20:56:22

ფირნიშები

თუ არ შევცვალეთ, ამას 1 ოქტომბერს ვეღარ გადავიღებთ! (Photos)

თუ არ შევცვალეთ, ამას 1 ოქტომბერს ვეღარ გადავიღებთ!ცესკო–ს 24 სექტემბრის დადგენილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ცესკო–ს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება (შიგნით).

ვრცლად

 

Associated Press - საქართველოს ციხეებში წამების ამსახველი ვიდეო არჩევნების წინ ქვეყანაში რყევებს იწვევს

Associated Press - საქართველოს ციხეებში წამების ამსახველი ვიდეო არჩევნების წინ ქვეყანაში რყევებს იწვევსვიდეოები, სადაც ასახულია პატიმრებზე ძალადობის ფაქტები საქართველოში, ქუჩის საპროტესტო აქციებისა და მთავრობასა და ოპოზიციას შორის მწვავე ურთიერთბრალდებების მაპროვოცირებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების წინ.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ აქცია თელავში

„ქართული ოცნების“ აქცია თელავშითელავში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა კოალიციის რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა მიიღო. მხარდამჭერებს სიტყვით ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. კოალიციის ლიდერმა აქციის მონაწილეებს კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარუდგინა.

ვრცლად

 

დაღესტნის საზღვართან ლოპოტას ხეობა ბლოკირებულია

DSC_2276შსს–ს ქვედანაყოფებს კახეთში, დაღესტნის საზღვართან ლოპოტრას ხეობა მთლიანად ბლოკირებული აქვთ. შსს–ს ინფორმაციით, საქართველო – რუსეთის საზღვართან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი და შსს–ს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია.

ვრცლად

 

თრუსოს ხეობაში ტრავერტინებს განადგურება ემუქრება - icmm.ge

თრუსოს ხეობაში ტრავერტინებს განადგურება ემუქრებაოთხწლიანი პაუზის შემდეგ თრუსოს ხეობაში ნახშირმჟავა აირის მომპოვებელი ჭაბურღილი ისევ ამოქმედდება. შპს „კასარა“ თრუსოს მინერალური წყლების საბადოებიდან CO2–ის მოპოვებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში განაახლებს. „კასარას“ მფლობელები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა მალანიას შვილი აკაკი მალანია და შპს „ქროსვეისი“ არიან, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“–ის მფლობელს თეიმურაზ უგულავას ეკუთვნის. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ნახშირმჟავა აირის მოპოვების განახლების შემთხვევაში რეკრეაციული დანიშნულების უნიკალურ ხეობას და ტრავერტინებს განადგურება ემუქრება.

ვრცლად

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თელავში, ახმეტასა და ყვარელში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თელავში, ახმეტასა და ყვარელში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინაპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის, ახმეტის და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენას ძირითადად სახელისუფლებო პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და მოსამსახურეები ესწრებოდნენ.

ვრცლად

 

უფასო სმა – ჭამა წინასაარჩევნოდ ქდმ–გან (Photos-Video)

mwvadi„ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები გურჯაანში, დიდების მემორიალზე კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან მარშუტკებით ჩამოყვანილ მხარდამჭერებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ პარტიამ მემორიალზე შეკრებილ ხალხს მწვადით, კიტრით, პომიდორით, პურით და ღვინით უმასპინძლა.

ვრცლად

 

20 წლის ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა (Photos)

kax20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. შავდათუაშვილმა ძიუდოისტთა შეჯიბრის ფინალში 31 წლის უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა საკუთარ ანგარიშზე იუკო ჩაიწერა და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა.

ვრცლად

 

სოფელი ვაჩნაძეანი – სტიქიის ეპიცენტრი

სოფელი ვაჩნაძეანი – სტიქიის ეპიცენტრიგრიგალის და ძლიერი სეტყვის შედეგად კახეთში ყველაზე მეტად სოფელი ვაჩნაძეანი დაზარალდა.

