20:23:37

ილტოს ხეობაში ადრექრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩნეს. მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ეკლესიის გარშემო ნამოსახლარის კვალიც შეინიშნება.

ვრცლად

 

ყვარელში ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის XVI საუკუნის მოხატულობას კონსერვაცია ჩაუტარდა

ყვარლის რაიონში მდებარე წმ. აბიბოს ნეკრესელის სახელობის სამონასტრო კომპლექსის „ღმრთისმშობლის მიძინების“ სამეკლესიანი ბაზილიკის საკურთხევლისა და კანკელის XVI საუკუნის მოხატულობას საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ღმრთისმშობლის ტაძარი VII საუკუნეშია აშენებული.

ვრცლად

 

ქურთ მეომრებთან ერთად სირიაში მებრძოლ ამერიკელ მოხალისეებზე ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენ

ოსკარის ნომინანტი მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლი მთავარ როლს შეასრულებს ფილმში სათაურით - The Anarchists vs ISIS (ანარქისტები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ), რომელიც პოპულარულ ამერიკულ ჟურნალ Rolling Stone-ში, თებერვალში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით მომზადდება. სეთ ჰარპის მიერ დაწერილი სტატია ამერიკელი მოხალისეების შესახებაა, რომლებიც სირიაში ე.წ. „ისლამური სახემწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქურთი მეომრების მხარდამხარ ჩაებნენ.

ვრცლად

 

დემნა გვასალია „მოდის ოსკარად“ წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა.

ვრცლად

 

„მანდარინების“ მთავარი როლის შემსრულებელი ლემბიტ ულფსაკი გარდაიცვალა

საბჭოთა და ესტონელი მსახიობი და რეჟისორი ლემბიტ ულფსაკი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ზაზა ურუშაძის ფილმში „მანდარინები“, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ქართველმა რეჟისორმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ვრცლად

 

ქართულ ტრადიციულ სუფრას კულტურული მემკვიდეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართული ტრადიციული სუფრის - პურობის კულტურას (ქართული სუფრა) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა 2017 წლის 13 მარტს გამოსცა.

ვრცლად

 

ვან გოგის მუზეუმში მხატვრის 14 წლის წინ მოპარული ორი ნამუშევარი გამოიფინა [Photos]

ამსტერდამში არსებულ ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში ჰოლანდიელი მხატვრის მიერ 1880-იან წლებში შესრულებული ორი ნამუშევარი გამოიფინა, რომლებიც 14 წლის წინ ძარცვისას მოიპარეს.

ვრცლად

 

ნანა ექვთიმიშვილი სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა [Video]

ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი ჯილდო აიღეს ფილმისთვის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.

ვრცლად

 

სოფელ მატანთან X-XI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა აღმოაჩინეს [Photos]

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანთან ადრექრისტიანული პერიოდის ტაძარის ნაგრევები აღმოაჩინეს. სამნავიანი ბაზილიკა სავარაუდოდ X-XI საუკუნეებშია აშენებული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის კულტურის ცენტრში განუცხადეს, ტაძარი მონასტრის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

ვრცლად

 

ივრის ნაპირზე ანტიკური ხანის ნაქალაქარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა [Video]

კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებულ ანტიკური ხანის ნაქალაქარს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გამოსცა. სამართლებრივი აქტის მიხედვით, განისაზღვრა ძეგლის ზუსტი საზღვრებიც.

ვრცლად

 

მომღერალი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა

მომღერალი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში „ქართული ხმების“, შემდეგ კი ანსამბლ „დიელოს“ წევრი იყო.

ვრცლად

 

ლეგენდარული მუსიკოსი ჩაკ ბერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეერთებულ შტატებში 90 წლის ასაკში ლეგენდარული მუსიკოსი - ჩაკ ბერი გარდაიცვალა. როკ-ენ-როლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მისურიში, საკუთარ სახლში დაიღუპა. ჩაკ ბერის გარდაცვალებას მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებმა როკ-ენ-როლის ეპოქის დასასრული უწოდეს.

