03:40:24

ბათუმში აქციის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა 11-12 მარტს, ბათუმში აქციის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ბრალდებით ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე დააკავეს.

ვრცლად

 

თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მოქალაქეები ეთერ გ. და მურმან რ. დააკავეს.

ვრცლად

 

რაფაელ ნადალმა მონტე-კარლოს მასტერსი მეათედ მოიგო და ჯამში 70-ე ტიტული მოიპოვა

ესპანელი რაფაელ ნადალი ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ATP-ის ტურნირი 10-ჯერ მოიგო. ნადალმა მონტე-კარლოს მასტერსის ტიტული მეათედ (2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2016, 2017 წლები), ხოლო კარიერაში ერთეულთა თანრიგში საიუბილეო 70-ე ტიტული მოიპოვა.

ვრცლად

 

ჩრდილოეთი კორეა ამერიკული ავიამზიდის ჩაძირვით დაიმუქრა

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის ჩაძიროს ამერიკული ავიამზიდი „კარლ ვინსონი“, რათა საკუთარი სამხედრო ძლიერების დემონსტრირება მოახდინოს. ამის შესახებ ფხენიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც იაპონიის ორი სამხედრო ხომალდი ხსენებულ ამერიკულ ავიამზიდსა და მის თანმხლებ გემებს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში საწვრთნელი მანევრების ჩასატარებლად შეუერთდა.

ვრცლად

 

საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი იბრძოლებენ

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის მონაცემებით, ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი აგრძელებენ.

ვრცლად

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის 9-გზის ჩემპიონია. ვარშავაში გამართული ევროპის გუნდური პირველობა, წინა დღეს დასრულებული ინდივიდუალური პირველობის მსგავსად, საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა - გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 3:2 დაამარცხეს.

ვრცლად

 

ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 7 თვის ორსული ქალბატონია.

ვრცლად

 

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე რიგით მე-18 ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ის პირველი ქართველი ქალი მოჭადრაკეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ვრცლად

 

168 აბი „სუბოქსინის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული ა.კ., ლანჩხუთში აიყვანეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 168 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღო.

ვრცლად

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.

ვრცლად

 

ჩინეთში ვიდეოთამაშ „კონტრაზე“ დაფუძნებულ ფილმს გადაიღებენ [Video]

ჩინური კინოკომპანიები, Beijing Starlit Movie და TV Culture, სათამაშოების იაპონური კომპანია „კონამის“ მიერ 1988 წელს გამოსულ კლასიკად ქცეულ ვიდეოთამაშ „კონტრას“ მიხედვით მხატვრულ ფილმს გადაიღებენ.

ვრცლად

 

რუსეთში საცხოვრებელი სახლი 3D პრინტერით 24 საათში ააშენეს [Video - Photos]

სან-ფრანცისკოში მდებარე ამერიკულმა ფირმამ Apis Cor, რომელიც სამგანზომილებიანი პრინტერით ბეჭდვით კონსტრუქციების მშენებელი პირველი კომპანიაა, 38 მფართობის საცხოვრებელი სახლი რუსეთში სულ რაღაც 24 საათში ააშენა.

ვრცლად

 

პანკისში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს [Photos]

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებარე ეკლესიის კედლები დაანგრიეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა აცნობა.

ვრცლად

 

სამხედრო ბაზაზე თალიბების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთისა და აშშ-ის არმიათა წარმომადგენელების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ავღანეთში არსებულ ბალხის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ვრცლად

 

სეპარატისტებთან შეტაკებისას ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის არმიის ინფორმაციით, ორი უკრაინელი ჯარისკაცი ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატისტებთან შეტაკებისას მოკლეს. შეტაკება, რომლის დროსაც ასევე დაიჭრა ოთხი ჯარისკაცი, დონეცკის მახლობლად, უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ქალაქ ანდრეევკასთან მოხდა.

ვრცლად

 

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს. იგი მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების აცილებასა და ეკოსისტემის მოფრთხილებას.

ვრცლად

 

„გირჩი“ წვევამდელებს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას სთავაზობს

„გირჩმა“ დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შესაძლებლობას სთავაზობს. „გირჩის“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისთვის სამხედრო სამსახურიდან 6 ადამიანია გათავისუფლებული.

ვრცლად

 

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მათ გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ვრცლად

 

გამოქვეყნდა „სატახტოთა თამაშის“ მე-7 სეზონის ახალი კადრები [Photos]

პოპულარული ამერიკული ფენტეზი-სერიალის, „სატახტოთა თამაშის“ ახალი, მე-7 სეზონი 7 ივლისიდან გამოვა. მანამდე კი ტელეარხმა HBO-მ ინტერნეტში სერიალის ახალი, ოფიციალური კადრები გაავრცელა.

ვრცლად

 

სინგაპურში სმარტ-ქალაქის მშენებლობა იგეგმება

სინგაპურმა გადაწყვიტა საკუთარი ქალაქები ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების აღჭურვით „დააჭკვიანოს“. დედაქალაქ სინგაპურის მმართველობამ უკვე განაცხადა, რომ სმარტ-ქალაქის დაგეგმვა ავტობუსების გაჩერებებით დაიწყება. ახალი ტიპის გაჩერებებზე სხვადასხვა სახის ინფორმაციული დაფები დამონტაჟდება, სადაც ლოდინის რეჟიმში მყოფ ადამიანებს ელექტრონული წიგნების კითხვის საშუალება ექნებათ. იქვე იქნება უფასო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის Wi-Fi მოდული.

ვრცლად

 

გვერდი 3 / 1500

ფირნიშები

სხვა ამბები

ე.წ. ჭიაკოკონობაზე საბურავებისა და პლასტიკური ნარჩენის ღია წესით დაწვა 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახლოებულ ე.წ. „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები. ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, ფოთლებისა და საბურავების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. დაწვრილებით  

ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დასახსნელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ბექა დვალი

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თქმით, ამბოხებულთა ტყვეობიდან სოსო ოსორაულის დასახსნელად, ამ ეტაპზე კონგოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბექა დვალის ინფორმაციით, მეორე ქართველი, რომელიც დაიჭრა, თავს კარგად გრძნობს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 29.04.17
08:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest11°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north14°C2.9m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 10:00-16:00
Heavy rainfrom northeast18°C2.1m/s
5.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30