20:55:57

ფირნიშები

სტიქია კახეთში (photo - video)

სტიქია კახეთში (photo)ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად კახეთის რეგიონი სერიოზულად დაზარალდა. ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, დაიხოცა შინაური ფრინველი. სტიქიამ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მცხოვრებ მინდორაშვილების ოჯახს მანქანა ეზოდან გასტაცა. დანგრეულია შიდა საუბნო გზები. დაზიანებულია კახეთი - თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალიც. დაგლეჯილია სასმელი წყლის მილები. დატბორილია ათასობით ჰექტარი ვენახი.

ვრცლად

 

გიორგობა ჰერეთში - ფოტორეპორტაჟი ქურმუხიდან

გიორგობა ჰერეთში - ფოტორეპორტაჟი ქურმუხიდან6 მაისს, გიორგობისთვის, ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში ასობით ქართველი და აზერბაიჯანელი იმყოფებოდა. პარაკლისი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა გადაიხადა. როგორც ცნობილია, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში ქართველებს შესვლის და სანთლის დანთების უფლებას წელიწადში ორჯერ აძლევენ, 6 მაისს და 23 ნოემბერს.

ვრცლად

 

მეშაბაშის ქართული სკოლა - ფოტორეპორტაჟი აზერბაიჯანიდან

მეშაბაშის ქართული სკოლა - ფოტორეპორტაჟი აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ მეშაბაშის ქართულ სკოლაში 32 მოსწავლე სწავლობს. არასრული საშუალო სკოლა ერთსართულიან შენობაშია განთავსებული. საკლასო ოთახებში აუტანელი პირობებია.

ვრცლად

 

რეპორტაჟი გუდამაყრიდან

რეპორტაჟი გუდამაყრიდანამინდის პროგნოზი ისევ არ გამართლდა, გუდამაყარში მზიანი ამინდი იყო. გოდერძი ჩოხელის სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე ერთ გოჯზეც არსად არის ასფალტი დაგებული. სოფელ კიტოხიდან ჩოხამდე კი გზა მდინარე შავი არაგვის კალაპოტის გავლით ადის.

ვრცლად

 

ვინ დაახვედრეს პრეზიდენტს გურჯაანში (photo - video)

ვინ დაახვედრეს მიშას გურჯაანში (photo - video)„როცა ვიცი, რომ ხალხი დილის 8 საათზე იღვიძებს ჩემს სანახავად, ეს დიდი სტიმულია ჩემთვის და ჩემი მთავრობის წევრებისთვის, რომ ღამეც არ დავიძინოთ და 24 საათი ვიმუშაოთ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში. ახალი საავადმყოფოს გახსნამდე პრეზიდენტმა სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე საგანგებოდ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ვრცლად

 

„რედისონის“ მშენებლობა წინანდალში

„რედისონის“ მშენებლობა წინანდალშიწინანდალში „სილქ როუდ გრუპმა“ სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებში სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა.

ვრცლად

 

შიშველი ფუძნარი

შიშველი ფუძნარიდიდთოვლობის შედეგად ფუძნარის ეკლესიის მდგომარეობა გაუარესდა. გუმბათის ყელი უფრო ჩამოიშალა, კედლების ზემოთა ნაწილები კიდევ ჩამოინგრა, ეკლესია მარცხნივ გადაიხარა და ბზარები მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

ვრცლად

 

სოფიკო ნიკოლაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს (photo - video)

სოფიკო ნიკოლაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს (photo)განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტს სოფიკო ნიკოლაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ვრცლად

 

კახეთის განვითარების გეგმის პრეზენტაცია თელავის უნივერსიტეტში

კახეთის განვითარების გეგმის პრეზენტაცია თელავის უნივერსიტეტშიკახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს კახეთის განვითარების გეგმა გააცნეს.

ვრცლად

 

პრეზიდენტს თელავშიც მასწავლებლები და მოსწავლეები დაახვედრეს

პრეზიდენტს თელავშიც მასწავლებლები და მოსწავლეები დაახვედრესსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თელავში ქალაქის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და თეატრის შენობის წინ შეკრებილ ხალხს მიმართა. პრეზიდენტს თელავშიც ძირითადად საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და საჯარო მოსამსახურეები დაახვედრეს.

