08:40:57

ფირნიშები

კრემლი ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნას უარყოფს

ინფორმაციებს ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის შესახებ კრემლში „დაუსაბუთებელი“ უწოდეს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, რამზან კადიროვის სახით, ამ ინფორმაციებს „რეალობის დამახინჯებად და ცილისწამებად“ მიიჩნევს.

ვრცლად

 

პარიზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა პარიზში, შანზ-ელიზეზე მომხდარი სროლის შედეგად. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ პოლიციელებზე თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო.

ვრცლად

 

მარგველაშვილი – ქვეყანაში პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს ე.წ. ხმოსნები აირჩევენ

„საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი არჩევის მანდატის მატარებელი აღარ იქნებიან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას.

ვრცლად

 

ვეტერანებისთვის ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებას დაექვემდებარა

2013 წლის 1-ლი სექტემბრის შემდგომ ვეტერანთა გარკვეულ ნაწილს საყოფაცხოვრებო სუბსიდია ზედმეტად ერიცხებოდა, რასაც ახლდა ადმინსტრაციული და სასამართლო წარმოებების მიმდინარეობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის უკან დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული პროცესი მძიმე ტვირთად დააწვა ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს.

ვრცლად

 

სოფელ ართანაში უბედურ შემთხვევას 29 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

თელავის რაიონის სოფელ ართანაში უბედური შემთხვევის შედეგად 29 წლის მამაკაცი დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცს შემთხვევით ბენზინი ნავთში აერია და სხეულის 100-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ვრცლად

 

კახეთში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით Blues & Wine – Blues Village საქართველოში პირველად ჩატარდება ღია ცის ქვეშ, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

ვრცლად

 

იდლიბში ზარინის გაზი ან მისი ანალოგი გამოიყენეს - OPCW

ორგანიზაცია ქიმიური იარაღის აკრძალვისთვის (OPCW) აცხადებს, რომ სირიის პროვინცია იდლიბში აპრილის დასაწყიში მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ზარინის მომწამლავი გაზი ან მისი ანალოგი.

ვრცლად

 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან საზღვარი არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის გამო ჩაიკეტება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი ე.წ. არჩეული პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ჩაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ვრცლად

 

სიღნაღის სასამართლომ სიდედრის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა სახლში მყოფ სიდედრს, სიდედრის დას და მძინარე მდგომარეობაში მყოფ თ.ბ.-ს.

ვრცლად

 

რუსეთში ორი სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ინფორმაციით, მოსკოვის ვლადიმირის ოლქში გამართულ ორმხრივი სროლისას ორი სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს.

ვრცლად

 

შავ ზღვაში ძებნა-გადარჩენის ოპერაცია გრძელდება

შავ ზღვაში ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრების ძებნა-გადარჩენის ოპერაცია გრძელდება. პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 12 წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. 

ვრცლად

 

ამერიკულმა „დედა ბომბმა“ ავღანეთში ექსტრემისტთა მრავალეროვანი ჯგუფი გაანადგურა

გასულ კვირას ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ფართო მოქმედების ბომბის, ე.წ. „დედა ბომბის“ (MOAB) ჩამოგდების შედეგად, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მყოფი პაკისტანელი, ტაჯიკი, უზბეკი, რუსი, ინდოელი და სხვა ეროვნების დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა.

ვრცლად

 

ცესკო კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის კომპენსაციის დანიშვნას ითხოვს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, კომპენსაციის დანიშვნას ითხოვს. ცესკომ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართა.

ვრცლად

 

ჩემპიონთა ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტი გუნდი ცნობილია [Photos]

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე ბოლო ორი საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. ბარსელონა-იუვენტუსისა და მონაკო-დორტმუნდის მატჩებში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი ნახევარფინალისტი გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

ვრცლად

 

საჯარო სკოლებში სპორტის მასწავლებლების 82 პროცენტი არაკვალიფიციურია

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში დასაქმებული 10 990 სპორტის მასწავლებლიდან შესაბამისი პროფესიული განათლება მხოლოდ 1 889 მასწავლებელს, ანუ 18 %-ს აქვს მიღებული. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია მითითებული, რომელიც ოფიციალურად 14 აპრილს გამოქვეყნდა.

ვრცლად

 

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში პედაგოგებს გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში „ჰელსიკორი“ პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში კარდიოლოგისა და ანგიოლოგიის კონსულტაციებთან ერთად ყველა პედაგოგს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაიტაროს კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლძარღვთა დუპლექსონოგრაფია და ექოკარდიოსკოპია).

ვრცლად

 

დღეიდან თბილისში ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებენ

დღეიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ. თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები 50 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება.

ვრცლად

 

ქრთამის მიცემის ბრალდებით პრობაციონერი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მოხელისთვის თანხის მიცემის ბრალდებით მოქალაქე ი.ქ დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, განრიდებულმა პირმა ი.ქ-მ საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო შრომისგან თავის არიდების სანაცვლოდ, თბილისის პრობაციის ბიუროს ოფიცერს ვ.თ-ს, ქრთამის სახით ფულადი თანხა 1000 ლარი გადასცა.

ვრცლად

 

საქართველოს ჩემპიონატზე გურჯაანელმა მკლავჭიდელებმა 7 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, მკლავჭდში გურჯაანის გუნდმა 7 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვა. გურჯაანელებმა მედლების რაოდენობით საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

ვრცლად

 

ლაგოდეხსა და ყვარელში ელექტროშოკით თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, მდინარე ალაზანზე უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

 

გვერდი 5 / 1500

სხვა ამბები

პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი პოლიციელი დაშავდა [Video]

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან, ტრაილერი შემხვედრ მიკროავტობუსს და საპატრულო პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს.

დაწვრილებით  

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე რუსეთის მოქალაქეების ბარგისა და ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 24 661 51 ლარი შეადგინა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
13:00-18:00
Light rain showersfrom east20°C1.4m/s
0.3mm
18:00-00:00
FairNNW20°C2.3m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.3m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom north-northeast24°C0.5m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-northeast20°C3.1m/s
0.5mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30