17:06:00

Share |

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე გაეროს ღონისძიებას დაესწრნენ

ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი და ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ადამიანის უფლებათა დამცველის, სერჟიო ვიეირა დე მელოს სახელობის ყოველწლიურ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში ბრაზილიელი დიპლომატის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ანჯელინა ჯოლი სიტყვით გამოვიდა, „იუნესკოს“ მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ კი მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა.

ელისო ბოლქვაძე ერთადერთი ქართველი არტისტი გახლავთ, რომელიც ფლობს „იუნესკოს“ მშვიდობის არტისტის საპატიო ტიტულს. მას ეს წოდება 2015 წლის 22 იანვარს, პარიზში „იუნესკოს“ გენერალური დირექტორის, ირინა ბოკოვას მიერ გადაეცა, საქველმოქმედო საქმიანობისათვის - ფონდ „ლირას“ დაარსებისათვის, რომელიც 2013 წელს ქართველი ახალგაზრდა პიანისტების დახმარების მიზნით დაარსდა.



ფირნიშები

სხვა ამბები

24 წლის ახალგაზრდას ქართველმა ექიმმა ღორის გულის სარქველი გადაუნერგა [Video]

რუსეთში, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში, 24 წლის ახალგაზრდას ღორის ბიოლოგიური მასალისგან შექმნილი გულის სარქველი გადაუნერგეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპერაცია რუსეთში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა კარდიოქირურგმა, ლეო ბოკერიამ ჩაატარა.

დაწვრილებით  

ილია II - სახელმწიფოს და ეკლესიის ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს, ხალხს უნდა მივცეთ პასუხი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „უცნაურ სიტუაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი რამ საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს. პრეზიდენტთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაზე ილია მეორემ აღნიშნა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე ხელისუფლებისა და ეკლესიის ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 29.03.17
21:00-00:00
Clear skyfrom west-southwest4°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast14°C1.8m/s
0mm
შაბათი 01.04.17 10:00-16:00
Cloudyfrom east1°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31