00:38:19

ფირნიშები
Share |

ნინო ანანიაშვილი ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

ნინო ანანიაშვილს ჯილდო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საბალეტო გალა-კონცერტის დასრულების შემდეგ გადასცა. კონცერტი ნონო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 35 წლისთავს მიეძღვნა.

2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელია, პარალელურად იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელსაც ხელმძღვანელობს.

ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში ერთადერთი ბალერინაა, რომელიც ოთხ უმაღლეს საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს ფლობს: ვარნის (ბულგარეთი) X საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალს (1980), მოსკოვის IV საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის (1981), მოსკოვის V საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალს (1985), ჯექსონის (აშშ) III საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის (1986).

ნინო ანანიაშვილი საქართველოსა (1989) და რუსეთის სახალხო არტისტი (1995),ზურაბ ანჯაფარიძისა და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1993), საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერია (2010). დაჯილდოებულია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოთი – „სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“ (2001). ის პირველი ბალერინაა, ვისაც ხელოვნების დარგში მიღწევებისათვის რუსეთის ეროვნული პრიზი „ტრიუმფი” გადაეცა (1992). ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება მიანიჭა (1997), გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის - პრინცესა მარია დე ბურბონის მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი” (1999). დასახელებულია ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელად (2002). ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის საქართველოში არჩეულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად (2007). იტალიის პრეზიდენტმა პრიმა–ბალერინა დააჯილდოვა იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით (2011).



სხვა ამბები

ავღანელ ბავშვებს ქართველმა სამხედროებმა ზუგდიდიდან გაგზავნილი სასკოლო ნივთები გადასცეს

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ერთობლივი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს. დაწვრილებით  

რუსეთში სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი მეცხრე პირი დააკავეს

რუსეთის უშიშროების სამსახურმა კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც 3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის მეტროში მოწყობილ აფეთქებასთანაა კავშირში. უშიშროების უწყების თანახმად, ეჭვმიტანილი ოდინცოვოს რაიონში დაკავებული, 27 წლის აბრორ აზიმოვია, რომელმაც სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტი გაწვრთნა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 14.12.17
05:00-06:00
Fairfrom east-northeast1°C0.3m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom north-northeast0°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom southeast4°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom southwest2°C0.7m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast4°C1.3m/s
0mm
შაბათი 16.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.9m/s
0mm
კვირა 17.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31