21:42:34

მოდელირებული გაზიფიცირება

მოდელირებული გაზიფიცირება ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტი ლაგოდეხელებს გაზიფიცირებას დაპირდა და ქალაქის ცენტრში გაზი საკუთარი ხელით აანთო. თუმცა, ბუნებრივი აირი იმ დროს არც ერთი ლაგოდეხელის ოჯახში არ მოსულა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ რეზინის იმ მილში, რომელსაც ცეცხლი პრეზიდენტმა მოუკიდა, თხევადმა აირმა გაიარა და რომ იმ დროს ხალხთან ერთად პრეზიდენტიც მოატყუეს. დაპირება, არც ერთი ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე, დღემდე დაპირებად რჩება.

ვრცლად

 

სახელმწიფოს ფული „სამთავრობო“ არასამთავრობოებს

სახელმწიფოს ფული „სამთავრობო“ არასამთავრობოებს„სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი“ ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში 2009 წელს შეიქმნა. ფონდი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და მისი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობაა. ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ გრანტები ძირითადად იმ ორგანიზაციებს მისცეს, რომლის ხელმძღვანელები საჯარო მოხელეები, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ან ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირები არიან.

ვრცლად

 

რეკლამა - კანონს მიღმა

რეკლამა - კანონს მიღმა სტუდია „მონიტორის“ ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში მედია სარეკლამო ბაზარზე ორი მთავარი მოთამაშის „რუსთავი 2-„ისა და „იმედის“  მონიტორინგს აწარმოებდა. ჯამში 50-მდე ჩანაწერი დაგროვდა - საინფორმაციო გამოშვებები, მხატვრული ფილმები და სხვა პროგრამები. საბოლოოდ, მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის რამდენიმე ათეული ფაქტი გამოიკვეთა.

ვრცლად

 

ვანო მერაბიშვილის ნათესავებმა რამდენიმე მილიონიანი ქონება დაიტაცეს

ვანო მერაბიშვილის ნათესავებმა რამდენიმე მილიონიანი ქონება დაიტაცესვარდების რევოლუციის შემდეგ ნოდარ საქუაშვილი კახეთში პრეზიდენტის მასპინძელი იყო. მიხეილ სააკაშვილს სანიორეში მასთან წლების განმავლობაში მაღალი რანგის სტუმრებიც ჩაჰყავდა. ნოდარ საქუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში პრივილეგირებულ ბიზნესმენად იქცა, რასაც დიდწილად საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ოჯახთან საქუაშვილის დის ნათესაობითაც ხსნიდნენ. ნოდარ საქუაშვილის გარდაცვალების შემდეგ თითქმის მთლიანი ქონება ვანო მერაბიშვილის ნათესავებმა დაიტაცეს.

ვრცლად

 

ჟურნალისტური გამოძიება - „დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია“

ჟურნალისტური გამოძიება - „დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია“2008 წლის აგვისტოდან 2009 წლის ბოლომდე სახელმწიფომ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებზე 8 მილიონამდე ლარი დახარჯა. ეს თანხა პრეზიდენტის მხარდამჭერ არტისტებს ყოველგვარი ტენდერებისა და კონკურსების გარეშე გადაეცათ.

ვრცლად

 

ნათლიები, ნათლიმამები და ნათესავები თანამდებობებზე

ნათლიები, ნათლიმამები და ნათესავები თანამდებობებზე„2003 წლის ვარდების რევოლუციამდე ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც ცოდნას ფასი აღარ ჰქონდა, წარმატებას ის აღწევდა, ვისაც უფრო მეტი ახლობელი ჰყავდა ან მეტი ფული ჰქონდა. დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შერჩევის კრიტერიუმი ერთია: პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული. ნაცნობობა, მეგობრობა, ტრუსიკის ძმაკაცობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა არ უნდა ჭრიდეს“, - მიხეილ სააკაშვილი. 2010 წლის 20 ივლისი, ყვარელი. პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, კახეთში თანამდებობებზე მეგობრობის და ნათესაური ნიშნით ინიშნებიან.

