06:03:14

ფირნიშები
Share |

ალაბამას კინოთეატრი სტუდია „დისნეის“ ახალ ფილმს გეი პერსონაჟის გამო არ აჩვენებს

ალაბამას შტატის ქალაქ ჰენაგარის კინოთეატრი არ აპირებს აჩვენოს სტუდია „დისნეის“ ახალი ფილმი „მზეთუნახავი და ურჩხული“ მასში არსებული გეი პერსონაჟის გამო. კინოთეატრის მესვეურთა განცხადებით, როდესაც კინოსტუდიები გამუდმებით აიძულებენ მაყურებელს თავიანთი შეხედულებების ხილვას, კინოთეატრებიც საკუთარ პოზიციაზე უნდა იდგნენ.

„თუკი ჩვენ 11 წლის გოგონას ანდა 8 წლის შვილიშვილს ვერ წავიყვანთ ფილმის სანახავად, მისი ყურების არავითარი სურვილი არ გვაქვს. თუ ფილმს ღმერთთან ერთად არ ვუყურებთ, არანაირი სურვილი არ გვაქვს მისი ჩვენების. ვიცი ბევრი არ დაეთანხმება ჩვენს მოსაზრებას, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ქრისტიანები ვართ და ბიბლიურ მოძღვრებას წინ ვერ აღვუდგებით. ჩვენ გავაგრძელებთ საოჯახო კინოსურათების ჩვენებას, ასე რომ ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და ნახოს ფილმები, რომლებშიც არაა სექსი, სიშიშვლე, ჰომოსექსუალიზმი და უხამსი ლექსიკა“, - ნათქვამია კინოთეატრის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტუდია „დისნეის“ ახალი ფანტასტიკური ფილმის, „მზეთუნახავი და ურჩხულის“ რეჟისორმა ბილ კონდონმა წინა კვირას განაცხადა, რომ კინოზღაპარში მაყურებელი გეი პერსონაჟს იხილავს, რაც სტუდია „დისნეის“ მრავალწლიან ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება.

პირველად სტუდია „დისნეის“ ისტორიაში მაყურებელი ახალ ფილმში გეი პერსონაჟს იხილავს [Photos]

გახმაურებული ამბის შესახებ, ფილმის პერსონაჟის როლის შემსრულებელმა ჯოშ გადმა განაცხადა, რომ სცენარსა და სიუჟეტში პირდაპირი მინიშნება არაა, რომ მისი კინოგმირი გეია, თუმცა მისი ხალისიანი პერსონაჟი სახელად ლეფუ, ანიმაციის გმირისგან განსხვავებით, უფრო მასშტაბური, ადამიანური და მგრძნობიარეა.

„პერსონაჟის პირადი მომენტი მაყურებლისთვის გარკვეულწილად სიურპიზი იქნება და ვფიქრობ, მეტი - არც არაფერი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემი კინოგმირის ისტორიას ასეთი ნაწილი აქვს“, - აღნიშნა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ „მზეთუნახავი და ურჩხულის“ ახალი კინოვერსია სტუდია „დისნეის“ ბოლო პერიოდის ერთგვარი ტენდენციის - საკუთარი კლასიკური ანიმაციური ფილმების კინოდ გადაღების პროცესის ნაწილია. მისი პრემიერა 23 თებერვალს ლონდონში შედგა, მსოფლიო გაქირავებაში კი ფილმი 17 მარტიდან ჩაეშვება.



 

სხვა ამბები

სომალიში შიმშილით ორ დღეში 110 ადამიანი დაიღუპა

სომალის სამხრეთ რეგიონში, ბოლო ორ დღეში შიმშილისგან დაახლოებით 110 ადამიანი დაიღუპა. შიმშილობა გვალვით არის გამოწვეული. სუფთა სასმელი წყლის არარსებობა ქოლერას გავრცელების რისკს ზრდის. დაწვრილებით  

ქუთაისში 18 წლის გოგოს გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

18 წლის გოგოს გარდაცვალებაში ოჯახი ქუთაისის კლინიკა „უნიქალმედის“ექიმებს ადანაშაულებს. მშობლების თქმით, გოგონა სახლში უგონო მდგომარეობაში ნახეს, სასწრაფო დახმარებამ ის ჯერ ჭიათურაში, მოგვიანებით კი რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანა. მათივე განცხადებით, ექიმები ამტკიცებდნენ, რომ გოგონას თვითმკვლელობის მიზნით წამლები ჰქონდა მიღებული, რასაც ოჯახის წევრები არ ადასტურებენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 24.05.17
10:00-12:00
Heavy rainfrom north-northeast12°C2.0m/s
5.2mm
12:00-18:00
Rain showersfrom north12°C1.6m/s
2.7mm
18:00-00:00
FairNNW14°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Fairfrom east18°C1.4m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east19°C1.5m/s
0mm
შაბათი 27.05.17 10:00-16:00
Rainfrom northeast18°C1.2m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31