18:35:02

ყვარელში დოლოჭოპის ბაზილიკას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

დოლოჭოპის სამნავიან ბაზილიკას, რომელიც ქალაქ ყვარელში, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე იქნა აღმოჩენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ვრცლად

 

ნაფარეულში ჭავჭავაძეების სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჭავჭავაძეების სასახლის კომპლექსს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2016 წლის 9 დეკემბერს გამოსცა.

ვრცლად

 

იაპონელმა მამაკაცმა მონეტებს უცნაური დანიშნულება მოუძებნა [Photos]

მსოფლიოში უამრავი ადამიანია ნუმიზმატიკით გატაცებული, თუმცა იაპონელმა მამაკაცმა სახელად ტანუმ ლითონის მონეტებს კრეატიული დანიშნულება მოუძებნა - ის მონეტებისგან შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის და სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ არსებულ პროფილზე რეგულარულად ათავსებს.

ვრცლად

 

გამოქვეყნდა ქრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის სრული ტრეილერი [Video – Photos]

ინტერნეტში თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი, პროდიუსერისა და სცენარისტი, ოსკარის სამგზის ნომინანტი ქრისტოფერ ნოლანი მორიგ ფილმ პირველი სრული ტრეილერი გავრცელდა. საომარი დრამა სათაურით დიუნკერკი“, მე-2 მსოფლიო ომის პერიოდის ურთულესი სამხედრო მისიის შესახებაა.

ვრცლად

 

„ფორსაჟის“ მე-8 სერიის ტრეილერმა ინტერნეტში ნახვების რეკორდი მოხსნა [Video]

პოპულარული მძაფრსიუჟეტიანი ფილმების სერიის, „ფორსაჟის“ მე-8 ნაწილის ტრეილერმა 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში ნახვების რაოდენობის მიხედვით, ახალი რეკორდი მოხსნა და ამ მხრივ „მზეთუნახავი და ურჩხულის“ მიმდინარე წლის მიღწევა გააუმჯობესა.

ვრცლად

 

პარიზში ლეონარდო და ვინჩის დაკარგული შედევრი აღმოაჩინეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ლეონარდო და ვინჩის დაკარგული შედევრი აღმოაჩინეს. საუბარია ნახატზე, რომელზეც ხეზე მიჯაჭვული წმინდა სებასტიანია ასახული. გავრცელებული ინფორმაციით, ნამუშევარი ფრანგმა პენსიონერმა ექიმმა შემთხვევით საკუთარ სახლში აღმოაჩინა.

ვრცლად

 

ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოება გერმანული ფილმის ტრიუმფით დასრულდა [Video]

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გამართული ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოება რეჟისორ მარენ ადეს კინოსურათის, „ტონი ერდმანის“ გამარჯვებით დასრულდა. გერმანულენოვანი სოციალური დრამა საუკეთესო ფილმის, რეჟისურის, სცენარის, მამაკაცისა და ქალის მთავარი როლების კატეგორიებში დაჯილდოვდა.

ვრცლად

 

კრიტიკოსთა დაჯილდოების გამარჯვებული ფილმი La La Land გახდა [Video - Photos]

პრესტიჟული ამერიკული კინოპრემია Critics’ Choice Awards-ის 2016 წლის დაჯილდოების ტრიუმფატორი მიუზიკლი, სათაურით - La La Land გახდა, რომელის საუკეთესო ფილმად დასახელდა და ჯამში ყველაზე მეტი, რვა ჯილდოს მოპოვება შეძლო.

ვრცლად

 

თუში დები რომში ბავშვებისთვის თექის დამუშავების სახელოსნოს გახსნას გეგმავენ

თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში მცხოვრები თექის ოსტატები, დები ქოთილაიძეები, იტალიის ქალაქ რომში, ბავშვებისთვის თექის დამუშავების სახელოსნოს გახსნას გეგმავენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გულნაზი ქოთილაიძემ უთხრა, სახელოსნოში საქართველოდან ჩასულ ემიგრანტ და იტალიელ ბავშვებს ტრადიციული თუშური თექის დამუშავებას და საკუთარი გამოგონების, „ნარუქი“-სგან (აბრეშუმის ქაღალდი) სხვადასხვა აქსესუარების დამზადებას ასწავლიან.

ვრცლად

 

ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთში წლის მუსიკოსად დაასახელეს

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთის პირველმა არხმა 2016 წლის საუკეთესო მუსიკოს ქალად დაასახელა და ოქროს Q გადასცა.