ვრცლად

 

ჟურნალისტური გამოძიება - ფეშქაშად პრეზიდენტის მასპინძლობისათვის

ჟურნალისტური გამოძიება - ფეშქაშად პრეზიდენტის მასპინძლობისათვის ლევან ახალაურმა, რომელიც 2005 წელს თელავის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, სახელმწიფოს 305 000 ლარის ზარალი მიაყენა. მიუხედავად ამისა, ახალაური დაწინაურდა. 2006 წელს მან თელავის რაიონის გამგებლის თანაშემწის თანამდებობა დაიკავა, 2007 წლის თებერვლიდან 2010 წლის მაისის ჩათვლით კი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ივლისში ის სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსად დაინიშნა.

ვრცლად

 

არაეფექტურად გახარჯული საერთაშორისო გრანტი

არაეფექტურად გახარჯული საერთაშორისო გრანტისაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ათასობით ტონა ისეთი შხამ - ქიმიკატები დარჩა, რომლებიც წამლავ ადამიანსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, იწვევს სიმსივნურ დაავადებებ და ბავშვებში თანდაყოლილ დეფექტებს, აბინძურებს წყალს, საკვებსა და ჰაერს. ამ მხრივ ყველაზე უფრო საშიშ რეგიონს კახეთი წარმოადგენს. საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ებრძვის ვადაგასულ შხამ - ქიმიკატებს. კახეთში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შემცირების პროექტი ჰოლანდიის მთავრობამ დააფინანსა, ოღონდ ქართულმა მხარემ პროექტი ფაქტობრივად ჩააგდო.

ვრცლად

 

საქართველოს ნარკოტიკული რესპუბლიკა

საქართველოს ნარკოტიკული რესპუბლიკა საქართველოში ყოველწლიურად 2,4 ტონა ჰეროინი იყიდება, საიდანაც ნარკორეალიზატორები მინიმუმ 700-მილიონიან მოგებას ნახულობენ. 2 წლის მანძილზე კი პოლიციამ მხოლოდ 18 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს მონაცემებით, საქართველოში 240 ათასიდან 350 ათასამდე ნარკომანია, ხოლო სომხეთში - 160 ათასი, აზერბაიჯანში - 20 ათასი, ყაზახეთში კი - 25 ათასი.

ვრცლად

 

მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ მამიდას ქონება წაართვა

nana_yifianis_saxliმიუხედავად გაუქმებული მინდობილობისა, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ ქართლოს ყიფიანმა მამიდის სამსართულიანი სახლი თავად გაყიდა, თავადვე იყიდა და 20 ათასი ლარი თავის თავსვე გადაუხადა. თუმცა, ამ თანხიდან მამიდისთვის არაფერი მიუცია. ქართლოს ყიფიანსა და მის მამიდას, ნანი ყიფიანს შორის სასამართლო დავა უკვე სამი წელიწადია გრძელდება.

ვრცლად

 

განაჩენი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე

balgojianis_skola2010  წლის 9 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სადაც ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარს მე-9 კლასის მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. დირექტორს ბრალს სამი მასწავლებელი სდებდა. იმავე დღეს, 20:00 საათიან „ქრონიკაში“ კიდევ ერთი სიუჟეტი გავიდა. ბალღოჯიანის მკვიდრი ლევან კეკენაძე აცხადებდა, რომ დირექტორი გარყვნილ ქმედებაში ადრეც იყო შემჩნეული და მას ამის გამო მოსაკლავად დასდევდნენ.

ვრცლად

 

„მაზუთის წვიმა“

sagarejoმკერდის, ყელის და კანის სიმსივნე, ინტოქსიკაციის ზოგადი მოვლენები, ღვიძლის ციროზი, ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რითაც საგარეჯოს რაიონის სოფლებში, ნინოწმინდასა და წყაროსთავში მცხოვრებნი მასობრივად ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ დაავადდნენ. ნავთობკომპანია „კანარგო - ჯორჯიას” კუთვნილ ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შედეგად განადგურდა ასობით ჰექტარი ტყის მასივი, დაბინძურდა წყალი და ნიადაგი. მნიშვნელოვნად იმატა სიკვდილიანობამ.

