ირაკლი სესიაშვილის განმარტება – მიწის ნაკვეთები კანონის დაცვით ვიყიდე

ირაკლი სესიაშვილის განმარტება – მიწის ნაკვეთები კანონის დაცვით ვიყიდე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონებში უკონკურენტოდ გამარჯვებასთან და მიწის ნაკვეთების შეძენასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„ყოველგვარი კანონის დაცვით, ელექტრონულად მივმართე მერიას, რომელმაც ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და შევიძინე ჩემი ნაკვეთის მარჯვნივ და მარცხნივ არსებული მიწის ნაკვეთები. ფასი განსაზღვრულია შესაბამისი ზონებით და არანაირი განსხვავებული ფასი არ გადამიხდია. მეტიც, ეს ყველაფერი ელექტრონული აუქციონის წესით ჩატარდა და ვისაც ესმის, აქ რაიმე მანიპულირება წარმოუდგენელია.

რატომ არ მყავდა კონკურენტი? ელემენტარულია – ორ ნაკვეთს შორის 3 და 6 მეტრის და 50 მეტრი სიგრძის მიწის ნაკვეთი არავის სჭირდება გარდა მომიჯნავე მეპატრონეებისა.

და ბოლოს, თუ ვინმეს აინტერესებს რა ფულით ვაშენებ სახლს, მე გავყიდე ჩემს საკუთრებაში არსებული ბინა თბილისში, სადაც ვცხოვრობდი 43 წელი და მთელი ოჯახით გადმოვედი ამ ადგილას, რამდენადაც არსებულ სახლში ვერ ვთავსდებოდით, დავიწყეთ ახალი სახლის მშენებლობა იმ თანხით. სახლი მთლიანად სარემონტოა. მხოლოდ გარე ფასადის ნაწილია დასრულებული“, – აცხადებს სესიაშვილი.

თბილისის მერიის აუქციონებში ირაკლი სესიაშვილის უკონკურენტოდ გამარჯვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო „რეგინფომ“ 21 სექტემბერს გაავრცელა. ირაკლი სესიაშვილმა საბურთალოზე, სარეკრეაციო ზონაში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი 30 694 ლარად იყიდა. აქედან ერთი ნაკვეთი მას თვითნებურად ჰქონდა დაკავებული.

სესიაშვილმა მიწის ნაკვეთები იმაზე ბევრად იაფად შეიძინა, ვიდრე რეალურად ღირს. თბილისის მერიაში განმარტეს, რომ მიწის ნაკვეთების ღირებულება აუდიტორმა კანონის მიხედვით შეაფასა.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან