ყვარელში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი მუშა გადაარჩინეს

ყვარელში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი მუშა გადაარჩინეს

მაშველებმა ყვარელში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს, კედლის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი მუშა გადაარჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მაშველებმა, სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად შემთხვევის ადგილი ნანგრევებისგან გაათავისუფლეს. ნანგრევების ქვეშ იქნა ნაპოვნი მუშა, რომელიც იყო კონტაქტური. მაშველებმა მუშის გადარჩენა და ამოყვანა დროულად მოახერხეს. მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სტაციონარში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან