20:59:34

ფირნიშები
Share |

დედოფლისწყაროში მდებარე ნაქალაქარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა [Photos]

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე ნაქალაქარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნაქალაქარის სამხრეთი ნაწილი ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. მის შესახებ ისტორიული ცნობები არ არსებობს და მისი სახელწოდებაც უცნობია.

ნაქალაქარი გაშლილია რამდენიმე ჰექტარზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. ყველა მხრიდან დაცულია კლდეებით. ქვედა მხარეს ნაქალაქარი ორ ტერასადაა გაშლილი. მთის ცენტრალურ ქიმზე ციტადელია, რომელიც ქალაქს ორი მხრიდან - ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უკავშირდებოდა. ციტადელს 1 მ სისქის გალავანი უვლიდა გარს. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, შუაში ჩართულია გარეთ განზიდული ოთხკუთხა პედესტალზე მდგარი გეგმით წრიული გოდოლი.

ციტადელში შემორჩენილია ორი ნაგებობა: ეკლესიის ნაშთები და მიწაში ჩადგმული სათავსო ნაგებობა.



სხვა ამბები

ვლადიმერ იმნაძემ „OttoBock“-ის წარმომადგენელს დიმიტრი დანიჩენკოს უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock“-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერს დიმიტრი დანიჩენკოს შეხვდა. შეხვედრას სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი დაესწრნენ.

დაწვრილებით  

დავით დვალი - მე ცენზორად „რუსთავი 2“-ზე არ დავბრუნდები

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დაუშვებს. ამის შესახებ დვალმა გადაცემა „რეალურ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.07.17
01:00-06:00
Clear skyfrom northwest24°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyNNW22°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east30°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast31°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast32°C0.9m/s
0mm
კვირა 30.07.17 12:00-18:00
Fairfrom northeast30°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 31.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast27°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30