17:05:47

Share |

„კურსკის“ ტრაგედიაზე შექმნილი ფილმიდან ვლადიმირ პუტინის სცენები ამოჭრეს

მხატვრულ ფილმ „კურსკიდან“, რომელიც 2000 წელს მომხდარი გახმაურებული ტრაგედიის შესახებაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კინოპერსონაჟის სცენები ამოიღეს.

პუტინის პერსონაჟს ფილმში, რომელსაც ცნობილი ფრანგი რეჟისორისა და სცენარისტის, ლუკ ბესონის კინოსტუდია EuropeCorp იღებს, სულ მცირე ხუთი სცენა უნდა ჰქონოდა, თუმცა ისინი ამოჭრეს მიუხედავად იმისა, რომ რობერტ მურის წიგნში სათაურით „სიკვდილის დრო“ (A Time to Die), რომლის მიხედვიდაც ფილმის სცენარი რობერტ როდატმა („რიგითი რაიანის გადასარჩენად“, „პატრიოტი“) დაწერა, ვლადიმირ პუტინს დიდი როლი უკავია. ამის მიზეზი ფილმის პროდიუსერმა ლუკ ბესონმა ფილმის არაპოლიტიკური კონტექსტით ახსნა, რადგან მისი სურვილია, რომ „კურსკში“ უფრო მეტად კატასტროფა და სამაშველო სამუშაოები იყოს ნაჩვენები, ვიდრე პოლიტიკური აქცენტები იყოს გაკეთებული.

2018 წელს გამოსასვლელ ფილმში, რომლის დამდგმელია აღიარებული თანამედროვე დანიელი რეჟისორი თომას ვინტერბერგი. მთავარ როლებს ინგლისელი ოსკაროსანი ვარსკვლავი კოლინ ფერთი, ახალგაზრდა ბელგიელი მსახიობი მათიას სხუნარტსი და ფრანგი კინოვარსკვლავი ლეა სეიდუ შეასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსული ატომური წყალქვეშა ნავი სახელად K-141 «Курск», 2000 წლის 18 აგვისტოს ბარენცის ზღვაში ჩაიძირა და ბორტზე მყოფი ეკიპაჟიდან, რომელიც 118 ადამიანისგან შედგებოდა, ყველა დაიღუპა. იმ დროისთვის ვლადიმირ პუტინი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე სულ რაღაც სამი თვის დანიშნული იყო. უამრავ ადამიანს დღემდე მიაჩნია, რომ კატასტროფაში გარკვეული როლი რუსეთის მთავრობის გულგრილობამ ითამაშა.





ფირნიშები

სხვა ამბები

პროკურატურა - რუსთაველზე მომხდარი ავარიისთვის ბრალდებულს ნარკოტიკების მოხმარება დაუდგინდა

პროკურატურამ 24 იანვარს რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ხაზგასმულია, რომ ბრალდებულის ნარკოტიკული შემოწმების შედეგად „ტეტრაჰიდროკანაბინოლის” (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

დაწვრილებით  

CNN კახეთს მსოფლიოში ღვინის 11 საუკეთესო მიმართულებებს შორის ასახელებს

 „ღვინის 11 დიდებული რეგიონი, რომელთა შესახებაც შესაძლოა, არასდროს გსმენიათ“ – ამ სახელწოდებით  სტატიას CNN აქვეყნებს. პოპულარული გამოცემა ღვინის 11 დიდებულ რეგიონს შორის საქართველოსაც ასახელებს და წერს, რომ საქართველო ქვეყანაა და არა ამერიკის შტატი, რომელიც მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 29.03.17
21:00-00:00
Clear skyfrom west-southwest4°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast14°C1.8m/s
0mm
შაბათი 01.04.17 10:00-16:00
Cloudyfrom east1°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31