05:24:21

Share |

აქცია გაბრელაშვილების ოჯახის დასახმარებლად

აქცია გაბრელაშვილების ოჯახის დასახმარებლადარასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მცხოვრებ გაბრელაშვილების სამსულიან ოჯახს დახმარება გადასცა. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ოჯახს რუისპირში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩაუტანეს.

ორგანიზაცია „Every Child“-ის სახლი, სადაც გაბრელაშვილები თავს აფარებდნენ, 10 აგვისტოს დაიწვა. ხანძრის შედეგად ოჯახს არაფერი აღარ დარჩა, ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა.

მას შემდეგ, რაც „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ საქველმოქმედო აქცია წამოიწყო, დაზარალებულ ოჯახს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2000 ლარით დაეხმარა. გაბრელაშვილებს 500 ლარს გადასცემს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაც. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ინიციატივით, გაბრელაშვილების დასახმარებლად საბანკო ანგარიშიც გაიხსნება. შეგროვებული თანხით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისთვის ბინის ყიდვა იგეგმება. ბინა უკვე ნანახია და მის შესაძენად ოჯახს სულ რაღაც 1500 ლარი აკლდება.

საქველმოქმედო აქციაში კახეთის საინფორმაციო ცენტრმაც მიიღო მონაწილეობა. გაბრელაშვილებისთვის შეძენილ იქნა: 25 კილოგრამი მაკარონი, 5 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქრის ფხვნილი, 8 კილოგრამი წიწიბურა, 8 კილოგრამი ბრინჯი, 8 კილოგრამი ბარდა.

 

ვიდეო

არჩევნები რომ დაინიშნოს, ვის მისცემთ ხმას? გამოკითხვა - სოფელ მანავში

ფოტო რეპორტაჟი

News image

რვაშვილიანი ოჯახი საგანგაშო პირობებში

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
უარყოფითად - 71.8%
დადებითად - 20.9%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.3%
  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 28.01.12
13:00-19:00
Snowfrom southeast-2°C0.6m/s
1.2mm
19:00-01:00
Fairfrom east-2°C1.4m/s
0.2mm
კვირა 29.01.12 13:00-19:00
Fair-2°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 30.01.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southwest-7°C0.5m/s
0mm
სამშაბათი 31.01.12 10:00-16:00
Snowfrom south-southeast-4°C1.5m/s
2.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy