხოველების სასაფლაო“ (Pet Semetary), „გაქცევა შოუშენკიდან“ (Shawshank Redemption), „მწვანე მილი“ (The Green Mile), „ნისლი“ (The Mist) და სხვა.





სხვა ამბები

25 მარტს ლაგოდეხის და გურჯაანის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 25 მარტს, ლაგოდეხისა და გურჯაანის რაიონის სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

დაწვრილებით  

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთაისის ქუჩაზე მოძრავ კრიმინალური პოლიციის პიკაპს, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ასრულებდა, „ჰონდას“ მარკის მანქანა დაეჯახა.შეჯახების შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი დაშავდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
22:00-00:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.7m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30