ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნება

ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნება

ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდება. 20 ივლისს ფესტივალს თანამედროვე ბლუზის ვარსკვლავი, 2018 წლის საუკეთესო ბლუზ გიტარისტის ტიტულის მფლობელი კრის კეინი გახსნის.

გახსნის დღეს მსმენელის წინაშე წარდგებიან ფესტივალის არტ-დირექტორი და მოსკოვის ბლუზის მეფედ აღიარებული გია ძაგნიძე და ინგლისში მოღვაწე ბლუზის მუსიკოსი, ირაკლი კიკვაძე (Dr. IKA).

ფესტივალის პროგრამის მიხედვით, 27 ივლისს ამერიკელი ჯეიჯეი თეიმსი (JJ Thames) იმღერებს, 10 აგვისტოს კი მსოფლიოში აღიარებული ბლუზ დივა შერონ ლიუისი და იტალიელი ბლუზ გიტარისტი, ვოკალისტი და კომპოზიტორი ლუკა ჯორდანო წარდგებიან მსმენელის წინაშე.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები ყოველ შაბათს – 27 ივლისს, 10, 17 და 24 აგვისტოს, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, „ბლუზ ვილიჯში“ გაიმართება. ბილეთების ფასი 15 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს.

სიახლეები პანკისიდან