00:15:04

ფირნიშები
Share |

ჰოლივუდი კინოფილმ „მატრიცას“ ხელახლა გადაიღებს

გამოცემა „ჰოლივუდ რეპორტერის“ ინფორმაციით, წამყვანი ჰოლივუდური კინოსტუდია „უორნერ ბრაზერსი“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმად მიჩნეულ „მატრიცას“ ახლიდან გადაიღებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია სცენარისტისა და რეჟისორის ვინაობა. ასევე უცნობია, იქნებიან თუ არა რიმეიქში კვლავ ჩართული ორიგინალი ფილმის შემქნელები - ლანა და ლილი ვაჩოვსკები და პროდიუსერი ჯოელ სილვერი, თუმცა როგორც ჰოლივუდური ინსაიდერები იუწყებიან, „მატრიცის“ ახალ ვერსიას ახალგაზრდა სცენარისტი ზაკ პენი დაწერს, რომელიც ძირითადად კინოკომიქსებითაა ცნობილი. ასევე ჭორის დონეზე სახელდება ახალბედა მსახიობი მაიკლ ბ. ჯორდანი (Chronicle, The Fruitvale Station, Creed, Fantastic Four), როგორც ფილმში ერთ-ერთ მთავარი როლის შემსრულებელი.

შეგახსენებთ, რომ კიბერპანკის სტილში გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი მატრიცა კინოეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა და რევოლუციური ვიზუალური ეფექტებისა და ორიგინალური სამეცნიერო კონცეფციის წყალობით უმალ მოიპოვა საკულტო ფილმის სტატუსი. იმავე წლის ოსკარებზე ფილმმა 4 ჯილდო აიღო, 2003 წელს კი ორ ნაწილად გადაღებული მეორე და მესამე სერია გამოვიდა, რომლებმაც კინოგაქირავებაში მაღალი შემოსავლების მოგება შეძლეს.



სხვა ამბები

დავით დვალი - მე ცენზორად „რუსთავი 2“-ზე არ დავბრუნდები

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დაუშვებს. ამის შესახებ დვალმა გადაცემა „რეალურ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა. დაწვრილებით  

საეროსგან განსხვავებით საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული - მეუფე პეტრე

შემიძლია ვივარაუდო, რომ საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული, - ამის შესახებ ჭყონდიდის მეტროპოლიტმა პეტრემ სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა რუის-ურბნისის მსგავსი კრების ჩატარება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
04:00-06:00
Clear skyNNW17°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest17°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31