20:48:22

ფირნიშები

მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში ითამაშებენ

მრავალწლიანი საოცნებო განგსტერული კინოპროექტი - ასე აფასებენ კრიტიკოსები ოსკაროსანი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმს, სადაც ასევე ოსკაროსანი იტალო-ამერიკელი კინოვარსკვლავები - რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში გამოჩნდებიან.

ვრცლად

 

„სმითსონიანის“ 2016 წლის ფოტოკონკურსის მონაწილეები [Photos]

ყოველთვიური შემეცნებითი ჟურნალის, „სმითსონიანის“ რიგით მე-14 ფოტოკონკურსში 146 სხვადასხვა ქვეყნის 48 000 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც 70 ფინალისტი შეირჩა. კონკურსანტთა შთამბეჭდავი ფოტოები თემატიკით ბუნებას, მოგზაურობას, ადამიანებსა და მობილურით გადაღებულ ნამუშევრებს მოიცავს.

ვრცლად

 

იაპონური რობოტი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა [Video]

იაპონური კორპორაცია Omron-ის მიერ შექმნილ რობოტს სახელად - FORPHEUS, გინესის რეკორდსმენის სტატუსი მიენიჭა, როგორც პირველ რობოტს, რომელიც მაგიდის ჩოგბურთის მასწავლებელია მისი უნიკალური ტექნოლოგიური ინტელექტითა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებით.

ვრცლად

 

ლონდონის კინოთეატრში „მთვარის შუქის“ ნაცვლად მაყურებელს „ლა ლა ლენდი“ ჩაურთეს

ოსკარის უკანასკნელ ცერემონიალზე მომხდარი კურიოზული სკანდალის შემდეგ, როდესაც წლის საუკეთესო ფილმის წოდება ჯერ მიუზიკლ „ლა ლა ლენდს“ მიაკუთვნეს, შემდეგ კი რეალურ გამარჯვებულად სოციალური დრამა „მთვარის შუქი“ დაასახელეს, ლონდონის ერთ-ერთი კინოთეატრის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს მაყურებლის გახალისება და „მთვარის შუქის“ დაგეგმილი ჩვენების ნაცვლად, მაყურებელს დიდ ეკრანზე „ლა ლა ლენდი“ ჩაურთეს.

ვრცლად

 

პირველად სტუდია „დისნეის“ ისტორიაში მაყურებელი ახალ ფილმში გეი პერსონაჟს იხილავს [Photos]

სტუდია „დისნეის“ ახალი ფილმის, კლასიკური მულტფილმის „მზეთუნახავი და ურჩხულის“ კინორიმეიქის რეჟისორმა ბილ კონდონმა ჟურნალ Attitude Magazine-ს განუცხადა, რომ „დისნეის“ ისტორიაში პირველად მაყურებელი ფილმში გეი პერსონაჟს იხილავს.

ვრცლად

 

ცემენტის ძველი ქარხანა ბარსელონაში არქიტექტორმა შთამბეჭდავ საცხოვრებელ სახლად გადააკეთა [Photos]

პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ცემენტის ქარხანამ, რომელიც კატალონიის დედაქალაქ ბარსელონას შემოგარენში მდებარეობდა, სანახევროდ დანგრევის შემდეგ შეწყვიტა ფუნქციონირება, არქიტექტორმა რიკარდო ბოფილმა ის 1973 წელს შეიძინა, მასში შთამბეჭდავი ინტერიერი მოაწყო და დღეისთვის უნიკალურ საცხოვრებელ სახლად აქცია.

ვრცლად

 

მორიგი სკანდალი ოსკარზე: ცოცხალი ადამიანი გარდაცვლილში აერიათ [Photos]

სკანდალებით გამორჩეული წლევანდელი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალის საგანგებო ვიდეოსეგმენტში, სადაც წლის განმავლობაში გარდაცვლილ კინემატოგრაფიაში მოღვაწე ცნობილ ადამიანებს იხსენებდნენ, ოსკარის ოთხგზის ნომინანტ კოსტიუმერ ჯანეტ პატერსონის ნაცვლად, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში 60 წლის ასაკში დაიღუპა, ავსტრალიელი ქალი პროდიუსერი ჯან ჩეპმენი აჩვენეს, რასაც თავად პროდიუსერის მხრიდან მწვავე კრიტიკული განცხადება მოჰყვა.

ვრცლად

 

დედოფლისწყაროში VI საუკუნის ელიას ტაძარი ოთხი თვეა მომლოცველებისთვის დაკეტილია

დედოფლისწყაროში ელია თეზბიტელის VI საუკუნის ტაძარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ღვთისმსახურება შეწყვეტილია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, ოთხი თვის წინ, ტაძარში ასასვლელ კიბეებს და თაღს კლდიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა, რის გამოც, უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსახლეობას შენობასთან მიახლოვება აკრძალული აქვს.

ვრცლად

 

ოსკარებზე მომხდარი სკანდალის შესახებ ოფიცალურმა პირებმა განცხადება გააკეთეს

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიალის კულმინაციისას მომხდარი უხერხული გაუგებრობის თაობაზე ოფიციალური განცხადება აუდიტისა და კონსალტინგის კომპანია PricewaterhouseCoopers-მა გააკეთა, რომელიც უკანასკნელი 83 წელია ოსკარების დაჯილდოების ნომინანტებისა და გამარჯვებულების ხმების დათვლის პროცესს უზრუნველყოფს.

