რქაწითელს 70 თეთრად იბარებენ, მწვანეს 85 თეთრად, საფერავის ფასი 1.50 ლარია

რქაწითელს 70 თეთრად იბარებენ, მწვანეს 85 თეთრად, საფერავის ფასი 1.50 ლარია

კახეთში რთველი დაიწყო. მოსახლეობისგან ყურძენს თელავში, გურჯაანში, წნორსა და თბილისში რამდენიმე საწარმო იბარებს. რქაწითელის ჯიშის ხარისხიანი ყურძნის მისაღები ფასი 70 თეთრია, კახურ მწვანეს 85 თეთრად იბარებენ, საფერავის ფასი კი 1.50 ლარია.

„ტიფლისკი ვინი პოგრების“ წარმომადგენლის განცხადებით, საწარმო თბილისში, ლილოში მდებარეობს და კახეთის სოფლებიდან ყურძნის ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამუშავების პროცესში 25 საწარმოა ჩართული. „რეგინფო“ კომპანიების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა. საწარმოები ძირითადად საკუთარ ვენახებში მოწეულ ყურძენს ამუშავებენ.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ უკვე დარეგისტრირებულია 100 ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. თელავში მუშაობს რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

ამავე რუბრიკაში

სიახლეები პანკისიდან