08:44:08

Share |

ფუძნარის მე-13 საუკუნის ეკლესია აღადგინეს [Photo]

დუშეთის რაიონის სოფელ ფუძნარში მდებარე მე-13 საუკუნეში აშენებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. ფუძნარის ეკლესიის გუმბათი წლების განმავლობაში ჩამოშლილი იყო, ეკლესია მარცხნივ გადაიხარა და ბზარები მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლიდან დაიწყო და რამოდენიმე ეტაპად განახორციელა. 

შესრულებული სამუშაოების შედეგად გამაგრდა საძირკველი და ბურჯები; მოეწყო დრენაჟი; აღდგა გუმბათქვეშა მკლავების კამარები და   დაზიანებული საფასადე წყობა; კედლები გაიწმინდა გამოფიტული ნალესობისაგან და მოხდა არსებული ბზარების სპეციალური ხსნარით ინექტირება; შენობა გადაიხურა თუნუქის სახურავით.

სააგენტოს ინფორმაციით, ფუძნარის კომპლექსზე მუშაობა მომავალშიცაა დაგეგმილი.

ფუძნარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი და მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ნაგებობაა. ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.





ფირნიშები

სხვა ამბები

პარლამენტმა ხეების ჭრის გამარტივებაზე დავით სონღულაშვილის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 84 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებული ხეების ჭრის პროცედურა მარტივდება.

დაწვრილებით  

ომბუდსმენი: შესაძლოა, მივიღოთ მედიამრავალფეროვნების დაკარგვა, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

„რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენი ოფიციალურ განცხადებაში იმ კანონდარღვევებსა და გადაცდომებზე მიუთითებს, რომელსაც მისი შეფასებით, დავის განხილვის დროს გამოვლინდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
16:00-19:00
Rainfrom east14°C2.0m/s
1.8mm
19:00-01:00
Rain showersNNW9°C3.6m/s
1.7mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31