ვრცლად

 

პრემიერი შოთა რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის

კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და კულტურული მიმართულებით საქართველოს წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ვრცლად

 

სურამში შესაძლოა ბანას ტაძრის ანალოგიური მრგვალი ტაძარი აშენდეს

სურამის ტბის თავზე შესაძლოა ბანას ანალოგიური მრგვალი ტაძრი აშენდეს. სურამისა და ხაშურის ეპარქიის წინამძღოლის, მეუფე სვიმონ ცაკაშვილის ინფორმაციით, ადგილი, სადაც ტაძრის მშენებლობა იგეგმება, გეოგრაფიულად ბანას ადგილმდებარეობის ანალოგია. მისივე თქმით, ტაძარს ექნება, როგორც სასულიერო, ისე საგანმანათლებლო ფუნქცია. ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსი ერთადერთი მრგვალი ქართული ტაძარია.

ვრცლად

 

სვეტიცხოვლის, ჯვრისა და სამთავროს მონასტრებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა

სვეტიცხოვლის, ჯვრისა და სამთავროს მონასტრებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის შემდეგ, გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს სტატუსი შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ავალდებულებს საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყონ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა.

ვრცლად

 

„ინფორმაცია რომ მცხეთაში აღმოჩენილი სამაროვნები განადგურდა სიმართლეს არ შეესაბამება" [Photos]

მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მცხეთაში, ფიქრისგორაზე აღმოჩენილი სამაროვნები მძიმე ტექნიკით განადგურდა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ განცხადებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ვრცლად

 

ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ბრენდის „ჟაკ ლემანის“ ახალი სახე გახდა

ქართველი მუსიკოსი და პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ბრენდის „ჟაკ ლემანის“ ახალი ელჩი გახდა. ბრენდის ელჩის წოდებას ქართველი პიანისტის გარდა, ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი, კევინ კოსტნერი და ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი მოთხილამურე ანა ფაიტი ფლობენ.

ვრცლად

 

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარები, გამათბობლები და უკანონო მიშენებები მძოვრეთის ციხეზე [Photos]

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სიაში შეტანილ ქარელის რაიონის სოფელ ორთუბანში მდებარე მძოვრეთის ციხეზე რამდენიმე ახალი შენობაა აშენებული. კედელებზე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა და გაზის გამათბობელია დამონტაჟებული. ციხე-დარბაზის მთელ პერიმეტრზე უნებართვოდ აღდგენილია კედლები, ხოლო ციხის შიდა სივრცეში ეკლესიის გარდა სხვა ნაგებობების კვალი მთლიანად არის წაშლილი.

ვრცლად

 

ვაინახური კულტურის შესახებ წიგნი „ვაინახების ხელოვნება“ გამოიცა

გამომცემლობა „სეზანმა“ ნონა ხანგოშვილის (თუმი დიშნი) წიგნი - ალბომი „ვაინახების ხელოვნება“ გამოსცა. გამოცემა მოიცავს ინფორმაციას პანკისის ხეობაში მცხოვრები თექის, ხის, ქვის დამუშავების ოსტატების შესახებ. წიგნში აღწერილია საქართველოს, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მუზეუმებში დაცული ვაინახური ტრადიციებისა და კულტურის ამსახველი ექსპონატების ფოტოები. წიგნი  ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცა.

ვრცლად

 

იაპონელმა მხატვარმა გიგანტური ნამუშევრის მელნით შექმნას სამწელიწადნახევარი მოანდომა [Photos]

იაპონელმა მხატვარმა მანაბუ იკედამ კალმითა და სხვადასხვა ფერის მელნით გიგანტური ზომის ნახატის დახატვას სამწელიწადნახევარი მოანდომა. ნამშევარი სახელად „ხელახლა დაბადება“ იაპონიაში 2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის თემატიკაზეა შექმნილი.

ვრცლად

 

დემნა გვასალია მოდის დაჯილდოება 2016-ის ორგზის გამარჯვებული გახდა

მოდის ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია The Fashion Awards 2016-ის დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერად (Balenciaga) და საერთაშორისო ურბანული ბრენდისთვის (Vetements) გამარჯვებულად დასახელდა.

ვრცლად

 

Convertor.ge-მ თბილისის მეტროსადგურების მინიმალისტური პოსტერები შექმნა [Photos]

უძრავი ქონების შეძენა-გაქირავების ქართულმა ვებგვერდმა convertor.ge-მ სახალისო მინიმალისტური პოსტერები შექმნა, სახელად „გამოიცანი მეტრო-სადგური“, რომლებზეც თბილისის მეტროსადგურების დასახელებები მინიმალისტურადაა გამოსახული.

ვრცლად

 

გვერდი 9 / 93

ფირნიშები

სხვა ამბები

მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ნეშტი დაკრძალეს

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტის, ანზორ ვახტანგის ძე გელდიაშვილის ნეშტი ახალციხიდან თბილისში, ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს.

დაწვრილებით  

პატრიარქი გერმანიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში დღეს დაბრუნდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორე თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით 17:30 საათზე ჩამოფრინდება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28 29 30 31