ვრცლად

 

ქართულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ ჰოლივუდში ფესტივალზე გაიმარჯვა [Video]

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (Hollywood International Independent Documentary Awards) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ვრცლად

 

ოსკარზე გამარჯვებული წლის საუკეთესო ფილმი შეცდომით გამოაცხადეს [Photos]

ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში ამერიკის კინოაკადემიის რიგით 89-ე დაჯილდოება გაიმართა, რომლის კულმინაციაც, 2016 წლის საუკეთესო ფილმის დასახელება, სკანდალით დასრულდა - გამარჯვებულ ფილმად ჯერ მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ გამოაცხადეს, სცენაზე გამოსული ფილმის შემქმნელები კი მალევე უკან გაიწვიეს და წლის საუკეთესო კინოსურათად „მთვარის შუქი“ (Moonlight) დაასახელეს.

ვრცლად

 

ლოს ანჯელესში ჰოლივუდური ფილმების დამცინავი „ოქროს ჟოლოს“ დაჯილდოება გაიმართა

„ოქროს ჟოლოს“ რიგით 37-ე დაჯილდოება ლოს ანჯელესში, ტრადიციულად ოსკარის ცერემონიალის წინა დღეს გაიმართა, სადაც 2016 წლის ყველაზე ცუდი ჰოლივუდური ფილმები და მსახიობები გამოავლინეს.

ვრცლად

 

ცნობილია 2017 წლის სეზარის ჯილდოს გამარჯვებულთა ვინაობა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ფრანგული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, სეზარის რიგით 42-ე დაჯილდოება გაიმართა, სადაც მთავარი ნომინაციის - წლის საუკეთესო ფრანგული ფილმის კატეგორიაში გამარჯვება რეჟისორ პოლ ვერჰუვენის გახმაურებულმა ფილმმა Elle მოახერხა.

ვრცლად

 

ოსკარი ციფრებში: ყველაზე მეტი ნომინაციისა და ჯილდოს მფლობელი მსახიობები და ფილმები

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს გადაცემის ცერემონიალის ისტორია თითქმის 90 წელს ითვლის. ნომინანტი და ოსკაროსანი რეკორდსმენი ფილმების, რეჟისორებისა და მსახიობების სია კი თითქმის ყოველ წელს იცვლება. გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკას ოსკარების მრავალწლიანი ისტორიიდან.

ვრცლად

 

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ველისციხელი მხატვრის გამოფენა გაიხსნა [Photos]

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ავთანდილ დათიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. თვითნასწავლი ნაივი მხატვრის ნამუშევრებში კახეთის პეიზაჟები სჭარბობს. წარმოდგენილია მხატვრის ასამდე ნამუშევარი.

ვრცლად

 

ოსკარზე ყველაზე მეტჯერ ნომინირებული მამაკაცი მსახიობები - The Hollywood Reporter [Photos]

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელ მსახიობთა შორის დღეისთვის ყველაზე მეტჯერ ნომინირებული მამაკაც მსახიობთა სია პოპულარულმა გამოცემა „ჰოლივუდ რეპორტერმა“ გამოაქვეყნა.

ვრცლად

 

ოსკარზე ყველაზე მეტჯერ ნომინირებული ქალი მსახიობები - The Hollywood Reporter [Photos]

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელ მსახიობთა შორის დღეისთვის ყველაზე მეტჯერ ნომინირებული ქალი მსახიობების სია პოპულარულმა გამოცემა „ჰოლივუდ რეპორტერმა“ გამოაქვეყნა.

ვრცლად

 

ჰოლივუდის ბულვარში რეპერ კანიე ვესტის ჯვარცმის ქანდაკება დადგეს [Photos]

ანონიმურმა ქუჩის ხელოვანმა, რომელიც ცნობილია სახელით - Plastic Jesus, ჰოლივუდის ბულვარში ცნობილი ამერიკელი რეპერის, კანიე ვესტის ძეგლი დადგა, რომელსაც ჯვარცმული ქრისტეს გარეგნობა აქვს, პედასტალზე კი „ცრუ კერპი“ აწერია.

ვრცლად

 

ელდარ შენგელაიას ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ვიტალი ხაზარაძე ასრულებს [Video]

ოცწლიანი პაუზის შემდეგ, რეჟისორ ელდარ შენგელაიას მორიგი ფილმი მიმდინარე წელს გამოვა. ახალ პოლიტიკურ სატირულ კომედიაში, რომელიც ძალაუფლების მოყვარულ ადამიანებსა და ზნეობრივ საკითხებს ეხება, მთავარ როლებს ნიკა თავაძე და ვიტალი ხაზარაძე ასრულებენ.

ვრცლად

 

ვინ და რამდენი ადამიანი აძლევს ხმას ოსკარების ნომინანტებსა და გამარჯვებულებს

ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ (AMPAS), რომელიც ყოველწლიურად ყველაზე პრესტიჟულ კინოდაჯილდოებას - ოსკარების გადაცემის ცერემონიალს მართავს, გასულ წელთან შედარებით წევრების რაოდენობა 683-ით გაზარდა. წლევანდელ ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ზუსტად 6687 წევრი აძლევს ხმას.

ვრცლად

 

გვერდი 4 / 94

სხვა ამბები

7, 8 და 9 აპრილს მარხვა თევზით ხსნილია

7, 8 და 9 აპრილს მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილი იქნება. დიდმარხვის მეექვსე შვიდეულის პარასკევს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ სულიწმინდით მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცთა მაცხოვარი. დაწვრილებით  

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „BLOW MINI MOD 2003“-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.06.17
01:00-06:00
Clear skyfrom west-southwest15°C1.8m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom north15°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east22°C3.8m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast23°C2.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast26°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast24°C1.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30