03:41:02

ფირნიშები
Share |

სოფელ ხევისჭალაში ადრე ქრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს [Photos]

ახმეტის რაიონის სოფელ ხევისჭალიდან ხუთ კილომეტრში (საკობიანოს თემი) ბაზილიკური ტიპის ეკლესია აღმოაჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კახა მამულაშვილმა განუცხადა, ეკლესია სავარაუდოდ ადრე ქრისტიანულ პერიოდშია აშენებული. მისი დიდი ნაწილი დაზიანებულია და მხოლოდ კედელების ნაწილია შემორჩენილი.

მამულაშვილის თქმით, აღსანიშნავია, რომ ეკლესია ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის.

„უცნობი ეკლესიის შესახებ ინფორმაცია სოფელ ხევისჭალას მცხოვრებლებმა მოგვაწოდეს. ტაძარი სოფლიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ხევის ბოლოს მდებარეობს. ადგილზე მისვლის შემდეგ ბაზილიკური ტიპის ეკლესია აღმოჩნდა. შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები და მცირე ზომის კედლები. უცნობია ვისი სახელობისაა“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კახა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, ძეგლის სტატუსის და აშენების ზუსტი თარიღის დასადგენად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავენ.



სხვა ამბები

მაშველებმა გუდაურში ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა ფრანგ ტურისტს დახმარება აღმოუჩინა. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში სასრიალოდ ჩამოსული ფრანგი ტურისტი თვითნებურად გადავიდა სათხილამურო გზიდან აკრძალულ ზონაში, კობის მიმართულებით. მთიდან ზვავის უეცარმა მოწყვეტამ კი ტურისტი თოვლში ჩაითრია.

დაწვრილებით  

რუსეთიდან კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობის კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 19.08.17
08:00-12:00
FairNNW21°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast26°C2.1m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.7m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C1.9m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast26°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30