20:30:28

ერეკლეობა თელავში - ჩინოვნიკებმა ფაცხებში მოილხინეს

ერეკლეობა თელავში - ჩინოვნიკებმა ფაცხებში მოილხინესერეკლე მეფის 291-ე იუბილის აღსანიშნავად თელავში ღონისძიებები გაიმართა. ერეკლე მეორეს მოედანი დილიდან გადაიკეტა. ღონისძიებები 10 საათიდან დაიწყო. საგანგებოდ მოწყობილ ფაცხებთან მწვადი შეიწვა და სხვადასხვა ტრადიციული კერძები მომზადდა.

ვრცლად

 

დამეწყრილი შარახევი (photo - video)

დამეწყრილი შარახევი (photo - video)წიკლაურებთან ერთად სოფელ შარახევში სახლი კიდევ ერთ ოჯახს დაენგრა. „დადიოდა ხან მცხეთაში, ხან თიანეთში. ერთადერთ რამეს ითხოვდა, იმდენი თანხა მომეცით, რომ ერთი ოთახი ჩავდგაო. არავინ დაეხმარა. იმდენი ინერვიულა, ბოლოს გული გაუსკდა და მოკვდა,“ - ამბობს გარდაცვლილი ნიკო მარაულის და, მართა მარაული.

ვრცლად

 

რეპორტაჟი ბარისახოდან

რეპორტაჟი ბარისახოდანსოფელი ბარისახო, რომელიც დუშეთიდან 63 კილომეტრში მდებარეობს, პირაქეთა ხევსურეთის ცენტრია. ბარისახოს თემში შემავალი 32 სოფლიდან, სკოლა, საბავშვო ბაღი და სამედიცინო პუნქტი მხოლოდ ამ სოფელს აქვს. ბარისახო პირაქეთა ხევსურეთის ყველაზე დიდი სოფელია: სოფელში ამ დროისთვის 54 ოჯახი ცხოვრობს.

ვრცლად

 

კოშკი, რომელიც ხევსურეთის მთელ ისტორიას იტევს

კოშკი, რომელიც ხევსურეთის მთელ ისტორიას იტევსხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც დუშეთის რიონის სოფელ კორშაშია, ხევსურეთის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია. მუზეუმი 2005 წელს გაიხსნა და უკვე საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს.

ვრცლად

 

რეპორტაჟი უკანა ფშავიდან

რეპორტაჟი უკანა ფშავიდანბოლო 20 წელში უკანა ფშავში მდებარე 23 სოფლიდან მხოლოდ 12 სოფელი დარჩა. ამ სოფლებშიც მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულობით ადის. ზამთარში ძირითადად მოხუცები რჩებიან, ისინიც იმიტომ, რომ შემოსავლის ერთადერთ წყაროს, ცხვარ-ძროხას ვერ ტოვებენ. 12 სოფელს მხოლოდ ერთი სკოლა და ერთი სამედიცინო პუნქტი აქვს.

ვრცლად

 

ატყევებული სპორტული კომპლექსი ვაზისუბანში

ატყევებული სპორტული კომპლექსი ვაზისუბანშითელავი - გურჯაანი - თბილისის ცენტრალური გზის პირზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში სტადიონი ეკალ - ბარდით არის დაფარული. მაყვლის ბარდებშია ჩაფლული საჭიდაო დარბაზიც. მეორე შენობა კი, რომელიც ჭადრაკსა და სპორტის სხვა სახეობებში შეჯიბრებების ჩასატარებლად იყო გათვალისწინებული, საბძელად არის გადაქცეული. ოთახები ხმელი ბალახითა და ჩეჩქითაა სავსე.

ვრცლად

 

შვიდშვილიან ოჯახში ბავშვები შიმშილით ეხოცებათ (photo - video)

შვიდშვილიან ოჯახში ბავშვები შიმშილით ეხოცებათ (photo - video)ცოფურაშვილების შვიდშვილიანი ოჯახი ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში ცხოვრობს. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. 9 ადამიანს ორ საწოლზე და ტახტზე სძინავს. რამდენიმე თვეა მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურ დახმარებას ვერ იღებს. შიმშილის გამო ბავშვები ავად არიან. ერთ-ერთ მათგანს უკვე სიარულიც უჭირს.

ვრცლად

 

მუშებმა ნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულებაზე უარი თქვეს

მუშებმა ნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულებაზე უარი თქვესნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასს არ აძლევენ. უხელფასოდ დარჩენილმა მუშებმა, პროტესტის ნიშნად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე უარი თქვეს.

ვრცლად

 

„ახალი მემარჯვენეები“ კახეთში

„ახალი მემარჯვენეები“ კახეთში„ახალმა მემარჯვენეებმა“ თელავში, ჯორჯიაშვილის 7-ში, პარტიის კახეთის რეგიონული ოფისი გახსნეს. პარტიის კახეთის რეგიონულ ორგანიზაციას გიგი იმერლიშვილი უხელმძღვანელებს.

