04:38:27

Share |

ფიროსმანის სახლ - მუზეუმის დირექტორი თანამდებობიდან მოხსნეს

ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ - მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. მუზეუმის დირექტორად დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომელი ნელი გობეჯიშვილი დაინიშნა.

„დაზუსტებით ვერ გეტყვით, ჩემი გათავისუფლება ჩემს მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება თუ არა. მე ვალდებული ვიყავი, მუზეუმი დამეცვა და ხმა ამომეღო. მუზეუმში ვრჩები სამუშაოდ, მთავარ ექსპერტად დამნიშნეს და სამეცნიერო საქმეებს ვუხელმძღვანელებ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ანზორ მაძღარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანზორ მაძღარაშვილი ფიროსმანის მუზეუმს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. გასული წლის 21 ოქტომბერს, ანზორ მაძღარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის. „რამდენიმე წელია ფიროსმანის სახლ - მუზეუმთან მისასვლელი გზა დაზიანებულია. მუზეუმში შემოვლითი გზით დავდივართ, ტურისტები კი აღარ მოდიან. ფიროსმანი ერთლარიანზე იყო გამოსახული და ისიც კი ამოიღეს ხმარებიდან. საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის“, - აღნიშნა ანზორ მაძღარაშვილმა. კრიტიკული კომენტარის გამო ანზორ მაძღარაშვილი დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების სიიდან ამოიღეს. დაზუსტებული ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას, ფიროსმანობისთვის, რომელიც 22 ოქტომბერს აღინიშნა, დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის სტატუსი ხუთი ადამიანისთვის უნდა მიენიჭებინა. 21 ოქტომბერს, საღამოს, ანზორ მაძღარაშვილი სიიდან ამოიღეს, დანარჩენი ოთხი კი საპატიო მოქალაქეებად გამოაცხადეს.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy