საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

საქართველომ და ფიჯიმ უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ფიჯის მხრიდან კი ქვეყნის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ.

„უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულება მნიშვნელოვნად გაზრდის ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს დიმლომატიური კავშირების გაძლიერებას ორივე სახელმწიფოს პროგრესული განვითარებისთვის“, – ნათქვამია ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ დრომდე ფიჯიში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი კატეგორიის ვიზის (ტურისტული, საქმიანი და ა.შ) აღება სჭირდებათ. ვიზა გაიცემა ბრიუსელში ფიჯის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. ერთჯერადი შესვლისთვის (3 თვის მოქმედების ვადით) სავიზო მოსაკრებელი 96 აშშ დოლარია, ხოლო მრავალჯერადი შესვლისთვის 190 აშშ დოლარი;

ფიჯი წყნარი ოკეანის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს. არქიპელაგის მოსახლეობა დაახლოებით 912 ათასია.