22:15:05

ფირნიშები
Share |

დედოფლისწყაროში წმ. ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიის დაზიანების საფრთხე არსებობს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლისწყაროში, ელიას მთაზე ქვათაცვენის პროცესი გააქტიურებულია, რაც საფრთხეს უქმნის მე-5 საუკუნის ნატაძრალზე რესტავრირებულ, წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიას, მონასტერსა და ტაძარში მისულ მომლოცველებს.

გეოლოგების მიერ ელიას მთაზე განხორციელებული კვლევის პირველადი დასკვნის მიხედვით, მთის ქანების შემადგენლობიდან გამომდინარე, მისი ჩამოშლისა და ტაძრის დაზიანების საშიშროება რეალურია.

„შემდეგი ეტაპი გეოლოგების მიერ ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაა, რათა დადგინდეს, დასაშვებია თუ არა, და რა მეთოდოლოგიითაა შესაძლებელი, კლდის გამაგრებითი სამუშაოების წარმოება. მომავალი სამოქმედო გეგმა სრულადაა დამოკიდებული გეოლოგების მიერ გაცემულ დასკვნაზე“, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ელიას მთა და წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესია დედოფლისწყაროს მოსახლეობის მთავარი სალოცავია. ამ ადგილას, მე-5 საუკუნეში, აგებული იყო ტაძარი, რომელიც, სავარაუდოდ, მკაცრი კლიმატური პირობების გამო დაინგრა. ეს მხარე ცნობილია კირქვის შემცველი, რბილი კლდოვანი ქანებით. აგრეთვე, მუდმივად ქარის ქარი, რომელიც აშრობს და ფიტავს ქანებს.

8 წლის წინ, ელიას მთის ნატაძრალზე, დედოფლისწყაროს მოსახლეობის ინიციატივითა და მონაწილეობით კვლავ აიგო ეკლესია. განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ამ ადგილას ყოველ 2 აგვისტოს მომლოცველები იკრიბებიან, აღნიშნავენ ელიაობის დღესასწაულს და აღევლინება წირვა.

გასული წლის ნოემბერში ეკლესიას კლდიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა, რის გამოც მომლოცველებისთვის დაიკეტა.


სხვა ამბები

1-ლი ივნისიდან სასწარაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაცია მოხდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის 1-ლი ივნისიდან სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაცია მოხდება - იგი სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად გარდაიქმნება. დაწვრილებით  

ესპანეთში ინტერნაციონალურ დღეზე საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა

ესპანეთში, ვალენსიის მხარეში ინტერნაციონალური დღე გაიმართა, სადაც საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა. სულხან იდოიძე და მაია თავბერიძე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვნიდან არიან. გამოფენაზე ისინი თუშური ტრადიციული კერძებით წარსდგნენ, მათმა შვილებმა ქართული ფოლკლორული ცეკვებიც შეასრულეს. 

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30