00:42:25

ფირნიშები
Share |

ლეგენდარული მუსიკოსი ჩაკ ბერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეერთებულ შტატებში 90 წლის ასაკში ლეგენდარული მუსიკოსი - ჩაკ ბერი გარდაიცვალა. როკ-ენ-როლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მისურიში, საკუთარ სახლში დაიღუპა. ჩაკ ბერის გარდაცვალებას მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებმა როკ-ენ-როლის ეპოქის დასასრული უწოდეს.

მუსიკოსმა კარიერა 50-იანების წლების დასაწყისში ერთ-ერთ კლუბში სიმღერით დაიწყო და მალევე მოიპოვა აღიარება. 1984 წელს ჩაკ ბერის მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის გრემით დააჯილდოვეს, ორი წლის შემდეგ კი ის გახდა პირველი მუსიკოსი, რომელსაც როკ-ენ-როლის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. გარდაცვალებამდე მომღერალი და გიტარისტი ახალ ალბომზე მუშაობდა. კრებული სახელწოდებით ჩაკი გაყიდვაში ოქტომბერში 91 წლის იუბილესთვის უნდა გამოსულიყო.



სხვა ამბები

სოფელ ხაშმში მცხოვრები ომის ვეტერანი ალექსანდრე ყვარელაშვილი 100 წლის გახდა

საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ალექსანდრე ყვარელაშვილი 100 წლის გახდა. ომის ვეტერანს იუბილე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირქტორმა ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

დაწვრილებით  

მაშველებმა გუდაურში ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა ფრანგ ტურისტს დახმარება აღმოუჩინა. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში სასრიალოდ ჩამოსული ფრანგი ტურისტი თვითნებურად გადავიდა სათხილამურო გზიდან აკრძალულ ზონაში, კობის მიმართულებით. მთიდან ზვავის უეცარმა მოწყვეტამ კი ტურისტი თოვლში ჩაითრია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 14.12.17
05:00-06:00
Fairfrom east-northeast1°C0.3m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom north-northeast0°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom southeast4°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom southwest2°C0.7m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast4°C1.3m/s
0mm
შაბათი 16.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.9m/s
0mm
კვირა 17.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31