ვრცლად

 

მერაბიშვილი – თუ სისტემატურად ხალხმა არ იარა ექიმთან, ისე შეუძლებელია ჯანმრთელი საზოგადოების შექმნა

მერაბიშვილი – თუ სისტემატურად ხალხმა არ იარა ექიმთან, ისე შეუძლებელია ჯანმრთელი საზოგადოების შექმნასაქართველოს პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საგარეჯოს ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერეს. მინისტრებმა კლინიკაში მყოფი პაციენტები მოინახულეს და მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.

ვრცლად

 

კახი კალაძე და ზურაბ ზვიადაური ახმეტაში მხარდამჭერებს შეხვდნენ

კახი კალაძე და ზურაბ ზვიადაური ახმეტაში მხარდამჭერებს შეხვდნენკოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები კახი კალაძე და ზურაბ ზვიადაური ახმეტაში მხარდამჭერებს შეხვდნენ და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.

ვრცლად

 

ნახეთ, მუცო რა მდგომარეობაშია... „ბეჭებგაბზარულიც“ აღარ არის!

ნახეთ, მუცო რა მდგომარეობაშია... „ბეჭებგაბზარულიც“ აღარ არის!სადღაც ლამპიონთა ღაღანია, სადღაც ცეკვაა და არღანია, სადღაც ვაჭრობაა გაგანია, ვიღაც მდიდრდება და წუწკობს. აქ კი აღარც თორღვა ძაგანია, აღარც ფარ-შუბების ჭახანია, მშველელს ელოდება რა ხანია ბეჭებგაბზარული მუცო.

/ავტორი – გელა დაიაური/

ვრცლად

 

პრეზიდენტის ვენახი

8საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა მეზობლებთან კუკური კუპრაშვილთან, თამაზ დარჩიაშვილთან და გივი მამულაშვილთან ერთად საკუთარი ვენახი შეწამლა. სააკაშვილს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც ეხმარებოდა.

ვრცლად

 

სააკაშვილი – გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უნდა, უხარია, მოსწონს და ამას გამოხატავს

სააკაშვილი – გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უნდა, უხარია, მოსწონს და ამას გამოხატავსსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთში იმყოფებოდა. სააკაშვილმა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რის შემდეგაც აგრონომიულ ცენტრს ეწვია.

ვრცლად

 

შატილში კოშკები ინგრევა

შატილში კოშკები ინგრევაშატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. შუასაუკუნეების ძეგლი, რომელიც ციხე ქალაქებიდან შემონახული სახით შემოგვრჩა, ახლა ინგრევა.

ვრცლად

 

„ქართული ოცნების“ შეხვედრა დედოფლისწყაროში

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროში მხარდამჭერებს შეხვდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადლენლები კახა კალაძე, ზურაბ ზვიადაური, ბიძინა გუჯაბიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ლაშა ჩხარტიშვილი და ვახტანგ ხმალაძე დედოფლისწყაროს კულტურის სახლში მხარდამჭერებს შეხვდნენ. შეხვედრას 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ვრცლად

 

ყველაზე დიდი აქცია 2009 წლის შემდეგ

ყველაზე დიდი აქცია 2009 წლის შემდეგ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. დემონსტრანტებს შორის უმრავლესობა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი იყო.

ვრცლად

 

დავით გარეჯში სტატუს ქვო აღდგა

დავით გარეჯში სტატუს ქვო აღდგა საქართველოს საპატრიარქოს სინოდის წევრებმა და მრევლმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დასაცავად უდაბნოს მონასტრისკენ მსვლელობა მოაწყეს. მსვლელობაში 2 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ისევ იმ საგუშაგოზე დგანან, სადაც 6 მაისს გადმოინაცვლეს, მაგრამ მრევლს უდაბნოს მონასტრის მოლოცვის დროს პრობლემები აღარ შექმნია.

ვრცლად

 

პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში

პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში გაიმართა საგანგებო პრესკონფერენცია თიანეთში პოლიციელების მიერ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის უკანონო დაკავებისა და ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

ვრცლად

 

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერში ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებს და მომლოცველებს 6 მაისის შემდეგ აღარ უშვებენ.

ვრცლად

 

გვერდი 7 / 23

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.06.17
01:00-06:00
Clear skyfrom west-southwest15°C1.8m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom north15°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east22°C3.8m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast23°C2.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast26°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast24°C1.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30