 

ვრცლად

 

ნაციონალური გარიგება

mrewvelebiსაქართველოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარება, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის ღირსების საკითხია. მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ისიც უთხრა, რომ „სალაპარაკო არ მიეცათ ოპოზიციური პარტიებისთვის“, რაც საარჩევნო პროცესში სახელისუფლებო პარტიის ჩაურევლობასაც გულისხმობდა. თუმცა, კახეთის მაგალითზე აღმოჩნდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნებს, რომლებიც ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს და წესით, ოპოზიციის ინტერესებს უნდა იცავდნენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვთ კავშირი.

ვრცლად

 

ჟურნალისტური გამოძიება – ანაფორიანი ფეოდალი

ანაფორიანი ფეოდალისახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, საქართველოში საკუთრების უფლების დანაშაულებრივი ხელყოფის რიცხვი იზრდება. ძალოვანების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად, მოქალაქეები იძულებულები ხდებიან, უძრავი ქონება „გააჩუქონ“. ოფიციალურად, სოლომონ ხახუტაშვილმა საკუთარი მიწის ნაკვეთი ნეკრესის ეპარქიას აჩუქა. ფაქტები კი იმაზე მიუთითებს, რომ ეპისკოპოსის დავალებით, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა და პროკურატურამ ქონება მას შანტაჟის გზით წაართვეს.

ვრცლად

 

საქართველოს მოსახლეობა - ქართული ფარმაკომპანიების საექსპერიმენტო ობიექტი

aversis_klinika2სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრ IPL-ის მიერ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოკითხული 320 რესპონდენტიდან 83,25%-ს მიაჩნია, რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის წამლები ხელმისაწვდომი არ არის, მხოლოდ 5,5 %-სთვისაა იგი ხელმისაწვდომი. 56,25%-სთვის მედიკამენტის გამოყენების ეფექტურობის შესახებ ინფორმაციას მისთვის მედიკამენტის შეძენისას გადამწყეტი მნიშვნელობა აქვს, 21,87% მნიშვნელობას ანიჭებს მწარმოებელ ქვეყანას, ხოლო 20% - ფასს.

ვრცლად

 

ფარმაციის ბნელი მხარე

aversi_new საქართველოში, მოქალაქის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯის 48% წამლებზე მოდის და არა ექიმის მომსახურებაზე. რადგან ქვეყანაში დაზღვევის ინსტიტუტი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, ამიტომ პაციენტებს  წამლების შეძენა საკუთარი ჯიბიდან უწევთ. წამლის თანხას არც ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახელმწიფო პროგრამა ე.წ. 5-ლარიანი დაზღვევა ანაზღაურებს. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რა წამლებს სვამს. ფარული გარიგებისა და კორუფციის ნიშნები ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში. 

ვრცლად

 

ხელისუფლების მძევალი

ხელისუფლების მძევალიგასული წლის დეკემბერში ამერიკელმა კონგრესმენმა ფრენკ ვოლფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს წერილი გამოუგზავნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. კონგრესმენს მოჰყავს ციტატა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ადამიანის უფლებების შესახებ, სადაც სხვა დარღვევებთან ერთად საუბარია პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების, ასევე ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ. მანამდე საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა.

ვრცლად

 

ნეოფეოდალიზმი სიღნაღში

24.01.09_GA2"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნუგზარ აბულაშვილს, ბევრი კრიმინალური ფაქტი უკავშირდება. სახელისუფლებო და პროკურატურის ორგანოების ყოფილი ჩინოვნიკები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არაერთხელ ითხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ვრცლად

 

ყიდვა - გაყიდვა ღამის 12 საათზე

24.01.09_GA4ფსიქიკური ზეწოლით, ძალადობით და თავისუფლების აღკვეთის მუქარით, სიღნაღში წვრილ მეწარმეებს აკულაკებენ. თამარ თარაშვილი, მანანა მაჭარაშვილი, თამაზ გორელიშვილი, გელა ხელაშვილი, ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, ვინც აიძულეს, საკუთრება, თავიანთი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ბიზნესმენ ბაჩანა დავლიანიძისთვის მიეყიდათ.

ვრცლად

 

გვერდი 3 / 3

ფირნიშები

რედაქტორის რეკომენდაციით

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.04.17
02:00-06:00
Partly cloudyfrom northeast5°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-northwest4°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast11°C3.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east12°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast12°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast16°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast14°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30