ვრცლად

 

ბულგარელმა ხელოვანმა მავთულისგან ცხოველების სკულპტურები შექმნა [Photos]

ბულგარელმა მოქანდაკე ნევანა ატანასოვამ ცხოველების შთამბეჭდავი ფიგურების შესაქმნელად მხოლოდ მავთული გამოიყენა. ხელოვანის თქმით, ნამუშევრების შექმნის შთაგონების წყარო ბუნება, გარემო და მისი დაცვაა.

ვრცლად

 

ფუძნარის მე-13 საუკუნის ეკლესია აღადგინეს [Photo]

დუშეთის რაიონის სოფელ ფუძნარში მდებარე მე-13 საუკუნეში აშენებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. ფუძნარის ეკლესიის გუმბათი წლების განმავლობაში ჩამოშლილი იყო, ეკლესია მარცხნივ გადაიხარა და ბზარები მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

ვრცლად

 

ჰოლივუდი კინოფილმ „მატრიცას“ ხელახლა გადაიღებს

გამოცემა „ჰოლივუდ რეპორტერის“ ინფორმაციით, წამყვანი ჰოლივუდური კინოსტუდია „უორნერ ბრაზერსი“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმად მიჩნეულ „მატრიცას“ ახლიდან გადაიღებს.

ვრცლად

 

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე გაეროს ღონისძიებას დაესწრნენ

ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი და ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ადამიანის უფლებათა დამცველის, სერჟიო ვიეირა დე მელოს სახელობის ყოველწლიურ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ.

ვრცლად

 

„კურსკის“ ტრაგედიაზე შექმნილი ფილმიდან ვლადიმირ პუტინის სცენები ამოჭრეს

მხატვრულ ფილმ „კურსკიდან“, რომელიც 2000 წელს მომხდარი გახმაურებული ტრაგედიის შესახებაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კინოპერსონაჟის სცენები ამოიღეს.

ვრცლად

 

უკრაინამ შესაძლოა ევროვიზიის რუს მონაწილეს კიევში ჩასვლის ნებართვა არ მისცეს

უკრაინა, რომელიც წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს, განიხილავს რუსეთის წარმომადგენლისთვის უკრაინაში ჩასვლის აკრძალვის საკითხს, რადგან რუსმა კონკურსანტმა იულია სამოილოვამ 2015 წელს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოაწყო გამოსვლა.

ვრცლად

 

ქვემო ალვანში ფერეიდნელი ქართველების კონცერტი გაიმართება

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანის კულტურის სახლში 17 მარტს, ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ანსამბლის „ფესვების“ კონცერტი გაიმართება. კონცერტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ფერეიდნელი ქართველები ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს შეასრულებენ. მეორე ნაწილი კი ადგილობრივ ცეკვის ანსამბლსა და მომღერლებს დაეთმობა.

ვრცლად

 

2017 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ჯემიროქვაიც იმღერებს

27-30 ივლისს ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-11 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. 2017 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: ჯოს სტოუნი, Jamiroquai, De La Soul, Cory Henry & The Funk Apostles და MF Robots. კონცერტები 4 დღის განმავლობაში ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 93

ფირნიშები

სხვა ამბები

ბათუმში დედა-შვილი სავარაუდოდ გაიყინა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩის N14-ში დედა-შვილის ცხედრები პოლიციამ აღმოაჩინა. მეზობლები და ნათესავები გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. ერთ-ერთი ვერსია გაყინვაა, თუმცა ისინი ასევე აცხადებენ, რომ 50 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 75 წლის ქალბატონი კი ასევე მძიმედ ავადმყოფობდა. დაწვრილებით  

სოფელ კურდღელაურში მამაკაცმა თავი მოიკლა

თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებმა 75 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. ცხედარი სახლში ოჯახის წევრებმა იპოვეს. მათი თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31