23:56:13

ფირნიშები
Share |

ოსკარზე გამარჯვებული წლის საუკეთესო ფილმი შეცდომით გამოაცხადეს [Photos]

ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში ამერიკის კინოაკადემიის რიგით 89-ე დაჯილდოება გაიმართა, რომლის კულმინაციაც, 2016 წლის საუკეთესო ფილმის დასახელება, სკანდალით დასრულდა - გამარჯვებულ ფილმად ჯერ მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ გამოაცხადეს, სცენაზე გამოსული ფილმის შემქმნელები კი მალევე უკან გაიწვიეს და წლის საუკეთესო კინოსურათად „მთვარის შუქი“ (Moonlight) დაასახელეს.

აღნიშნული უხერხული სიტუაცია, რომელიც წლის საუკეთესო ფილმის დასახელებას მოჰყვა, როგორც გაირკვა, უკანასკნელი ნომინაციის გამომცხადებლების მიერ სცენაზე კონვერტების შეცდომით გატანამ გამოიწვია - ფეი დანაუეისა და უორენ ბიტის ხელში არსებული კონვერტი, რომელშიც წლის საუკეთესო ფილმის სათაური უნდა ყოფილიყო, კულისებში აერიათ და შეცდომით მისცეს.

საბოლოოდ ცერემონიალზე, რომელმაც დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გამოთქმული სარკასტული გამონათქვამების თანხლებით ჩაიარა, ყველაზე მეტი - 6 ოსკარი გახმაურებულმა მიუზიკლმა „ლა ლა ლენდმა“ მოიპოვა, წლის საუკეთესო ფილმის წოდებასთან ერთად კი „მთვარის შუქმა“ კიდევ ორი ჯილდოს მოგება შეძლო.

2016 წლის სრულმეტრაჟიანი ფილმების ნომინაციებში გამარჯვებულთა სია კი ასეთია:

საუკეთესო ფილმი - Moonlight

საუკეთესო რეჟისორი - დამიენ შაზელი (La La Land)

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი - კეისი აფლექი (Manchester by the Sea)

საუკეთესო ქალი მსახიობი - ემა სტოუნი (La La Land)

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში - მაჰერშალა ალი (Moonlight)

საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში - ვაიოლა დევისი (Fences)

საუკეთესო ორიგინალი სცენარი - კენეტ ლონერგანი (Manchester by the Sea)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ბარი ჯენკინსი და ტარელ ელვინ მაკკრეინი (Moonlight)

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის - ჯასტინ ჰურვიცი (La La Land)

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის - ჯასტინ ჰურვიცი, ბენჯ პასეკი და ჯასტინ პოლი - "City of Stars" (La La Land)

საუკეთესო მთავარი ოპერატორი - ლინუს სანდგრენი (La La Land)

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი - კოლინ ეტვუდი (Fantastic Beasts and Where to Find Them)

საუკეთესო მხატვრული გაფორმება - La La Land

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა - Suicide Squad

საუკეთესო მონტაჟი - Hacksaw Ridge

საუკეთესო ხმის მონტაჟი - Arrival

საუკეთესო ხმის ეფექტები - Hacksaw Ridge

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - The Jungle Book

საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Zootopia

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - O.J.: Made in America

საუკეთესო უცხოური ფილმი - The Salesman (ირანი, რეჟ. ასღარ ფარჰადი)


მსგავსი სტატიები:

კრიტიკოსთა დაჯილდოების გამარჯვებული ფილმი La La Land გახდა [Video - Photos]

ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოება გერმანული ფილმის ტრიუმფით დასრულდა [Video]

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ტრიუმფატორი მიუზიკლი La La Land გახდა [Photos]

2017 წლის მსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელები ცნობილია [Photos]

ცნობილია „ბრიტანული ოსკარის“ გამარჯვებულთა ვინაობა [Photos]

ცნობილია 2017 წლის სეზარის ჯილდოს გამარჯვებულთა ვინაობა

სხვა ამბები

საეროსგან განსხვავებით საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული - მეუფე პეტრე

შემიძლია ვივარაუდო, რომ საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული, - ამის შესახებ ჭყონდიდის მეტროპოლიტმა პეტრემ სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა რუის-ურბნისის მსგავსი კრების ჩატარება.

დაწვრილებით  

2016 წელს კახეთში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა

2016 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,9 %-ით შემცირდა და 25 101 შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 9 539 განქორწინება დაფიქსირდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 %-ით მეტია. გასულ წელს კახეთის რეგიონში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 24.01.18
04:00-06:00
Partly cloudyfrom southwest6°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west-southwest5°C1.2m/s
0mm
12:00-18:00
FairNNW7°C2.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW4°C2.4m/s
0mm
ხუთშაბათი 25.01.18 12:00-18:00
Light snowfrom east0°C2.0m/s
0.7mm
პარასკევი 26.01.18 12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast-1°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.01.18 10:00-16:00
Snowfrom east-northeast-1°C1.5m/s
1.8mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28