ვრცლად

 

ბავშვები საბარგულებში პრეზიდენტის დასახვედრად

ბავშვები საბარგულებში პრეზიდენტის დასახვედრადპრეზიდენტის ვიზიტის გამო ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დღეს ბოლო გაკვეთილები მოიხსნა, ქალაქის სკოლებში კი 12:00 საათის შემდეგ სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა რომ ყოფილიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს მოსწავლეები მანქანების საბარგულებითაც გადაჰყავდათ.

ვრცლად

 

ვინ დაახვედრეს პრეზიდენტს ახმეტაში (photo - video)

ვინ დაახვედრეს პრეზიდენტს ახმეტაში (photo - video)საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახმეტაში ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა. პრეზიდენტმა სამედიცინო ცენტრის ეზოში შეკრებილ ხალხსაც მიმართა. ახმეტაში სააკაშვილს სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები, საბავშვო ბაღების თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები და ტრაქტორისტები დაახვედრეს.

ვრცლად

 

წყალში ჩაძირული ეკლესია

წყალში ჩაძირული ეკლესიაჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე მნიშვნელოვნად არის დაწეული. მე-12 საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის ეკლესია, რომელიც წყლით არის ხოლმე დაფარული, მთლიანად ჩანს.

ვრცლად

 

ვინ დაახვედრეს მიშას ყვარელში

ვინ დაახვედრეს მიშას ყვარელშისაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალი საავადმყოფო დაათვალიერა. პრეზიდენტმა საავადმყოფოს ეზოში შეკრებილ ხალხსაც მიმართა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სააკაშვილს ძირითადად საჯარო მოსამსახურეები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღების თანამშრომლები დაახვედრა.

ვრცლად

 

ეს შენ გეხება - საინფორმაციო აქციები თელავსა და გურჯაანში

ეს შენ გეხება - საინფორმაციო აქციები თელავსა და გურჯაანშიახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების, კახეთის საინფორმაციო ცენტრის და გაზეთ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა დღეს თელავსა და გურჯაანში, კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საინფორმაციო აქციები გამართეს.

ვრცლად

 

„ეს შენ გეხება“ - აქცია პარლამენტთან

„ეს შენ გეხება“ - აქცია პარლამენტთან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტში ხელმოწერილი პეტიცია და საკანონმდებლო ინიციატივები შეიტანეს, რომლითაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

ვრცლად

 

პეტიციას ხელი 200-მდე ორგანიზაციამ მოაწერა

პეტიციას ხელი 200-მდე ორგანიზაციამ მოაწერასაარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით მიღებულ პეტიციას ხელი 200-მდე ორგანიზაციამ მოაწერა.

ვრცლად

 

ხეჩილის სკოლა (photo)

ხეჩილის სკოლა (photo)რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ხეჩილში თოვლმა სკოლის სახურავი ჩაანგრია, რის გამოც მასწავლებელი ბავშვებს სახლში ამეცადინებდა. ლაგოდეხის გამგებელმა და საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან განაცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი იყო, რადგან ხეჩილში სკოლა არ არსებობდა.

ვრცლად

 

ხანძრის შედეგად 9 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ხანძრის შედეგად 9 ოჯახი უსახლკაროდ დარჩაყვარელში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბინა 4 ოჯახს უქირავა. დაზარალებულების თქმით, თავშესაფრის გარეშე დარჩენილებმა ღამე ერთად, ერთ ოთახში გაათიეს.

ვრცლად

 

ილტოს ხეობის სოფლებში დიდთოვლობაა

ილტოს ხეობის სოფლებში დიდთოვლობააახმეტის რაიონში, ილტოს ხეობის სოფლებში დიდთოვლობაა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა მაისურაძის განცხადებით, სოფელში შესასვლელ ერთადერთ გზას გამგეობა თოვლისგან სისტემატურად წმენდს, თუმცა მოძრაობა ორხიდიან მანქანებსაც უჭირთ.

ვრცლად

 

გვერდი 8 / 23

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.06.17
01:00-06:00
Clear skyfrom west-southwest15°C1.8m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom north15°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east22°C3.8m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast23°C2.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast26°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast24°C1.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30