22:12:20

ფირნიშები
Share |

ელდარის ველზე ნაქალაქარ „ხორანთას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა [Photos]

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, ნაქალაქარ ხორანთას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ხორანთა დედოფლისწყაროს რაიონში, ელდარის ველზე, სამუხის ქედის დასავლეთ ძირში  მდებარეობს.

„ხორანთის, იგივე ქალაქ ჰერეთის დაარსებას ისტორიული წყაროები ჰეროსს მიაწერენ. იგი ჰერეთის სამეფოს დედაქალაქი იყო, რომელმაც თავისი არსებობა ლეონტი მროველის მიხედვით, VIII ს-ში არაბთა შემოსევების დროს, ხოლო ვახუშტი ბაგრატიონის ცნობის თანახმად 1265 წ. ბერქა ყაენის დამანგრეველი ლაშქრობის შედეგად შეწყვიტა.

ნაქალაქარი მიკვლეული იქნა 1965 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძ. ლ. ჭილაშვილი). ქალაქი 10 ჰექტარზეა განფენილი. რამდენიმე უბნის გაერთიანებაა, რომლებიც ერთმანეთისგან მცირე ხევებითაა გამოყოფილი“,- აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.



სხვა ამბები

სამხედრო სარეზერვო სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

ახალი სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩართვა იქნება ნებაყოფლობითი; 5 წლიან კონტრაქტზე ხელმოწერა შეეძლებათ 18-55 წლამდე ასაკის პირებს; ანაზღაურება კი განისაზღვრება წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვიურად და გამოძახებისას 100% (სერჟანტ-კაპრალის ხელფასი წელიწადში 3 470 ლარს შეადგენს). რეზერვისტების გამოძახება მოხდება ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების ან საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების გეგმის მიხედვით.

დაწვრილებით  

თბილისის საკრებულომ აკრძალულ ადგილებში მყოფი პირუტყვის გადაყვანისა და შენახვის ხარჯები დაადგინა

თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით, აკრძალულ ზონაში მყოფი შინაური ცხოველების სპეციალურ ადგილზე გადაყვანისას შემთხვევაში მათ მესაკუთრეებს, ადმინისტრაციული ჯარიმის გარდა, ხარჯების გადახდაც მოუწევთ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 29.05.17
03:00-06:00
Clear skyfrom west-northwest13°C1.9m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west14°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersfrom east19°C2.4m/s
0.6mm
18:00-00:00
Rain showersfrom east-northeast19°C2.1m/s
4.3mm
სამშაბათი 30.05.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast20°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C1.6m/s
0mm
ხუთშაბათი 01.06.17 10:00-16:00
Rain showersfrom west16°C1.5m/s
3.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30