08:44:30

Share |

ჯონ გუდმენს ჰოლივუდის ბულვარში ვარსკვლავი გაუხსნეს [Photos]

ოქროს გლობუსის მფლობელ ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ჯონ გუდმენს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. საზეიმო ცერემონიალზე მსახიობთან ერთად მისი მეგობარი და პარტნიორი ფილმში „დიდი ლებოვსკი“ - ჯეფ ბრიჯესიც იმყოფებოდა, რომელმაც საკულტო კინოპერსონაჟის კოსტიუმში გამოწყობილმა ისაუბრა ჯონ გუდმენზე.

ჯონ გუდმენის ყველაზე დასამახსოვრებელი კინოროლი პერსონაჟი უოლტერ სობჩაკია 1998 წლის ფილმიდან „დიდი ლებოვსკი“, ამიტომაც ჯეფ ბრიჯესმა ძველი მეგობრისა და საეკრანო პარტნიორის საქებრად სიტყვები არ დაიშურა და პერსონაჟ ლებოვსკის მანერით ისაუბრა 64 წლის მსახიობზე.

„ის კარგი მსახიობია, ის კარგი ადამიანია, ეს ჯონ გუდმენია, ის ერთ-ერთი ჩვენგანია, უყვარს ბუნება და სამსახიობო თამაში. მომავალი შოუმენი, ის სხვადასხვა დროს ჩნდებოდა სცენებზე ლოს ანჯელესიდან ნიუ იორკამდე, ბროდვეიზეც სხვათა შორის და მონაწილეობდა უცნაურ ფილმებში. ის ცხოვრობდა ისე, როგორც მანამდე ბევრი ადამიანის უმრავლესობა. ის თავის დროის ადამიანია, ის ჩვენი დროის ადამიანია, ის ლეგენდა გახდა.” - აღნიშნა ჯეფ ბრიჯესმა.

ჯონ გუდმენი ოქროს გლობუსზე 5-ჯერ იყო წარდგენილი და ჯილდო ერთხელ მოიპოვა ტელესერიალით - Roseanne. მსახიობი ძირითადად მეორეხარისხოვანი როლებითაა ცნობილი, აღიარება კი მოუტანა ძმები კოენების ფილმებში შესრულებულმა კინოროლებმა: Barton Fink და The Big Lebowski.



ფირნიშები

სხვა ამბები

გიორგი მამალაძის დაკითხვა სასამართლო პროცესამდე დასრულებულია - ადვოკატი

ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა დასრულდა. პროკურორების შეკითხვებს გიორგი მამალაძე, დაახლოებით, 10 საათის განმავლობაში პასუხობდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, მამა გიორგიმ ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.

დაწვრილებით  

ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს. ესპანეთის პოლიცია დაკავებულებს „მაფიის“ წევრებად მოიხსენიებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბინებს ძარცვავდნენ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
16:00-19:00
Rainfrom east14°C2.0m/s
1.8mm
19:00-01:00
Rain showersNNW9°C3.6m/s
1.7mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31