20:30:06

ყვარელში ორ ოჯახს თოვლმა სახლის სახურავი ჩაუნგრია

ყვარელში ორ ოჯახს თოვლისგან სახლის სახურავი ჩამოენგრაყვარელში, ჭავჭავაძის 41-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში ორ ოჯახს თოვლისგან სახურავები ჩაენგრა. ორსართულიან საერთო ბინაში სულ 6 ოჯახი ცხოვრობს. ბინის მაცხოვრებელების თქმით, საერთო საცხოვრებელი ამორტიზებულია და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ვრცლად

 

შეზღუდვები გზებზე

შეზღუდვები გზებზებოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კახეთში როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა საუბნო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს მხოლოდ გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ატარებენ, რის გამოც ტრაილერებს და მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ.

ვრცლად

 

რვაშვილიანი ოჯახი საგანგაშო პირობებში

რვაშვილიანი ოჯახი საგანგაშო პირობებშისიფრაშვილების რვაშვილიანი ოჯახი სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში ცხოვრობს. მერვე ბავშვი, საბა გუშინ დაიბადა. სიფრაშვილებს უკიდურესად უჭირთ. ბავშვებს არც ფეხსაცმელი აქვთ, არც ტანსაცმელი, არც პური და არც საკმარისი საწოლები. პატარებს ცივ იატაკზე სძინავთ. მრავალშვილიან ოჯახს არც შეშა აქვს.

ვრცლად

 

2012 წელი კახეთის ტურისტული განვითარების წლად გამოცხადდა

2012 წელი კახეთის ტურისტული განვითარების წლად გამოცხადდა2012 წელი კახეთის ტურისტული განვითარების წლად გამოცხადდა. რეგიონის ტურისტული განვითარებისთვის 2012 წელს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. თელავის, ყვარლის და დართლოს რეაბილიტაციას კი მსოფლიო ბანკი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

ვრცლად

 

ლაგოდეხის სამშობიაროში ერთ დღეში 10 ბავშვი დაიბადა

ლაგოდეხის სამშობიაროში ერთ დღეში 10 ბავშვი დაიბადალაგოდეხში, „არქიმედეს“ კლინიკაში 19 იანვარს 10 ბავშვი დაიბადა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კლინიკის ექიმმა დავით ბატიაშვილმა განუცხადა, ერთ დღეში ადგილობრივ სამშობიარო სახლში ამდენი ბავშვი დიდი ხანია არ დაბადებულა.

ვრცლად

 

კვეტერა საფრთხეშია

კვეტერა საფრთხეშიაკვეტერას ისტორიული ციხე - ქალაქის კომპლექსი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი, საფრთხეშია. ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის ელდარ ჭიჭიაშვილის განცხადებით, მე-10 საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი შესაძლოა, ჩამოინგრეს.

ვრცლად

 

აფხაზების საგვარეულო სასახლე განადგურდა

აფხაზების საგვარეულო სასახლე განადგურდაგურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში XVII - XVIII საუკუნეებში აშენებული აფხაზების საგვარეულო სასახლე განადგურდა. ორსართულიანი სასახლე მთლიანად გაპარტახებულია, ადგილობრივები კედლებს აგურებს აცლიან.

ვრცლად

 

თელავის რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართება

თელავის რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართებათელავის რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ვრცლად

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ფოტოობიექტივში - 2011

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ფოტოობიექტივში - 20112011 წელს, სამუშაოს დაგეგმვის, სხვადასხვა სოფლებიდან მასალების მომზადების, მუშაობისა და დასვენების დროს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტოობიექტივში ჩვენი კორესპონდენტებიც მოხვდნენ.

ვრცლად

 

ამაზე მეტად როგორ უნდა უჭირდეს?

ამაზე მეტად როგორ უნდა უჭირდეს?მოსაშვილების ოჯახზე სამი თვის წინ დავწერეთ. 57 წლის ეთერ მოსაშვილი 23 წლის შვილთან ერთად სოფელ ვაქირში ნანგრევებში ცხოვრობდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სიღნაღის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი მათ დაპირდა, რომ სხვა საცხოვრებელს მოუძებნიდა, მაგრამ მოატყუა.

