17:55:34

„სხვისი სახლი“ ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების დაჯილდოების ნომინანტია

ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოებამ (ASC) პრესტიჟული დაჯილდოების ნომინანტები დაანონსა. ხუთ მთავარ კანდიდატს შორის მოხვდნენ 2016 წლის ისეთი ცნობილი და წარმატებული ფილმები, როგორებიცაა: Arrival, La La Land, Lion, Moonlight და Silence. რაც შეეხება ნომინაცია Spotlight Award-ს, ოთხ უცხოურ ნომინანტს შორის წარდგენილია ესპანელი კინოოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ რუსუდან გლურჯიძის ფილმისთვის „სხვისი სახლი“.

ვრცლად

 

მერილ სტრიპს მხარი რობერტ დე ნირომაც დაუჭირა

მერილ სტრიპისა და დონალდ ტრამპის ღია კონფლიქტში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მსახიობმა ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე სამადლობელ სიტყვაში ამერიკის პრეზიდენტი გააკრიტიკა, რასაც ტრამპისგან მწვავე პასუხი მოჰყვა, ჰოლივუდის ვარსკვლავის მხარე სხვა ცნობილმა მსახიობებმა, მათ შორის ჯორჯ კლუნიმ და რობერტ დე ნირომ დაიჭირეს.

ვრცლად

 

საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს აფხაზეთში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი განახორციელოს

აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ ისტორიული ძეგლის და მიმდებარე სასაფლაოს განადგურებას საპატრიარქო ეხმაურება. საპატრიარქო ადასტურებს, რომ წებელდეს ციხის კომპლექსში შემავალი მე- VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი დანგრეულია. ასევე, დაზიანებულია პოლონელების სასაფლაო.

ვრცლად

 

მიხეილ თუმანიშვილის თეატრის წინ მსახიობ ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა

თბილისში, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის წინ, ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა. 2.20 მეტრი სიმაღლის მონუმენტის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. მის შესაქმნელად თბილისის მერიამ მიერ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 5 ნამუშევარს შორის საუკეთესო შეირჩა.

ვრცლად

 

ემი ადამსს ჰოლივუდის ბულვარში ვარსკვლავი გაუხსნეს [Photos]

ოსკარის ხუთგზის ნომინანტ მსახიობს, ემი ადამსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. საზეიმო ცერემონიალზე 42 წლის მსახიობი მეუღლესთან, შვილთან და მეგობრებთან, რეჟისორ დენი ვილნევსა და მსახიობ ჯერემი რენერთან ერთად მივიდა.

ვრცლად

 

39 წლის შემდეგ ფიროსმანის სურათს „სვირი“ დამთვალიერებელი პირველად ნახავს

39 წლის შემდეგ დამთვალიერებელს პირველად ექნება შესაძლებლობა ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი „სვირი“ იხილოს. ნამუშევრის პრეზენტაციას დღეს 13:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში გაიმართება.

ვრცლად

 

დუბროვნიკი - ქალაქი სადაც „სატახტოთა თამაშია“ გადაღებული [Photos]

ხორვატიის ისტორიული ქალაქი დუბროვნიკი ხმელთაშუაზღვისპირეთში ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ბოლო პერიოდში კი დალმაციის მხარეში არსებული ქალაქის მიმართ საყოველთაო ინტერესი პოპულარულმა ფანტასტიკურმა სერიალმა „სატახტოთა თამაშმა“ კიდევ უფრო გაზარდა, რადგან სერიალის გარკვეული სცენები სწორედ დუბროვნიკშია გადაღებული.

ვრცლად

 

რუსეთის PEN-ცენტრი ნობელიანტმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმაც დატოვა

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბელარუსმა მწერალმა და ჟურნალისტმა სვეტლანა ალექსიევიჩმა რუსეთის პენ-ცენტრი დატოვა, რომლიდანაც პროტესტის ნიშნად უკვე გავიდა რამდენიმე ცნობილი მწერალი, მათ შორის ბორის აკუნინი, იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილი.

ვრცლად

 

რუსეთის PEN-ცენტრი ბორის აკუნინმა და სხვა მწერლებმა დატოვეს

ქართული წარმოშობის ცნობილმა რუსმა მწერალმა ბორის აკუნინმა, იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილმა, რუსეთის PEN-ცენტრი დატოვა. აკუნინის თქმით, რუსეთის პენ-ცენტრი არ იცავს დევნილი მწერლების ინტერესებს და ამდენად „არაფერი აქვს საერთო“ ორგანიზაცია PEN-ის საერთაშორისო მოძრაობასთან.

