06:49:19

ფირნიშები
Share |

ბერიკაობა პატარა ჩაილურში [Photos]

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში „ბერიკაობის“ დღესასწაული 26 თებერვალს აღინიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით კოსტუმირებული წარმოდგენა „ბერიკაობა“, კონცერტი, ჭიდაობა და დოღი გაიმართა. ღონისძიებების ფოტოებს სოციალურ ქსელში გიორგი გორელიშვილი ავრცელებს.

ბერიკაობა–უძველესი წარმართული ტრადიციაა, რომელიც მძიმე მარხვის დაწყების წინ, ყველიერის ორშაბათს იწყება და მთელი კვირა გრძელდება, ეს ტრადიცია სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს და განაყოფიერების კულტის სადიდებელი რიტუალია, „ბერ“-ნიშნავს შვილს, სახელწოდებაც შვილიერებას უკავშირდება და აქედან მომდინარეობს, ბერიკები კარდაკარ შემოივლიან სოფელს, მოსახლეობას ფულს და ძღვენს ართმევენ, ვინც არ ეხმარებათ, სჯიან, ცეკვავენ და მღერიან სპეციალურად ამ დღისათვის დაწერილ სიმღერას, შემდეგ უკვე საღამოს ლხინის სუფრას მართავენ.

ფოტო: გიორგი გორელიშვილი



სხვა ამბები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. წითელ პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად შეღებავენ და პასქებს დააცხობენ. დაწვრილებით  

ქიბარ ხალვაში - სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი

სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის შესაძლო გაყიდვის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 21.10.17
11:00-12:00
Clear skyfrom east-southeast13°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east14°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom south13°C1.0m/s
0mm
კვირა 22.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom south-southwest16°C0.0m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest10°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31