ვრცლად

 

გოროზია კახეთში

გოროზია კახეთშისოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი გურჯაანის გამგეობის შენობის დარბაზში კახეთის რაიონების და სოფლების გამგებლებს შეხვდნენ.

ვრცლად

 

„ლიბერთი ბანკმა“ თელავში ახალი რეგიონალური ფილიალი გახსნა

„ლიბერთი ბანკმა“ თელავში ახალი რეგიონალური ფილიალი გახსნა„ლიბერთი ბანკმა“ თელავში ახალი რეგიონალური ფილიალი გახსნა. ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ფილიალი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

ვრცლად

 

რესტავრატორები ფუძნარის ტაძრის გადარჩენას გვპირდებიან

რესტავრატორები ფუძნარის ტაძრის გადარჩენას გვპირდებიანდუშეთის რაიონის სოფელ ფუძნარში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. რესტავრატორების თქმით, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეკლესია იმაზე მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ვიზუალურად ჩანს. „რა ძალა აკავებს, რომ არ ინგრევა, წარმოუდგენელია“, - აღნიშნავს რესტავრატორი ზურაბ გაჩეჩილაძე.

ვრცლად

 

ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო

ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო„ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით თელავის ბიბლიოთეკაში  გაიხსნა გამოფენა „ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო“.

ვრცლად

 

დუშეთის მაზრიდან ქალაქ დუშეთამდე

დუშეთის მაზრიდან ქალაქ დუშეთამდექალაქი, სადაც არ არის კინოთეატრი, კაფე, ავტობუსების გაჩერებაც კი, მხოლოდ ერთი ბანკის ფილიალი მუშაობს და რამდენიმე ქუჩაზე დღემდე შემორჩენილია საბჭოთა ტრაფარეტები, თბილისიდან სულ რაღაც 50 კილომეტრითაა დაშორებული. ამ ქალაქს დუშეთი ჰქვია.

ვრცლად

 

რეპორტაჟი ოძისიდან

რეპორტაჟი ოძისიდანსოფელ ოძისის მაცხოვრებლები დღეს გიორგობას საკუთარ სახლებში აღნიშნავენ. წელს ისინი სოფლის განაპირას, მთაზე მდებარე  წმინდა გიორგის ეკლესიას ვეღარ მოილოცავენ. ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და სალოცავში შესვლა აკრძალულია.

ვრცლად

 

პრეზიდენტის „ზავოდობა“ ყვარელში

პრეზიდენტის „ზავოდობა“ ყვარელშისაქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში მეზობლებს უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილმა პირველი „ზავოდობა“ ახალ სახლში სტუმრებთან ერთად აღნიშნა და ახლადგამოხდილი არაყიც დააჭაშნიკა.

ვრცლად

 

ილიას ტბის გახსნა ყვარელში

ილიას ტბის გახსნა ყვარელშისაქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში „ილიას ტბა“ და დასასვენებლი კომპლექსი გახსნა. „ილიას ტბის“ გარშემო განახლებულია ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილია სანაპირო ზოლი, ფუნქციონირებს კაფე-რესტორანი, სათვალთვალო კოშკი, ამფითეატრი და ველობილიკი.

ვრცლად

 

ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილის პრესკონფერენციაბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენცია ორ საათს გაგრძელდა. კითხვები დაისვა რეგიონების პრობლემებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაფინანსებაზე რუსული ბაზრის დაბრუნებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონის დაძლევის საკითხებზე. ბიძინა ივანიშვილი შეეხო ნინო ბურჯანძესთან თანამშრომლობის თემასაც და აღნიშნა, რომ მასთან კითხვები აქვს.

ვრცლად

 

კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის სახლი დაიწვა

კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის სახლი დაიწვადედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის სახლი დაიწვა. შენობის მეორე სართული მთლიანად განადგურდა, პირველ სართული კი სერიოზულად დაზიანდა. დაზარალებულის მეზობლების თქმით, დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახურის მანქანები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან ერთ საათში მივიდნენ.

ვრცლად

 

გვერდი 9 / 23

ფირნიშები

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31