ვრცლად

 

დუშეთიდან თბილისში სარკოზის დასახვედრად - 16 მიკროავტობუსით და 2 ავტობუსით (photo)

დუშეთიდან თბილისში სარკოზის დასახვედრად - 16 მიკროავტობუსით და 2 ავტობუსითსაფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დასახვედრად დუშეთიდან თბილისში 16 სამარშრუტო ტაქსით, 2 ავტობუსით და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების სამსახურეობრივი ავტომანქანებით 300-მდე ადამიანი გაემგზავრა.

ვრცლად

 

დურუჯის ტბა 5 ნოემბერს გაიხსნება

დურუჯის ტბა 5 ნოემბერს გაიხსნებაყვარელში სარეკრეაციო ზონა 5 ნოემბერს ილიაობის დღესასწაულზე გაიხსნება. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალ ტბას სიმბოლურად, ილიას ტბა დაერქმევა.

ვრცლად

 

შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავში

შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავშითელავის რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ვრცლად

 

„მრეწველებმა“ თელავში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს

„მრეწველებმა“ თელავში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინესპარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერებმა გოგი თოფაძემ და ზურაბ ტყემელაძემ, თელავის თეატრის შენობაში, მხარდამჭერებს თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ არაბული წარუდგინეს. არაბული თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

ვრცლად

 

გლეხებს ყურძენი ვენახებში ულპებათ (photo)

გლეხებს ყურძენი ვენახებში ულპებათ3 სექტემბერს, სოფელ ველისციხეში გამართულ თათბირზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა პრეზიდენტს უთხრა, რომ ყურძნის მოსავალი 110 ათას კახელ გლეხს 60 მილიონ ლარს მოუტანდა და რთველის ძირითადი სამუშაოები 25 ოქტომბერს დასრულდებოდა. დღეს 28 სექტემბერია. ღვინის ქარხნები რქაწითელს არ იბარებენ. გლეხებს ყურძენი ვენახებში ულპებათ.

ვრცლად

 

ვაჟაობა ჩარგალში

ვაჟაობა ჩარგალში24 სექტემბერს, ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე აღინიშნა. სახალხო დღესასწაულზე წაიკითხეს ვაჟას ლექსები, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შესრულდა ნაციონალური ცეკვები, გაიმართა დოღი ასფალტზე და ჭიდაობა ვაჟა-ფშაველას სახლის ეზოში. ღონისძიებებს სრული შემადგენლობით დაესწრო ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ათობით პოლიციელი.

ვრცლად

 

რეპორტაჟი ვეძათხევიდან (video - poto)

რეპორტაჟი ვეძათხევიდან ( video - poto )ვეძათხევი დუშეთიდან 12 კმ-ში მდებარეობს. სოფელი, სადაც ამჟამად 11 ოჯახი ცხოვრობს, 2004 წელს დაიმეწყრა. მეწყერმა საავტომობილო გზაც წაიღო. ახლა სოფელთან მისასვლელი ერთადერთი საცალფეხო ბილიკი ვეძას ხევში გადის. ვეძათხევისთვის ეს სასიცოცხლო გზაა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ზაფხულის მშრალ ამინდებში შეიძლება.

ვრცლად

 

ყვავილის სკოლაში 12 მოსწავლეს 11 მასწავლებელი ჰყავს

ყვავილის სკოლაში 12 მოსწავლეს 11 მასწავლებელი ჰყავსდუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის დანიელ ჭონქაძის სახელობის 9-წლიანი საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს 12 მოსწავლით და 11 მასწავლებლით ხვდება. სკოლაში, სადაც ბავშვები სამი სოფლიდან - ყვავილიდან, მეზვრიანთკარიდან და თანიანთკარიდან დადიან, წელს პირველი კლასი არ გაიხსნება.

ვრცლად

 

პრეზიდენტმა გრემის განახლებული სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა

პრეზიდენტმა გრემის განახლებული სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერასაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გრემის განახლებული სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. რეკონსტრუქციის ფარგლებში განახლდა ეკლესია, მუზეუმები და მარანი. გრემის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

ვრცლად

 

წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევა თელავში (photo)

წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევა თელავში (photo)საარჩევნო კოდექსის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. თელავში, ნაციონალური მოძრაობის მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას, რაიონში მოქმედი საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებიდან დაწყებული და დარაჯით დამთავრებული, თითქმის ყველა ესწრებოდა.

ვრცლად

 

ნაციონალებმა დეპუტატობის კანდიდატად ვასილ დავითაშვილი წარადგინეს

ნაციონალებმა დეპუტატობის კანდიდატად ვასილ დავითაშვილი წარადგინესნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა თელავში, ერეკლეს მოედანზე მაჟორიტარი - დეპუტატობის კანდიდატი ვასილ დავითაშვილი წარადგინა. კანდიდატის წარდგენას პარლამენტის წევრები გიგი წერეთელი, გოკა გაბაშვილი, ვახტანგ ბალავაძე, კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ბოტკოველი, თელავის უნივერსიტეტის თანამშრომლები და სხვა საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

ვრცლად

 

გვერდი 10 / 23

ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31