სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ანაზღაურებამ 2016 წელს 142 609 ლარი შეადგინა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 35 400 ლარია, მან 3-ჯერ მეტი სხვადასხვა სახის დანამატები მიიღო, - სულ 107 209 ლარი.

იოსებ გოგაშვილის კარიერული წინსვლა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას უკავშირდება. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მანამდე გოგაშვილის 5-სულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და საარსებო შემწეობას - თვეში 126 ლარს იღებდა.

2012 წლის ნოემბერში იოსებ გოგაშვილი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში რიგით ინსპექტორად დაინიშნა; მალევე გახდა ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ კი სასაზღვრო პოლიციაში სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015 წლის იანვარში იგი ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო იმავე წლის აგვისტოში სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილების თანახმად, სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში 2950 ლარია, რაც წელიწადში 35 400 ლარს შეადგენს.

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, იოსებ გოგაშვილმა 2016 წლის განმავლობაში მიიღო 142 609 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ანუ თვეში საშუალოდ 11 884 ლარი. აქედან, თანამდებობრივი სარგო შეადგენს 35 400 ლარს, ხოლო დანარჩენი თანხა - 107 209 ლარი სხვადასხვა სახის დანამატებია.

აღსანიშნავია, რომ იოსებ გოგაშვილის ანაზღაურება 58 796 ლარით აღემეტება სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის ხელფასს, რომელმაც იმავე პერიოდში 83 813 ლარის ოდენობით  გასამრჯელო მიიღო.

რეგინფო“ წერდა, რომ 2013 წლის მდგომარეობით, იოსებ გოგაშვილის ოჯახს არც რაიმე ქონება და არც შემოსავალი არ ჰქონდა, ხოლო 2017 წლისთვის მის საკუთრებაში ოფიციალურად ირიცხებოდა 200 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი და მოძრავი ნივთები, საჯარო სექტორიდან მიღებული წლიური შემოსავალი კი თითქმის 215 000 ლარს შეადგენდა.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან