17:05:40

ფირნიშები
Share |

თელავის თეატრში ნინო კასრაძის წარმოდგენა გაიმართება

2 აპრილს, თელავის სახელმწიფო თეატრში მსახიობ ნინო კასრაძის იმპროვიზებული წარმოდგენა „საუბრები ესმა ონიანზე“ გაიმართება. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ფერმწერი და პოეტი ესმა ონიანი 1938 წელს დაიბადა, დაამთავრა 23-ე ქალთა საშუალო სკოლა, შემდეგ სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. მუშაობდა წიგნის გრაფიკაზე, ტელევიზიაში - დამდგმელ მხატვრად. 1969-1999 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი. 1982 წელს ესმა ონიანმა მიიღო მხატვართა კავშირის მედალი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის „დავით კაკაბაძის პორტრეტი“. 1987 წელს იაპონიაში ჩატარებულ გამოფენაზე მისი ნამუშევარი დაჯილდოვდა მედლით.

1999 წლის 31 იანვარს ესმა ონიანი მოულოდნელად გარდაიცვალა.  გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ესმა ინიანის ლექსებისა და ესეების თითქმის სრული კრებული. 2000 წელს კი ესმა ონიანს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.



სხვა ამბები

საეროსგან განსხვავებით საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული - მეუფე პეტრე

შემიძლია ვივარაუდო, რომ საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული, - ამის შესახებ ჭყონდიდის მეტროპოლიტმა პეტრემ სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა რუის-ურბნისის მსგავსი კრების ჩატარება.

დაწვრილებით  

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე ჩვენებას, დღეს მისცემს. მატროსოვის ციხეში მას მთავარი საგამოძიებო უწყების და საქმის პროკურორი დაკითხავს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 19.09.17
21:00-00:00
Clear skyfrom south-southwest22°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 20.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.4m/s
0mm
ხუთშაბათი 21.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 10:00-16:00
Clear skyfrom east23°C1.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30