05:10:36

ფირნიშები

შოტლანდიაში ტრადიციული ვიკინგების ფესტივალი ჩატარდა [Photos]

შოტლანდიაში ყოველწლიური ფესტივალი სახელად Up Helly Aa ჩატარდა. ეპიკურ ღონისძიებაზე ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც იარლები ეწოდებათ, ვიკინგების რეალისტურ იარაღებსა და აბჯარს ატარებენ, საომარი სიმღერებს მღერიან, საბრძოლო ნავებითდაცურავენ და ბევრი სასმელს მიირთმევენ.

ვრცლად

 

თანამედროვე ირანის ქუჩის მოდა - The Tehran Times [Photos]

1-ელ თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰიჯაბის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, რომელიც 2013 წლიდან აღინიშნება. ირანი ისლამურ ქვეყნებს შორის ჰიჯაბისა და ბურკის ტარების განსაკუთრებულად მკაცრი კანონებით გამოირჩევა და ამ მხრივ ქვეყანა სტერეოტიპითაა ცნობილი, თუმცა თანამედროვე ირანში ქალთა სამოსს განსხვავებული კულტურაც აქვს. გთავაზობთ ირანის ქუჩებში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც ბლოგზე The Tehran Times გამოქვეყნდა.

ვრცლად

 

ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი განხორციელდა. რესტავრაცია ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორი ნამუშევარს- „თამარ მეფესა“ და „შოთა რუსთაველს“ ჩაუტარდა.

ვრცლად

 

80 წლის ნუნუ ბერაიას ნაჭრის თოჯინების შესაძენად აუქციონი მიმდინარეობს [Photos]

თელავი მცხოვრები 80 წლის ნუნუ ბერაიას მიერ გაკეთებული ნაჭრის თოჯინების შესაძენად აუქციონი მიმდინარეობს. ყველა თოჯინის საწყისი ფასია 10 ლარია. თოჯინის მფლობელი გახდება ის, ვისაც აუქციონის დასრულებისას მითითებული ექნება ყველაზე მაღალი შეთავაზება ანუ ბიდი.

ვრცლად

 

ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის პრემიერა შემოდგომით გაიმართება [Video]

ქართველმა კინორეჟისორმა, ამერიკის კინოაკადემიის წევრმა ზაზა ურუშაძემ საკუთარი ახალი ფილმის ტრეილერი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა. სოციალური დრამა სათაურით „აღსარება“ კინოეკრანებზე მიმდინარე წლის შემოდგომას გამოვა.

ვრცლად

 

11 წლის გინესის რეკორდსმენი გოგონა 76 ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს მღერის [Video - Photos]

11 წლის კანადელმა გოგონამ კაპრი ევერიტმა მსოფლიოს გარშემო საქველმოქმედო მისიით იმოგზაურა და 9-თვიან ინტერვალში, 76 ქვეყანაში ყოფნისას ყველა ქვეყნის ეროვნული ჰიმნი შეასრულა, რითაც გინესის რეკორდსმენი გახდა.

ვრცლად

 

სიღნაღის გაყიდული თეატრის შენობა შესაძლოა გამგეობამ შეისყიდოს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა თეატრის შენობის ამჟამინდელ მფლობელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რის შემდეგაც შესაძლოა აღნიშნული ფართი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეისყიდოს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გამგებელმა დავით ჯანიჯაშვილმა განუცხადა, რა ფასად გაყიდის შპს „ალფა“ შენობას ჯერჯერობით უცნობია.

ვრცლად

 

წნორში „ცოდნის კაფეში“ Toresa Mossy-ს წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

5 თებერვალს, წნორში „საბას“ ლაურეატი მწერლის Toresa Mossy-ს (ვახტანგ მოსიაშვილის) მესამე წიგნის „იყო“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება „ცოდნის კაფეში“ 13:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ვრცლად

 

სხვადასხვა მხატვართა ნამუშევრები ტრამპის მიერ მუსლიმთა მიმართ შემოღებულ აკრძალვაზე [Photos]

დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში ლტოლვილებისა და შვიდი ისლამური ქვეყნის მოსახლეობის შესვლას კრძალავს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მხატვრები სოლიდარობას საკუთარი ნამუშევრებით გამოხატავენ.

ვრცლად

 

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს საქართველო უმასპინძლებს [Video]

პრესტიჟული საბავშვო მუსიკალური კონკურსი „ჯუნიორ ევროვიზია“ წელს საქართველოში გაიმართება. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსზე საქართველო, როგორც მოქმედი გამარჯვებული, მეთერთმეტედ წარადგენს მონაწილეს საბავშვო ევროფესტივალზე.

ვრცლად

 

ლეონარდო დიკაპრიო მაფიასთან მებრძოლი ნიუ იორკელი დეტექტივის როლს შეასრულებს

ოსკაროსანი მსახიობი და პროდიუსერი ლეონარდო დიკაპრიო რეალურ კრიმინალურ ისტორიაზე დაფუძნებულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს და ამავდროულად პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი იქნება. ფილმს სათაურით „შავი ხელი“ (The Black Hand), სტუდია Paramount Pictures მწერალ სტეფან ტალტის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღებს.