ვრცლად

 

ჯორჯ კლუნიმ მერილ სტრიპს მხარი სარკასტული განცხადებით დაუჭირა

ოქროს გლობუსის დაჯილდოვების 74-ე ცერემონიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მერილ სტრიპის სამადლობელო სიტყვა იყო, სადაც ლეგენდად ქცეულმა მსახიობმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ახსენა, რის შემდეგაც მისგან მწვავე პასუხი მიიღო. ამჯერად გახმაურებულ კონფლიქტში მსახიობი და რეჟისორი ჯორჯ კლუნი ჩაერთო, რომელმაც მეგობარ მერილ სტრიპის მხარდასაჭერად სარკასტული განცხადება გააკეთა.

ვრცლად

 

რუსეთის ქმედებები აფხაზეთში შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმია - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის ფაქტს შეგნებულად განხორციელებულ ვანდალიზმის აქტი უწოდა.

ვრცლად

 

გიორგი ოვაშვილმა საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ფილმი გადაიღო

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ბიოგრაფიული მხატვრული ფილმი „ხიბულა“ გადაიღო. ფილმში ზვიად გამსახურდიას როლს ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს. 

ვრცლად

 

25 იანვარს ჩარგალში მიხაობა აღინიშნება

25 იანვარს, ჩარგალში მიხაობა - მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღე აღინიშნება. მიხა ხელაშვილის საფლავზე მწერლებს, პოეტებსა და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ წაიკითხონ ლექსი, წარმოთქვან სიტყვა ან შეასრულონ სიმღერა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით.

ვრცლად

 

თუში მომღერალი და აკორდიონისტი ელიკო თორღვაიძე [Video]

50 წლის ელიკო თორღვაიძეს გარმონზე დაკვრა სამი წლის ასაკში, მამიდამ, ეპრო თორღვაიძემ ასწავლა. მოგვიანებით სიმღერაც დაიწყო. ელიკო თორღვაიძე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობს და ანსამბლ „კესელოს“ წევრია.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

 

ვაზისუბანში სანაგირეს სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მდებარე X-XI საუკუნეების სანაგირეს სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რის შედეგადაც ძეგლმა პირვანდელი სახე დაიბრუნა. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გადაიხურა კრამიტით, შეილესა გაბზარული კედლები, დაიგო ქარული აგურის იატაკი. ნაწილობრივ აღდგა კომპლექსში შემავალი ბარბარეს და წმინდა გიორგის ეკლესიები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძეგლთან მიმასვლელ სამანქანე გზასაც.

ვრცლად

 

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ტრიუმფატორი მიუზიკლი La La Land გახდა [Photos]

ბევერლი ჰილზში ოქროს გლობუსის კინო და სატელევიზიო დაჯილდოების 74-ე ცერემონიალი გაიმართა. „ოსკარების გენერალურ რეპეტიციად“ წოდებულ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია (HFPA) მართავს, მიუზიკლმა La La Land ყველაზე მეტი, 7 ჯილდო მოიპოვა. ამ მაჩვენებლით ფილმი ოქროს გლობუსის ისტორიაშიც შევიდა, როგორც ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთ ცერემონიალზე.

ვრცლად

 

კახეთში ივრის ნაპირზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირეს [Video]

კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა. სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდოდ ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

 

2016 წელს ინტერნეტიდან პირატულად ყველაზე მეტჯერ „დედპული“ გადმოწერეს [Video]

კომპანია „მარველის“ კომიქსების სუპერგმირ დედპულზე შექმნილი მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ფილმი, გასული წლის ერთ-ერთი კინოჰიტი, კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა - 2016 წელს იგი ინტერნეტის მომხმარებლებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ე.წ. პირატული ვებგვერდებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით გადმოიწერეს.

ვრცლად

 

გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული წიგნის გაყიდვებმა იმატა [Photos]

გერმანელი გამომცემელი ანდრეას ვირშინგი, რომელმაც გასულ წელს ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფია „ჩემი ბრძოლა“ (Mein Kampf) მეცნიერული ანოტაციებითა და აკადემიური კომენტარების დამატებით ხელახლა გამოსცა, აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში წიგნის გაყიდვამ საგრძნობლად მოიმატა.

ვრცლად

 

მდინარე სენაზე მოტივტივე სპორტული დარბაზი ივლის [Photos]

იტალიურმა ფირმამ Carlo Ratti Associati კრეატიულ იდეას მიაგნო ადამიანებისთვის ფიზიკური ვარჯიშის წახალისებისა და მეტი შთაგონებისთვის - ტურინში მდებარე ფირმის დიზაინით შექმნილ ნავში, რომელიც პარიზში, მდინარე სენაზე ივლის და მასში სპორტული დარბაზი იქნება განთავსებული, ადამიანების ფიზიკურ ენერგიაზე იმუშავებს.

ვრცლად

 

გვერდი 8 / 94

ფირნიშები

სხვა ამბები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. წითელ პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად შეღებავენ და პასქებს დააცხობენ. დაწვრილებით  

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

21 მარტიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით. გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.04.17
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-northwest9°C1.0m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.4m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast16°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast19°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30