19:02:07

ფირნიშები
Share |

პირველად სტუდია „დისნეის“ ისტორიაში მაყურებელი ახალ ფილმში გეი პერსონაჟს იხილავს [Photos]

სტუდია „დისნეის“ ახალი ფილმის, კლასიკური მულტფილმის „მზეთუნახავი და ურჩხულის“ კინორიმეიქის რეჟისორმა ბილ კონდონმა ჟურნალ Attitude Magazine-ს განუცხადა, რომ „დისნეის“ ისტორიაში პირველად მაყურებელი ფილმში გეი პერსონაჟს იხილავს.

თავად ოსკაროსანმა გეი რეჟისორმა განმარტა, რომ ხალისიანი პერსონაჟი ლეფუ, რომელსაც ფილმში კომიკოსი ჯოშ გადი ასრულებს, კინოზღაპრის სიუჟეტში პირად გრძნობებს გამოხატავს და მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია გამჟღავნდება.

„ლეფუ ის ყმაწვილია, რომელსაც დღეს სურს იყოს გასტონი (მთავარი უარყოფითი გმირი), მეორე დღეს კი სურს აკოცოს მას. ლეფუ ის ადამიანია, რომელსაც საკუთარი ფიქრები აწუხებს და ის-ისაა აცნობიერებს პირად გრძნობას. ფილმის ფინალში ეს ყველაფერი გამჟღავნდება, რაც პირველი გეი-მომენტი იქნება „დისნეის“ ისტორიაში“ - განაცხადა ბილ კონდონმა.

აღსანიშნავია, რომ სტუდია „დისნეი“, რომლის პროდუქციაც როგორც წესი საოჯახო ფილმებისა და მულტფილმებისგან შედგება, აქამდე არსებულ ყველა ნამუშევარში კონსერვატიულ და ტრადიციულ სასიყვარულო თემებს წარმოადგენდა, პერსონაჟების სექსუალური ორიენტაცია კი ყოველთვის ტაბუდადებული ჰქონდა, თუმცა ერთ-ერთ უკანასკნელ მულტფილმში - Frozen, სადაც გოგონა პერსონაჟი სახელად ელზა ფილმის ბოლოს მარტო რჩება, უამრავმა ლგბტ ორგანიზაციამ და მათმა უფლებების დამცველმა სტუდიას შესთავაზა, რომ მეორე სერიაში ელზას ლესბოსელი შეყვარებული ჰყოლოდა. საამისოდ ჰოლივუდში კამპანიაც კი წამოიწყეს - #GiveElsaAGirlfriend.

შეგახსენებთ, რომ „მზეთუნახავი და ურჩხულის“ ახალი კინოვერსია სტუდია „დისნეის“ ბოლო პერიოდის ერთგვარი ტენდენციის - საკუთარი კლასიკური ანიმაციური ფილმების კინოდ გადაღების პროცესის ნაწილია. მისი პრემიერა 23 თებერვალს ლონდონში შედგა, მსოფლიო გაქირავებაში კი ფილმი 17 მარტიდან ჩაეშვება.



სხვა ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. დაწვრილებით  

პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო

10 აპრილიდან პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დიწყო. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ. აქცია 29 აპრილამდე გაგრძელდება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
23:00-00:00
Fairfrom south-southwest0°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom northeast5°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southeast2°C1.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31