ვრცლად

 

გარდაიცვალა ცნობილი ჩეხი ქართველოლოგი ვაცლავ ჩერნი

ცნობილი ჩეხი კავკასიოლოგი და მთარგმნელი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, პროფესორი ვაცლავ ჩერნი, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ „ფასდაუდებელი“ უწოდა პროფესორ ჩერნის ღვაწლს ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზების საქმეში.

ვრცლად

 

ბაკურციხეში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა [Photos]

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა. კულტურის ცენტრში დაგეგმილია სამრევლო სკოლის, აგროსკოლის, ქართული ტრადიციული სამრეწველო საამქროებისა და სახელოსნოების ამუშავება. ასევე, განსაზღვრულია სივრცე ბიბლიოთეკისთვის, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებისთვის.

ვრცლად

 

ოსკაროსანი ირანელი რეჟისორი ოსკარების ცერემონიალს ტრამპის ვიზაზე აკრძალვის გამო არ დაესწრება

გამოჩენილი ირანელი სცენარისტი და კინორეჟისორი, მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, მათ შორის 2011 წელს ოსკარის საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული, ასღარ ფარჰადი ოსკარების დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიალს დონალდ ტრამპის მიერ ვიზებზე დაწესებული აკრძალვის გამო განგებ არ დაესწრება. შეგახსენებთ, რომ რეჟისორამდე მისივე ფილმში მონაწილე ირანელმა მსახიობმა გამოუცხადა ოსკარებს ბოიკოტი.

ვრცლად

 

2017 წლის მსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელები ცნობილია [Photos]

ლოს ანჯელესის შრაინერების აუდიტორიაში ოსკარების დაჯილდოების კიდევ ერთი წინამორბედი პრესტიჟული ამერიკული კინოდაჯილდეობა, მსახიობთა გილდიის ჯილდოს გადაცემის 23-ე ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც რამდენიმე გამარჯვებულის ვინაობა მოულოდნელი გამოდგა.

ვრცლად

 

„სუხიშვილების“ მოცეკვავეების ფეხები მილიონ ლარად დააზღვიეს

ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ მოცეკვავეების ფეხები ერთი მილიონი ლარით არის დაზღვეული. სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ნებისმიერს, ვინც მიიღებს ტრავმას, რომელიც აუკრძალავს შემოქმედებით საქმინობას, ორი წლის ხელფასი აუნაზღაურდება – ჯამში ეს თანხა ერთი მილიონი ლარია.

ვრცლად

 

ვაჩნაძიანის ისტორიული მუზეუმი გადაუდებელ რეაბილიტაციას ითხოვს

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიული მუზეუმი მეხუთე წელია დაზიანებულია. სახურავი ჩამოქცევაზეა, კედლები კი ნესტიანია და ინგრევა. მუზეუმის თანამშრომლები 5 ათასამდე უნიკალურ ექსპონატს ერთ ოთახში ინახავენ. მათი ინფორმაციით, სახიფათო მდგომარეობის გამო მუზეუმში დამთვალიერებელი შემცირდა.

ვრცლად

 

ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დაიწყო

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სადისკუსიო სივრცე, შეხვედრების დარბაზები, წმინდანთან დაკავშირებული საგამოფენო კუთხით.

ვრცლად

 

თუშეთის კულტურის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ წიგნი „წელიწადი მეცხვარეებთან“ გამოიცა

გამომცემლობა „საუნჯემ“ გიორგი ცოცანიძის წიგნი „წელიწადი მეცხვარეებთან“ გამოსცა. გამოცემა მოიცავს ინფორმაციას თუში მეცხვარეების ცხოვრების შესახებ. წიგნში აღწერილია ცხვრის შენახვის, მოვლისა და გამრავლების პირობები, თუშური ყველის დამზადების პროცესი. წარმოდგენილია თუშეთის სალოცავები, სოფლები, მთები, მდინარეები და ხეობები, ასევე, ხალხური წეს-ჩვეულებები, ლექსები, თქმულებები და გადმოცემები.

ვრცლად

 

ველოსიპედისტთა მსოფლიოში უგრძესი ხაზი გინესის რეკორდებში მოხვდა [Video]

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ველოსიპედისტებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი უწყვეტი ხაზი გააკეთეს. პურბაჩალის გზატკეცილზე 1186 ველოსიპედისტისგან შემდგარი ზოლი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

ვრცლად

 

გვერდი 6 / 94

სხვა ამბები

სამხედრო ბაზაზე თალიბების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთისა და აშშ-ის არმიათა წარმომადგენელების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ავღანეთში არსებულ ბალხის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. დაწვრილებით  

ყაზბეგში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

ყაზბეგის რაიონის სოფელ გერგეტში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა. ორსართულიანი შენობა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა, აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა და განხორციელდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 24.08.17
09:00-12:00
Clear skyfrom northeast24°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east27°C3.5m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.8m/s
0mm
პარასკევი 25.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
შაბათი 26.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.5m/s
0mm
კვირა 27.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east23°C2.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31